კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შესთავაზეს თამუნა რცხილაძეს ცნობილ დიზაინერთან, კარენ მილერთან მუშაობა და როგორ ეგუება მის ხშირ მოგზაურობას რალისტი ქმარი

ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მომღერალ თემო რცხილაძის შვილი, თამუნა რცხილაძე რამდენიმე წელია, ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. ის თავიდან, ბარსელონაში როგორც ჩოგბურთელი ისე ჩავიდა, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო, სპორტს თავი დაანება. თამუნა გარკვეული ხნის განმავლობაში კომპანია „ოლსენტისთან” თანამშრომლობდა. თუმცა, ამჟამად, სამსახური შეიცვალა და ახლა უკვე დიზაინერ კარენ მილერის კომპანიაში მუშაობს. წარმატებით აგრძელებს მოდელობას და, სხვადასხვა სარეკლამო რგოლშიც იღებენ. თამუნა რამდენიმე ხნის წინ ესპანელ ენრიკე ალკაინა მუნიოსზე, იგივე კიკიზე გათხოვდა, რომელიც რალისტია და ქართველ მეუღლეს ხელს ყველაფერში უწყობს.

– როგორი იყო შენთვის 2010 წელი?

– გასული წლითაც კმაყოფილი ვარ და წლის დასაწყისითაც. ყველაფერი კარგად მიდის. მომწონს ჩემი სამსახური.

– ახალი სამსახური გაქვს?

– კი, ამჟამად ვმუშაობ ცნობილ, ინგლისელ დიზაინერ კარენ მილერთან. ოთხი თვის წინ ბარსელონაში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, პასეო დე გრაციაზე გავხსენით მაღაზია. ჩემი ძველი სამსახურის დახმარებით, ამ სფეროში ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობდი, იცოდნენ ჩემს შესახებ. ამიტომ, ერთ დღესაც, ახალი სამსახური შემომთავაზეს, რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი.

– ალბათ, ეს შემოთავაზება, საინტერესოცაა და ფინანსურადაც მომგებიანი.

– საკმაოდ კარგი სამსახურია, კოლექციები ძალიან ლამაზია – „კარენ მილერი” ცნობილი, მდიდრული მარკაა, თითქმის ისეთივე დონის, როგორიც „დოლჩე და გაბანა”, „კაროლინა ჰერერა” და ასე შემდეგ. ამიტომ, მაშინვე დავთანხმდი შემოთავაზებას. კარენ მილერთან მუშაობა ძალიან საინტერესოა. ძველ სამსახურშიც კარგად ვგრძნობდი თავს, იქაც საკმაოდ საინტერესო იყო მუშაობა. უბრალოდ, აქ უფრო კარგი პირობები შემომთავაზეს. თან, ყოველთვის მომწონდა მისი ტანსაცმელი. რაც ყველაზე მთავარია, ნებისმიერი ადამიანი ყოველთვის წინსვლაზე უნდა ფიქრობდეს.

– რისი გაკეთება გიწევს – რა შედის შენს საქმიანობაში?

– დირექტორის მოადგილე ვარ, ანუ ესპანეთში გვაქვს „კარენ მილერის“ მაღაზიები. მადრიდელი დირექტორი ესპანეთში მთელი ქსელის დირექტორია. მისი მოადგილე ბარსელონის ქსელის დირექტორია და მე მისი მოადგილე ვარ. მაღაზია ოთხი თვის წინ გაიხსნა. სამი თვის წინ ინაუგურაცია მოვაწყვეთ. პრეზენტაციამ ძალიან კარგად ჩაიარა, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, მათ შორის, ცნობილი ადამიანები, განსაკუთრებით კი ტელევიზიებიდან.

– ადრე ძალიან დატვირთული გრაფიკი გქონდა, გიწევდა სხვადასხვა ქვეყნაში მივლინებით გამგზავრება, ახლა, ამ მხრივ რა ხდება?

– ახლახან მადრიდში ვიყავი ერთი კვირით. მანამდე ლონდონში გავემგზავრე ტრენინგებზე. თუმცა, ჯერჯერობით უფრო ხშირად ბარსელონაში მიწევს ყოფნა. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. მაგრამ ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი, აუცილებლად მომიწევს მოგზაურობა. საქმეს ასე სჭირდება და ამიტომ. ბარსელონაში კანონით კვირაში 40 საათი უნდა იმუშაო, იმ შემთხვევაში, როცა 40-საათიანი კონტრაქტი გაქვს. ჩემს შემთხვევაში, ისე ვიქნები დაკავებული, როგორც ამ 40 საათს გადავანაწილებ. დღეში, ძირითადად, 8 საათს ვმუშაობ, ხანდახან 6-საც. ხანდახან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და უფრო დიდხანს ვრჩები. სამუშაო საათებს ბარსელონაში ჩემი დირექტორი ანაწილებს.

