კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი“

ბოლოთი გაკვირვებულები

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს: „Human Rights Watch”-სა და „Amnesty International”-ს წერილით მიმართა. ამ წერილის დაწერა მათ დაღესტანში მუჰამედ გამზათოვის ახლახან გარდაცვალებამ აფიქრებინა. ეს უკანასკნელი 2010 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტს ეწვია და დიდოელი ხალხის სახელით დახმარება ითხოვა. მისი ეს თხოვნა საქართველოს პარლამენტმა გულისხმიერადაც მოისმინა, არც დახმარების გაწევის თანხმობა დაამადლა და, ბუნებრივია, რფ-ს მიერ მცირე ხალხთა ჩაგვრის ფაქტადაც შერაცხა. წერილში ნათქვამია, რომ აწ უკვე გარდაცვლილი გამზათოვი თბილისიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ რფ-ის ხელისუფლების მხრიდან სისტემატურ ზეწოლას განიცდიდა. ხოლო, რაკი, ქართველ კანონმდებელთა მტკიცებით, ის არ უჩიოდა ჯანმრთელობას, სხეულზე კი მოწამვლის კვალი აღენიშნებოდა, ზემოხსენებული კომიტეტი უმორჩილესად სთხოვს ზემონახსენებსვე საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიაპყრონ ყურადღება ამ ტრაგიკულ შემთხვევას. ქართველ კანონმდებლებს არც შემდეგის აღნიშვნა დავიწყებიათ: „ასევე, გვსურს, ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა მოგახსენოთ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაწეული ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი მოღვაწეობისთვის ჩვენს რეგიონში და მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში.“ წერილს ხელს კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი წიკლაური აწერს. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ზემოხსენებული ორგანიზაციების იმ განცხადებებს, რომლებშიც საქართველოში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებია მოხმობილი, სახელისუფლო გუნდი, როგორც წესი, ურეაქციოდ ტოვებს (შიგადაშიგ კი ქედმაღლურად განმარტავს, რომ მრავალი ორგანიზაციაა და ყველას აზრს ვერც ყურადღებით მოეკიდებიან და ვერც გაითვალისწინებენ).

შესაბამისად, ზემომოხმობილი წერილი, იმის გარდა, რომ მამადავიწყებულობის ელფერი უდის, მეორე ხალხური შეგონების ასოციაციასაც იწვევს – ბოლო მაკვირვებსო (განსაკუთრებით, „მადლობა მოგახსენოთ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაწეული ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი მოღვაწეობისთვის“, მიმართულებით).


скачать dle 11.3