კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქვს თუ არა ფართო გამოყენება გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს და როგორ გავარჩიოთ ისინი ბუნებრივისგან



როგორც მეცნიერები გვარწმუნებენ, გენმოდიფიცირებული პროდუქტები გვაძლევს უნიკალურ შანსს მსოფლიო ვიხსნათ შიმშილისგან. მისი საშუალებით პლანეტა თავს დააღწევს ეკოლოგიურ და დემოგრაფიულ კატასტროფებს. მაგრამ, რელიგიურ ფაქტორებსაც თავი რომ დავანებოთ, ცალსახაა რომ ეს პროდუქტები ბუნებაში ეკოლოგიურ ბალანსს არღვევს და სავსებით შესაძლებელია, უარყოფითი გავლენა იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. კამათი იმის შესახებ, საჭიროა თუ არა გენმოდიფიცირებული პროდუქტები, შესაძლოა, უსასრულოდ გაგრძელდეს, ასეთი პროდუქტის წარმოება კი უწყვეტად და შეუზღუდავად მიმდინარეობს. ამ პრობლემატურ თემაზე გვესაუბრება ყანჩაველის სახელობის მცენარეთა დაცვის ინსტისუტის ლაბორატორიის მიკრობიოლოგი შორენა ხარაძე.



– რა არის გენმოდიფიცირებული პროდუქტი?

– გენმოდიფიცირებული პროდუქტი როგორც ტერმინი, გამოიყენება იმ ცხოველებისა და მცენარეების დასახასიათებლად, რომელთა გენური თვისებები შეცვალეს ლაბორატორიული მეთოდებით. ჩვეულებრივ, მსგავსი პროცედურა კეთდება კონკრეტული მიზნების მისაღწევად. ამ დრომდე ცნობილი ძირითადი მიზეზებია: ყინვაგამძლეობის გაზრდა და საკვები ღირებულებების გაუმჯობესება. ასეთივე ეფექტს მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის მთელი ისტორიის განმავლობაში აღწევდნენ სელექციის გზით, ანუ შემდგომი გამრავლებისათვის იტოვებდნენ მხოლოდ საუკეთესო ინდივიდებს. ეს მეთოდი მოითხოვდა მეტ დროს და ნაკლებად ეფექტური იყო, რადგან გენეტიკური ინფორმაციის მრავალფეროვნება, შეუძლებელს ხდიდა კონკრეტული ნიშან-თვისების მკაცრად შენარჩუნებას. ამ სირთულეების საპირისპიროდ, გენური ინჟინერიის საშუალებით, გენი შესაძლოა გადაანაცვლონ არა მხოლოდ ერთი მცენარიდან მეორეში, არამედ არამცენარეული ორგანიზმიდან – მცენარეულში. ამის ერთ-ერთი მაგალითია გენმოდიფიცირებული სიმინდის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სახეობა. ეს სიმინდი შეიცავს ბაქტერიის გენებს, რომლებიც პასუხისმგებელია პესტიციდების წარმოქმნაზე და ამგვარად იცავს თავს მწერებისაგან.

– რა არის გენმოდიფიცირებული პროდუქტების უპირატესობა?