– კარენ მილერი გაიცანი?

– ჯერჯერობით არა.

– თავად ატარებ „კარენ მილერის“ სამოსს?

– ამისთვის სამსახურში სპეციალური თანხაა გამოყოფილი, მე კი, არჩევის უფლება მაქვს. შემიძლია, ავირჩიო სამი ზედა სამოსი, ორი ქვედა ბოლო, ერთი კაბა და ერთი ქურთუკი. თუ ყიდვა მომინდა, ასეთ შემთხვევაში 50-პროცენტიანი ფასდაკლება მაქვს. მე ძალიან მომწონს „კარენ მილერის“ სამოსი, – ელეგანტური და ლამაზი კაბები აქვს.

– ხშირად გიწევს გარკვეული ხნით სხვა ქალაქში, ქვეყანაში წასვლა. ამაზე როგორ რეაგირებს შენი მეუღლე?

– გადასარევად, არანაირი პრობლემა არ აქვს. პირიქით, ყველანაირად მიწყობს ხელს.

– ისევ თანამშრომლობ სამოდელო სააგენტოსთან?

– კი, მათთან ისევ ვთანამშრომლობ. მირეკავენ და რა თქმა უნდა, თუ შემიძლია, ანუ დრო მაქვს, მივდივარ სამუშაოდ. ახლა ბევრი სამუშაო არ არის, უფრო გაზაფხულიდან დაიწყება.

– შენი მეუღლე, ისევ მონაწილეობს რალიში?

– კი და მეც ხშირად ვესწრები. ძალიან მიყვარს ექსტრემი, ადრენალინი. რბოლას ძირითადად ვუყურებ, რალიში არ ვმონაწილეობ. ავტომობილის და მოტოციკლის ტარება ძალიან მიყვარს, სისწრაფეც, მაგრამ ხშირად არ დავდივარ.

– როგორც ვიცი, ზაფხულში საქართველოში იყავი?

– თბილისში ვიყავი, თუმცა, ჩემმა მეუღლემ ვერ მოახერხა ჩამოსვლა. არადა, ძალიან უნდა, სხვა დროს ამას აუცილებლად მოახერხებს, საქართველოს ნახვის დიდი სურვილი აქვს.

– ქართულ კერძებსაც ხომ არ უმზადებ?

– არა. იმიტომ რომ, ჩემზე გემრიელ კერძებს აკეთებს და ჯობია, ისევ მან მოამზადოს. ამის ნიჭი ნამდვილად აქვს.

– ერთად ვერ ახერხებთ სადმე წასვლას, დასვენებას, კარგად გართობას?

– კი, როგორ არა. ზაფხულში მე, ჩემი მეუღლე და ჩემი მეგობარი პორტ ავენტურაზე ვიყავით. ძალიან კარგი ადგილია, ბევრი ატრაქციონია. მოკლედ, ატრაქციონების დიდი პარკია. დილით რომ გაიხსნება, უნდა მიხვიდე, მთელი დღე შეგიძლია, იქ იყო და ღამეც კი დარჩე. სასტუმროები არის. მოკლედ, ძალიან ლამაზი და საინტერესო გასართობი ადგილია. ერთი ატრაქციონი იყო ძალიან მაღალი – აი, ზემოთ რომ ადის ლიფტივით და მერე მოულოდნელად ვარდება ძირს. ძალიან მეშინოდა, მაგრამ ჩემმა დაქალმა და ქმარმა ძალით ამიყვანეს, დამსვეს, ჩამკეტეს და კიდევ უფრო შემეშინდა. ყვირილი დავიწყე, აქ არ მინდა-მეთქი. ძალიან მეშინოდა, მაგრამ იმ ბიჭმა, ვინც ატრაქციონს რთავდა, არ ჩამომსვა. დაბლა რომ დაეშვა, გული შიშისგან კინაღამ გამისკდა. სამაგიეროდ, ერთი თამაში მოვიგე. რგოლები უნდა გესროლა და ბოთლზე ჩამოგეცვა. ბევრი ხალხი თამაშობდა. მე ვისროლე და ჩამოვაცვი. მოვიგე თამაში, ძალიან გამიხარდა. მოკლედ, როცა ორივეს გვცალია, ყოველთვის სადმე მივდივართ და ძალიან კარგ დროს ვატარებთ.


скачать dle 11.3