მხოლოდ ფაქტები
* ჯგუფი თავდაპირველად 1965 წელს შეიქმნა და „სმაილი” ერქვა. 1967 წელს კი ჯგუფში ახალი სოლისტი ფარუხ ბალთსარა მივიდა. მან თავადაც შეიცვალა სახელი და ფრედი მერკური დაირქვა, ჯგუფს კი „ქუინი” უწოდა.
* შოტლანდიის ერთ-ერთ საგრაფოში ახალი წლის ღამეს ფერმერები გარეთ გამოდიან და ცას საფანტით ცხრილავენ, ასე „კლავენ” ისინი ძველ წელს.
* კაცობრიობის ისტორიაში 5 ცნობილი ვაშლი შევიდა: პარისის, ჰესპერიდის ოქროს ვაშლები, სამოთხის ვაშლი, ვილჰელმ ტელის ვაშლი და ნიუტონის ვაშლი.
* რომი 7 ბორცვზეა გაშენებული – პალატინის, კვირინალის, ესკვილის, ცელიის, ვიმინალის, ავენტინისა და კაპიტოლიუმის.
* ჩემბალო და კლავისინი ერთი და იგივე ინსტრუმენტია.
* სიტყვა ფარანი კუნძულ ფაროსიდან მომდინარეობს, რომელზედაც ცნობილი შუქურა იდგა.
* ფრესკა „საშინელი სამსჯავრო” რომ გადაერჩინა, მიქელანჯელოს მოწაფე – მხატვარი და სკულპტორი დანიელ და ვოლტერი იძულებული გახდა ზოგიერთი გმირისთვის ჩაეცმია.
* ფირუზს ჯერ კიდევ ძველეგვიპტელები იცნობდნენ. პლინიუსმა მას „ლამაზი ქვა” უწოდა. ამ ქვასთან მარხავდნენ ბელადებს ძველი აცტეკები. ევროპაში მოდაში მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებში იყო და „ტურქუაზ” ან „თიურქიზს” უწოდებდნენ.
* ასო A სემიტურ-ფინიკიური ნიშნისგან წარმოიშვა და თავდაპირველად, გამოიყენებოდა ბერძნულში არარსებული ნახევარხმოვანი ბგერის აღსანიშნავად. გამოისახებოდა ხარისთავის სახით. ყველაზე მრავალნაირი ფორმით ის კიუნმა ბერლინის ბიბლიოთეკის სადარბაზო კარზე გამოხატა.
* მიიჩნევა, რომ დალაილამა არასდროს კვდება. თუმცა, ხანდახან უკანონობით ნაწყენი, სუკხვატის სამოთხეში მიდის და დედამიწაზე 18 ასწლეულში მხოლოდ თოთხმეტჯერ მოდის.
* 1509 წელს ებრაელმა ანჩიასმა შეადგინა წიგნი, რომელშიც ცნობილი ებრაელებისა და მავრების ზოგადი სახით არაგონების, ოჯახების სამარცხვინო წარსულზეა მოთხრობილი. წიგნს ტყავის ყდის ფერის გამო „მწვანე წიგნი” დაარქვეს.
* მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლება ორ ციკლად მიმდინარეობდა. ერთს ერქვა „ტრივიემი”, მეორეს – „კვადრიუმი”. ერთად კი „შვიდი თავისუფალი ხელოვნება”.
* ნორმა ჯინს – მომავალში მერლინ მონროს პირველი ფოტო დევიდ კონოვერმა არმიის ჟურნალისთვის გადაუღო.
* ძველრომაელი მეომარი, რომელიც პირველი ავიდოდა ციხესიმაგრის კედელზე ჯილდოდ „ცისესიმაგრის გვირგვინს” იღებდა; მეომარი, რომელიც სხვის სიცოცხლეს გადაარჩენდა – „სამოქალაქო გვირგვინს”.
* ინგლისელი მწერლის ოსკარ უაილდის გვარი გერმანულად იკითხება, როგორც ვილდე.
* ბერძნული წარმოშობის სიტყვა ტრიადა (იგივე სამება) არა მარტო ქრისტიანობის ძირითადი ცნებაა, არამედ ინდური ფილოსოფიისაც. მას იყენებდნენ როგორც პლატონის მიმდევრები, ასევე ნეოპლატონელები – ფიხტე, შელენგი, ჰეგელი.
* ძველ დროში აღზრდის ერთ-ერთ საშუალებად მათრახის გატყლაშუნების ხმას იყენებდნენ.
* ნაიბი არაბულ ქვეყნებში რაიმე თანამდებობის პირის მოადგილეს ნიშნავს.
* იაპონური ცხვირსახოცები – ხანაგები ბრინჯის ქაღალდისგან მზადდებოდა და მათზე ზოგიერთები თავიანთ აზრებსა და ლექსებსაც კი წერდნენ.