– დედამიწის მოსახლეობამ მიაღწია 6 მილიარდს და გამრავლების ასეთი ტემპი თუ შენარჩუნდა, მომავალი 50 წლის განმავლობაში 2-ჯერ გაიზრდება. მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება სულ უფრო პრობლემატური ხდება და მსოფლიოს მრავალ კუთხეში შიმშილი მძვინვარებს. გენმოდიფიცირებული პროდუქტების საშუალებით ამ პრობლემის გადაჭრა რამდენიმე გზით შეიძლება. უპირველესად, გენმოდიფიცირებული ხილ-ბოსტნეული თავს იცავს მავნე მწერებისა და სარეველა ბალახისაგან, აქედან გამომდინარე, იმატებს ამ პროდუქტების მოსავლიანობა, თვითღირებულება კი იკლებს. არსებობს გენური ინჟინერიით გამოყვანილი მცენარეები, რომლებიც ადვილად უმკლავდებიან ვირუსებს, ბაქტერიებს და სოკოებს. ამ გზით მიღებული მცენარეები უძლებს ისეთ ყინვას, რაც ჩვეულებრივ გაანადგურებდა მოსავალს. ეს, თავის მხრივ, ზრდის აგროკულტურის ზონას. მესამე სამყაროს ქვეყნებში, სადაც ძირითადი საკვები პროდუქტი ბრინჯია, მოსახლეობის დიდ ნაწილს ვიტამინების ნაკლებობა აწუხებს. გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს ამ პრობლემის გადაჭრაც შეუძლია. ძირითადი პრობლემა A ვიტამინის ნაკლებობაა. ამისთვის შვეიცარიელმა მეცნიერებმა შექმნეს ბრინჯის ახალი ჯიში, რომელიც დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს (A ვიტამინს) და რკინას შეიცავს. თუმცა, აღნიშნულმა შვეიცარიულმა კომპანიამ ვერ მოიპოვა მესამე სამყაროს ქვეყნებში ამ მცენარის თესლის გავრცელების უფლება, რისი მიზეზიც ევროპაში გენური ინჟინერიის საწინააღმდეგო მოძრაობები იყო. ისე კი, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, თუ საზოგადოებას პოზიციის დაფიქსირება უნდოდა, მსგავსი მოძრაობები ბევრად უფრო ადრე უნდა ჩამოყალიბებულიყო, რადგან 2000 წლისთვის უკვე 13 ქვეყანა აწარმოებდა გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს. ეს პროდუქტები შეადგენენ საერთო წარმოების 68 პროცენტს. ასე რომ, ჩვენ უკვე დიდი ხანია მივირთმევთ გენმოდიფიცირებულ საკვებს.

– ამჟამად რა არის ამ მეთოდის შედარებით თანამედროვე მიზანი?

– საკმაოდ პერსპექტიული მიმართულებაა ფარმაცევტული გენმოდიფიცირებული პროდუქტების შექმნა. გამომგონებლები მუშაობენ პომიდორისა და კარტოფილის ახალ სახეობებზე, რომლებიც შეიცავს ვაქცინებსა და წამლებს მესამე სამყაროს ქვეყნებისათვის. თუ მოხერხდა ამ მიზნის განხორციელება, მრავალი ღარიბი ქვეყანა დაზოგავს დიდძალ თანხას, რომელიც ავადმყოფთა მკურნალობისათვის საჭირო პრეპარატებში უნდა გადახდილიყო. ამასთან, ასეთი საკვები პროდუქტი ბევრად უფრო გვიან ფუჭდება, ვიდრე ნატურალური საკვები. ამიტომ, მოესწრება მისი სრულად ათვისება. მაგალითისათვის გამოდგება ის ფაქტი, რომ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძლება გაიზარდოს გენმოდიფიცირებულ პომიდორზე, სუფთა ვაქცინით მკურნალობა კი მხოლოდ ცალკეულ პირებს შეუძლიათ, რადგან ვაქცინა ძალზე ძვირია, მკურნალობის კურსი კი საკმაოდ – ხანგრძლივი.

– რა არგუმენტების მოყვანა შეიძლება საიმისოდ, რომ აღნიშნულ სახარბიელო პერსპექტივებზე ითქვას უარი?

