კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტუმარ-მასპინძელი

საქართველოში ბური ფერმერების ჩამოსახლების თემა ისეთი ბურუსითაა მოცული, რომ მხოლოდ საკუთარი ფანტაზიის იმედად თუ ვიქნებით. მხოლოდ ის ვიცით დანამდვილებით, რომ ამ პროცესში სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ბ-ნი პაპუნა დავითაია აქტიურობს: სამხრეთ აფრიკასაც ესტუმრა და სამხრეთ-აფრიკელებიც ისტუმრა. მეტიც, სამხრეთ-აფრიკულ ტელევიზიას ინტერვიუც მისცა, სადაც დეტალურად ახსნა, რომ ბური ფერმერების დახმარების გარეშე ქართულ სოფლის მეურნეობას სიცოცხლე არ უწერია. ხოლო სულ ახლახან სამხრეთ აფრიკის სპორტის ნაციონალური ასოციაციის ხელმძღვანელებსაც შეხვდა. ქართულმა ელმედიამ გვამცნო, რომ ასოციაცია სამხრეთ-აფრიკელი ჰოლანდიელების მიერაა დაარსებული (კიდევ ერთი შტრიხი: თუკი ადრე ამ სამხრეთ-აფრიკელებს ბურებს უწოდებენ, ახლა უკვე მათ ჰოლანდიელებად მოიხსენიებენ, სავარაუდოდ, იმ ეფექტის შესაქმნელად, „რა ქალს ჰყვარებიხარო“) და სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებებს მართავენ. განსაკუთრებით კი, ჩვენს სტუმარ სამხრეთაფრიკელებს რაგბი ჰყვარებიათ. ამიტომაც, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში გვერდს საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელიც უმშვენებდა. ჰოდა, რაკი უმშვენებდა, ბ-ნმა ნიჟარაძემ გაგვიმხილა, რომ ეს (ანუ სამხრეთაფრიკული რაგბი) ის სიმაღლეა, საითკენაც ჩვენ მივილტვით. თუმცა, ამ ყოვლისწამლეკი ლტოლვის მიუხედავადაც, გამოგვიტყდა, რომ ამ წელს ჩვენი რაგბისტები სამხრეთაფრიკულ სპორტის შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ (მთელი წელი გაწერილი გვაქვსო), ოღონდ, დაგვაიმედა (ჩვენ რა, სამხრეთაფრიკელი კოლეგები დააიმედა) მომავალ წელს თქვენთან ვართო!

თავის მხრივ, არც ბ-ნ დავითაიას დაუმალავს, რომ ჩვენ სამხრეთაფრიკელ ჰოლანდიელებთან ბევრი რამ გვაქვს საერთო (ამას გვიმალავდით?!) მათ შორის, რაგბისადმი სიყვარულიც (სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს?!). ამიტომაც დასძინა, რომ, ზოგადად სასიხარულოა, როდესაც ასეთი ურთიერთობები ვითარდება (თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა „სასიხარულო ასეთში“). ჩვენ, ცხადია, არაფერი ვუწყით, რა როლს შეასრულებს სამხრეთ აფრიკა ქართული რაგბის მიერ სიმაღლეების დაპყრობაში, როგორც არც ის, თუ რა პირობებით და რამდენი ბური გვიპირებს ქართული მიწის მოხვნას, სამაგიეროდ, თუ გავიხსენებთ, რომ სამხრეთაფრიკელ ჰოლანდიელ-ბურებთან კავშირების გაბმაში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აქტიურობს, გამოდის, რომ ბურ-ჰოლანდიელები ქართული დიასპორა ყოფილა (ეს, რა თქმა უნდა, არისტოტელესეული ლოგიკით, თორემ ქართულით, შესაძლოა, თავდაყირაც იყოს).


скачать dle 11.3