ბრძნული აზრები
ჯებრინი: ყოველთვის ასე იყო: სიყვარულის სიღრმე განშორების დროს შეიცნობა.
ჟუბერი: გემოვნება სულის სინდისია.
მოცარტი: გენიალობა და ბოროტება ერთიმეორეს ვერ შეეწყობა.
შოუ: გმირობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ არ მისცე სიკვდილის შიშს შენი ცხოვრების მართვის საშუალება.
ტოლსტოი: ადამიანს იმიტომ აქვს გონება, რომ თავი დააღწიოს იმას, რაც აწუხებს.
პასკალი: გონების ქმედითობის უკიდურესი ზღვარი იმის აღიარებაა, რომ ურიცხვი რამ მისთვის მისაწვდომია; გონება სუსტია, თუ არ აღიარებს ამას.
ბალზაკი: ადამიანისთვის აუცილებელია ძლიერი გრძნობების განცდა, რათა მასში კეთილშობილური თვისებები გაღვივდეს, რომლებიც გააფართოებდა მისი ცხოვრების წრეს.
აბელიარი: ადამიანური გრძნობა უფრო ხშირად მაგალითებით აღიგზნება, ვიდრე სიტყვებით.
ბელინსკი: შიშველი გრძნობა არ არის პოეზია; გრძნობა იდეიდან უნდა იბადებოდეს და იდეას გამოხატავდეს. უაზრო გრძნობა ცხოველების საქმეა, ის ამცირებს ადამიანს.
სოლომონი: მრისხანე ადამიანი პირველი იწყებს დავას, ფეთქებადი ხასიათისა კი – ბევრს სცოდავს.
გოეთე: იმისთვის, რომ რაიმე ისწავლო, უნდა ასწავლიდე.
რუსო: დროის კარგი გამოყენება მას კიდევ უფრო ძვირფასს ხდის.
შექსპირი: დრო სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირად მიედინება.
დოსტოევსკი: რა უნდა ვქნა მე, როცა დანამდვილებით ვიცი, რომ ძირითად ადამიანურ კეთილ ქმედებებს უღრმესი ეგოიზმი უდევს საფუძვლად?! გიყვარდეს საკუთარი თავი – აი, ერთი წესი, რომელსაც მე ვაღიარებ; ცხოვრება კომერციული გარიგებაა.
გარდამერი: ბრძანებების შესრულება ტექსტის მთელი სიზუსტით და არა მისი შინაარსითა და არსით, ტიპური ეშმაკობაა.
ბეკონი: როცა საქმე გაქვს ადამიანებთან, რომლებიც გამუდმებით ეშმაკობენ, მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეს მათი მიზნები. ასეთებთან, რაც შეიძლება, ნაკლები და ის უნდა ილაპარაკო, რასაც ისინი არ ელოდებიან.
კარლეილი: ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვბედავთ, ეჭვის თვალით შევხედოთ ათასნაირ ცრურწმენას, როცა ყოვლად უმნიშვნელო წვრილმანებს ეხება საქმე.
თაგორი: არაზნეობრივი განზრახვა რომ განხორციელდეს, მან ზნეობრიობის იარაღთა არსენალიდან დიდი ნაწილი უნდა ისესხოს.
მამარდაშვილი: ვიმეორებ, რომ მე მზად ვარ, აქტიური მონაწილეობა მივიღო გამათავისუფლებელ მოძრაობაში, რადგან, მესმის, რომ, სანამ დამოუკიდებლობას ვერ მივაღწევთ, ვერ დავინახავთ რეალობას, ვერ გავიგებთ ჩვენს თავს.
არისტოტელე: სიტყვები, რომლებიც თვითონვე მოსწყდებიან ხოლმე ენას, ყოველთვის მართალი სიტყვებია. სიცრუესა და ფარისევლობას წინასწარ მომზადებული სიტყვები შეიცავს.
შოპენჰაუერი: ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც ქალის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია – გინეკოლოგია.
მოპასანი: თუ თქვენ გინდათ, შეირთოთ ჭკვიანი, ლამაზი და მდიდარი ცოლი, მაშინ თქვენ სამჯერ მოგიწევთ ცოლის მოყვანა.