– ეკოლოგები, რელიგიური ორგანიზაციები, ზოგიერთი მეცნიერი და ბევრი ჩვენგანი ხშირად აკრიტიკებს გენური ინჟინერიით მიღებულ საკვებ პროდუქტებს. ამ კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ქვეყნების უმეტესობას არ გააჩნია მსგავსი პროდუქტების წარმოების დამარეგულირებელი კანონები. მომხმარებლებმა არ იციან, რას ყიდულობენ და როგორ აისახება ეს მათ ჯანმრთელობაზე. მრავალი განხილვის შემდეგ, ჩამოყალიბებულია გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოხმარებასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები. უპირველესად, ეს არის ეკოლოგიური პრობლემები. ჯერ არავინ იცის, როგორ აისახება ასეთი მცენარეების წარმოება გარემოზე – ფლორასა და ფაუნაზე. თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი უკვე მიუთითებს იმაზე, რომ გენმოდიფიცირებული სიმინდი ანადგურებს ყველა მწერს, მიუხედავად იმისა, მავნეა ის მოსავლისათვის თუ არა. ეს არღვევს ეკოლოგიურ ბალანსს. ამასთან მწერის ზოგიერთმა ჯიშმა უკვე გამოიმუშავა იმუნიტეტი გენმოდიფიცირებული მცენარეების პესტიციდების საწინააღმდეგოდ. გენმოდიფიცირებული მცენარეები შესაძლოა, შეჯვარდეს ჩვეულებრივ მცენარეებთან და ასეთ შემთხვევაში სარეველა უკვე აღარ რეაგირებს მის საწინააღმდეგო ჰერბიციდებზე. კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც უკავშირდება ასეთ პროდუქტებს არის ალერგია. ამერიკაში ბევრ ბავშვს აქვს ალერგიული რეაქციები გენმოდიფიცირებულ მიწის თხილზე. ამასთან ალერგია იმდენად მწვავეა, რომ უკვე აღწერილია სიკვდილის შემთხვევებიც. მეორე მაგალითია გენმოდიფიცირებული პომიდორი. არქტიკული თევზის გენები მეცნიერებმა გამოიყენეს პომიდვრის ყინვაგამძლეობისთვის. ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურადაა, თუმცა რელიგიურ ასპექტს რომ თავი დაანებოთ, ვისაც თევზზე ალერგია აქვს, ახლა პომიდორთანაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ჯერჯერობით უცნობია, ახალი გენმოდიფიცირებული პროდუქტები როგორ იმოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. მაგალითად, გენური ინჟინერიით მიღებული კარტოფილის გენი რეზისტენტულია კოლორადოს ხოჭოს მიმართ და ხასიათდება ლექტინების მაღალი შემცველობით, რაც მავნეა ძუძუმწოვრებისთვის, მათ შორის ადამიანისთვისაც.

– საკმაოდ ხშირად განიხილება თეორია, რომლის მიხედვითაც გენმოდიფიცირებულმა საკვებმა შესაძლებელია, სიმსივნის ჩამოყალიბება განაპირობოს, რა მიზეზით აღინიშნება მსგავსი ეფექტი?

– გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიღების ძირითადი მეთოდი უჯრედის დაცხრილვაა. უჯრედი იცხრილება მინიატურული სხეულებით, რომელზეც სასურველი გენეტიკური ინფორმაციაა განთავსებული, რის შედეგადაც წინასწარ განსაზღვრული გენი მოხვდება მცენარის დნმ-ზე. ამგვარად ჩამოყალიბებული კავშირი არ არის საკმარისად მყარი, ამიტომ არსებობის ნებისმიერ მონაკვეთზე შეიძლება, დაირღვეს. თუ ჩვენ საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხდა ამ ორ მონაკვეთს შორის არსებული ბმის გაწყვეტა, ავტომატურად ვიღებთ თავისუფალ გენეტიკურ ინფორმაციას, რომელიც უკვე შეიძლება ჩვენს საკუთარ უჯრედში ჩაენაცვლოს ნორმალურ გენს. ჩანაცვლების შემთხვევაში დაიწყება ინფორმაციის წაკითხვა და ორგანიზმისთვის უცხო უჯრედული მასების გაჩენა, რაც თავის მხრივ უკვე სიმსივნეა. ამიტომ თეორიულად შეუძლებელია იმის გამორიცხვა, რომ ამ ტიპის საკვები სიმსივნეს არ გამოიწვევს.

– რა მიიჩნევა პრობლემის გადაჭრის გზად?

– ზოგიერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოითხოვს კანონმდებლობის შემოღებას, რომელიც დაარეგულირებს ასეთი პროდუქტის წარმოების წესებს და სტანდარტებს. საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ფაქტები გენური ინჟინერიით მიღებული საკვები პროდუქტების მოყვანის, შემოწმებისა და გაყიდვის შესახებ. მთავარია, ადამიანმა იცოდეს, რას ყიდულობს და თავადვე გააკეთოს არჩევანი გენმოდიფიცირებულსა და ჩვეულებრივ საკვებს შორის.



ერეკლე ასპანიძე


скачать dle 11.3