კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰიბრიდული კამპანია

„… ცივი მჭადიც შაქარია“

ეს ჩვენი ქვეყანა, თუმცა, რაღა ჩვენი ქვეყანა, ამ ჩვენი ქვეყნის მთავრობა, ბოლო ერთი თვეა, ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის პოპულარიზაციის კამპანიითაა დაკავებული. უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტში გამართული დებატებისას სოფლის მეურნეობის მინისტრს თვით პრეზიდენტი შეეშველა და გლეხებს ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლის შეძენისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ, ჯერ ერთი, ამ საქმისთვის 2011 წლის ბიუჯეტში 30 მილიონი ლარია გამოყოფილი და, რაც მთავარია, ფინანსთა მინისტრმა დაგვიბეჭდა, რომ 2012 წლიდან ამ ყვითელი და ჰიბრიდული სიმინდის ექსპორტიორი ქვეყანაც გავხდებით (პირადად მე სიამოვნებით დავნაძლევდებოდი ბ-ნ ბაინდურაშვილთან, მაგალითად, მისი ერთი წლის ხელფასზე, რომელიც 100 000-ს „ურტყამს“). ამ სახელისუფლო ძალისხმევის მიუხედავადაც, ქართველი გლეხები მაინცდამაინც ენერგიულად არ ეწაფებიან ჰიბრიდულ თესლს (შეგახსენებთ, ერთ კილოგრამ ჰიბრიდული სიმინდის თესლს გლეხებს სახელმწიფო 17 ლარად სთავაზობს, მაშინ, როდესაც გლეხებს თეთრი ქართული სიმინდის თესლი უფასოდ აქვთ. იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს ჩვენი სიმინდი თესლს ტოვებს, განსხვავებით შემოთავაზებული ჰიბრიდულისგან). შესაძლოა, დაწაფების ამ დაბალი ტემპის გამო ბ-ნი კვეზერელი გლეხებს აგულიანებს, რომ შეძენილი თესლის საფასურს მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ გადაახდევინებენ. იმ ფაქტმა, რომ მთავრობა გლეხებს თესლის ფასად 17 ლარს უწესებს, ქრისტიან-დემოკრატებს რიტორიკული კითხვა გაუჩინა: „ხელისუფლება სიმინდის მოსავლის სუბსიდირებას ახდენს თუ ბიზნესს აკეთებს?!“ ოღონდ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ეს რიტორიკული კითხვა მეტად პროზაულად განმარტა: „ეს პრობლემებს არ შექმნის, რადგან გლეხს სიმინდის თესლის საფასურს მხოლოდ მას შემდეგ მოსთხოვენ, რაც სიმინდი მოიწევა და გლეხი მის რეალიზაციას მოახდენს.“

მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ჰიბრიდული სიმინდისგან არც ღომი კეთდება, არც მჭადი და მას, ძირითადად, საქონლის საკვებად მოიხმარენ. შესაძლოა, ამიტომაც, ბ-ნი კვეზერელი გვარწმუნებს, რომ „ჰიბრიდული ჯიშის სიმინდით საქართველო ექსპორტზე გასვლას გეგმავს“, ოღონდ, დასძენს, „რომ კონკრეტული ბაზრები ჯერ უცნობია“ (თუ უცნობია, ექსპორტზე როგორ გავა?!). იმის გარდა, რომ ჰიბრიდული სიმინდის უცნობ ბაზრებზე ექსპორტს გეგმავს, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ასევე, დარწმუნებულია, რომ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით საქართველო სიმინდის იმპორტის 25 პროცენტს ჩაანაცვლებს, ეს სიმინდი კი საქართველოში უფრო იაფად გაიყიდება, ვიდრე საექსპორტოდ გასული. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ჰიბრიდული სიმინდი ადამიანისთვის საკვებად უვარგისია და მხოლოდ საქონლის მოსასუქებლად გამოიყენება, შესაძლოა, ბ-ნ კვეზერელს (ეკონომიკურ გუნდთან ერთად) გუმანში ჩვენი მოსუქებაც ჰქონდეს (ოღონდ, მთელ-მთელ მარცვლებს თუ გადაგვაყლაპებენ, თორემ, იმ ჰიბრიდულის ფქვილისგან ცივ მჭადს თვით პოსტრევოლუციურად მოტივირებული საქართველოს მოქალაქეც კი ვერ მოზელს).


скачать dle 11.3