კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოზიდულები

„თვალი მიჭირავს შენზედა, როგორც მიმინოს მწყერზედა“

მართალია, „ბოლივუდის“ დელეგაციამ ისე დატოვა საქართველო, რომ არც ჩვენს ეკონომიკის მინისტრს და არც მის კოლეგას კულტურის დარგში აღარ უთქვამთ, რა პირი უჩანს საქართველოს ხედების ინდურ კინოფილმებში მოხვედრას, მაგრამ, სამაგიეროდ, შევიტყვეთ, რომ ერთიოდ თვეში ჩვენს სამშობლოში სტუმრებს ახლა უკვე ყატარიდან ველით. ამ სტუმრობის მიზეზიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ოღონდ, ახლა უკვე ყატარში ვიზიტის შედეგია. ქ-ნი ქობალია ყატარიდან სულ ახლახან ჩამოვიდა და ვიზიტის შედეგები უკვე ქართულ მედიასაც გააცნო. კერძოდ, გავარკვიეთ, რომ ყატარელ ბიზნესმენთა ჯგუფი ადგილზე დააკვირდება საქართველოს საინვესტიციო გარემოს (ნუთუ ჩვენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს სიტყვაზე არ ენდნენ?!). თუმცა, ქ-ნ ქობალიას არ დაუმალავს, რომ „ყატარელი ბიზნესმენები ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ინვესტიციების ჩადებით“ დაინტერესებულან. მეტიც, მინისტრმა განგვიმარტა, რომ ყატარში სოფლის მეურნეობა ისე ჯეროვნად და მაღალ დონეზე განუვითარებიათ, რომ ყატარელ ბიზნესმენებს საკუთარი მიწები ევიწროებათ და თვალი საქართველოს მიწებისკენ დაუჭერიათ (პოეტურად ეს ასეც შეიძლება, ითქვას: „თვალი მიჭირავს შენზედა, როგორც მიმინოს მწყერზედა“).

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ბური ფერმერების მოწვევის მიზეზიც იგივეა (ბურებს ხომ ისეთ მაღალ დონეზე განუვითარებიათ სამხრეთაფრიკული სოფლის მეურნეობა, რომ მათი გამოცდილება ქართული სოფლის მეურნეობისთვის ჰაერივით აუცილებელია!), აშკარაა, „მიმინოების“ ნაკლებობას არ ვუჩივით, ერთი ისაა საკითხავი, ნეტავ, ამ ერთ „მწყერს“ როგორ გაგვინაწილებენ?!


скачать dle 11.3