კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პიონერულად გაჯგიმულები

ანუ „დამიპყარი…“

საქართველოს ნომერ პირველი დიპლომატი აშშ-შია. ჩვენ, მისი არადიპლომატიური სამწყსო, ბუნებრივია, მოვლენებს შორიდან ვადევნებთ თვალს, ცხადზე უცხადესია, ქართული ელმედიის მზრუნველი მეთვალყურეობითა და შეგონებებით. თუმცა, როგორც უნდა იყოს, ბ-ნი ვაშაძე ამტკიცებს, რომ მიმდინარე წელს ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოვლენებია მოსალოდნელი. ერთი ისაა, რომ არც „მოვლენებია“ დაკონკრეტებული და არც მათი „მნიშვნელოვნების“ კრიტერიუმები. სამაგიეროდ, ვიცით, რომ ბ-ნმა ვაშაძემ ქ-ნ ქლინთონთან შეხვედრაზე ავღანეთში თანამშრომლობის საკითხი განიხილა (მეორე მხრივ, რას არ განიხილავდა ამ საკითხს ქ-ნი ქლინთონი, საქართველოს გარდა დედამიწის ზურგზე ქვეყანა არ არის, იხვეწებოდეს, გამაზრდევინეთ ავღანეთში გასაგზავნი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობაო).

ბ-ნ ვაშაძეს უყურადღებოდ არც საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსების თემა დაუტოვებია. პირველმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საქართველო იმთავითვეც იყო და ახლაც მზადაა (პიონერივით, რა!) ამ სისტემების საკუთარ ტერიტორიაზე განსათავსებლად. მეტიც, ბ-ნ ობამას ამ თხოვნით აშშ-ელმა სენატორებმაც მიმართეს, თუმცა, თეთრ სახლს არც ერთ ამ შეთავაზებაზე ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი არ გაუცია (ხოლო, თუ გავიხსენებთ, ობამას მედვედევი თვალში რომ ჩაუვარდეს, ხელს არ ამოისვამს, პასუხი, შესაძლოა, დიდხანს არც იყოს).

ასეა თუ ისე, ჩვენი ნომერ პირველი დიპლომატი აცხადებს, რომ საქართველო აშშ-სთან ყველანაირი თანამშრომლობის მომხრეა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავად აშშ მხოლოდ გარკვეული მიმართულებებით გეგმავს კონტაქტს (ბუნებრივია, მხოლოდ საკუთარი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით), გამოდის, რომ კარგა ხანს დავრჩებით პიონერულად გაჯგიმულები.


скачать dle 11.3