აქტები
მანანადაფრქვეულები
ბევრი აკრიტიკეს თუ ცოტა – პრეზიდენტი დღენიადაგ ჰაერშიაო, ხანიც გამოხდა (ალბათ, იმიტომ, რომ არაფე-რია მუდმივი მზისქვეშეთში) და ბ-ნი სააკაშვილი ახლა უკვე დღენიადაგ სამშობლოშია. უფრო მეტიც, თუკი ადრე (განსაკუთრებით, პირველ ვადაში) უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქუდი რომ შეგეგდოთ, არ შევიდოდა, წელი არ დამთავრებულა და იქ უკვე სამჯერ იყო (რაც, ნებსით თუ უნებლიეთ, გვაფიქრებინებს, რომ პრეზიდე-ნტს გაუჭირდა, რა თქმა უნდა, კეთილი მომსმენების თვალსაზრისით). სულ ბოლოს ხალხის რჩეულები გასულ კვირას დააფასა და ახალი აქტი (ეკონომიკური თავისუფლებისა) პირადად გააცნო. აქტის მთავარი ლაიტმოტივი ისაა, რომ ამიერიდან და სამარადჟამოდ ეკონომიკა მხოლოდ გამოლიბერალებული უნდა იყოს! მიზანი კი – ის, რომ ეს პროცესი ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეაჩეროს (ჰოი, საკვირველებავ და, მაშინაც კი, თუკი ეს მთავრობა შეიცვლება). ამ ყოველივეს მთავარი მოტივი, ბუნებრივია, ამომრჩევლის ბედნიერებაა, ხოლო, რაკი ამ ქვეყნის პარადოქსი ისიცაა, რომ, ჩვეულებისამებრ, ხალხი თავის რჩეულებზე უარესად ცხოვრობს, პრეზიდე-ნტი კიდევ ერთხელ დაგვპირდა, რომ იქ, ზემოთ, ქამრებს კიდევ უფრო მჭიდროდ შემოირტყამენ (საბიუჯეტო ხარჯ-ები კანონის ძალით არასდროს გადააჭარბებს მთლიანი შიდა პროდუქტის 30 პროცენტსო!). თუმცა, თუ გავიხსენე-ბთ, რომ, ჯერ ერთი, ქამრების შემოჭერა ხელისუფლებამ უკვე დაიწყო, მოხელეთა ხელფასი კი კარგა ხანია, წელიწადში 100 000-ს მიუახლოვდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მეორე შემოჭერის შემდეგ ეფექტი გაორმაგდება (ანუ 200 000-ს მაინც გაუტოლდება). დაპირების თანახმად, ბიზნესი მთლად გიჟივით თუ არა, თავისუფალი მაინც გახდება და გადასახადების გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზით იქნება შესაძლებელი, აიკრძალება სახელმწიფო ახალი მარეგულირებელი ორგანოების შექმნა (რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ცის ის ნაგლეჯი, რომელიც შემოგვ-რჩა, მანანის ფრქვევასაც შეუდგება).
ხელისუფალთა მტკიცე რწმენით, ლიბერალიზმი ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, რაც, თურმე, განგვასხვავე-ბს რუსეთისგან (ესე იგი, მიზანი ერთია, დიადი, ნათელი: დავეწიოთ და გავუსწროთ რუსეთს!). შესაბამისად, რუსეთ-ისგან გათავისუფლების ქვაკუთხედიც ჩვენი შეუქცევადად გამოლიბერალურება ყოფილა, მაშინ, როდესაც გუ-ლუბრყვილოებს გათავისუფლება ოკუპანტების აქედან გაყრა გგონიათ?!
ნინო ხაჩიძე