კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოტენციალრეალიზებულები

და ანგელოზდამფრთხლები

მართალია, თბილისის აეროპორტიდან თბილისის ვაგზლისკენ მიმავალი ჩქაროსნული რკინიგზის მატარებელი (რომლის დაგებ-აშენება ამ ჩვენს მრავალტანჯულ ბიუჯეტს გვარიანი თანხაც დაუჯდა) მხოლოდ თითო-ოროლა კინკილა მგზავრის გადაყვანაზე ცდება, მაგრამ, ამის მიუხედავადაც, თბილისი-ქუთაისის მიმართულებით იგეგმება ახალი და ჩქაროსნული მატარებლის დანიშვნა. როგორც ზემოდან გვპირდებიან, ისეთი ჩქაროსნული იქნება, რომ ქუთაისიდან თბილისში და პირიქითაც, თავს ერთ საათში ამოგაყოფინებთო. ეს ყოველივე, ცხადია, ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ნაწილობრივ გადასახლებას უკავშირდება (მოგეხსენებათ, ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებულ შენობაში, რომელიც წყლის ბუშტის კონცეფციითაა შექმნილი, გარდა საპარლამენტო მუშაობისთვის აუცილებელი ატრიბუტებისა, რელაქსაციის ყველა საშუალებაც იქნება, რა თქმა უნდა, იმ მიზნით, რომ ჩვენმა კანონმდებლებმა სრულად შეძლონ თავიანთი როგორც საკანონმდებლო, ისე არასაკანონმდებლო პოტენციალის რეალიზება).

მეორე მხრივ, ოპონენტები (ოღონდ ეს რკინიგზის იდეის გახმოვანებამდე იყო) ხელისუფლებას უკიჟინებდნენ, ქუთაისსა და თბილისს შორის აღმასრულებელი (ამ ჩვენი მთავრობისთვისაც ხომ შენდება ახალი და ლამაზ-ლამაზი შენობა) და საკანონმდებლო ხელისუფლების დაქსაქსვის მიზანი საპროტესტო მუხტის გაქრობა და თბილისის თამაშგარედ დატოვებააო. შესაბამისად, იგულისხმებოდა, რომ, სახელისუფლო გათვლებით, ქუთაისში ხელისუფლების ორივე შტო მშვიდად შეძლებდა ზემოხსენებული პოტენციალების რეალიზებას. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ თბილისიდან ქუთაისში მოსახვედრად სულ რაღაც ერთი საათიღა თუ იქნება საჭირო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ფრიად გაუმართლათ: ჩვენებური ოპოზიციონერები ჩქაროსნული მატარებლით ციმ-ციმ ჩავლენ ქუთაისში და, როცა მოესურვებათ, მაშინ დაუფრთხობენ ანგელოზებს ხალხის ბუშტის კონცეფციით შექმნილ შენობაში დავანებულ რჩეულებს.


скачать dle 11.3