კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლაით-რაციონის „შპარგალკა“

1) მთავარი პროდუქტია სალათის ფოთლები. „ოლივიე“ მოიცდის.

დაჭერით კიტრი, პომიდორი, მწვანე ხახვი, ყველანაირი მწვანილი, გახეხეთ უმი სტაფილო, წვრილად დაჭერით კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლი (ან, ოდნავ მოწალული ყვავილოვანი კომბოსტო). ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, შეაზავეთ მარილით, მოასხით 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და მიირთვით 1 ჯერზე 250 გრამი.

2) უარი თქვით მზა წვენებზე, მით უფრო – ლიმონათებზე.

დღის განმავლობაში 1 ჩაის ჭიქა სტაფილოს წვენი, 1 ჩაის ჭიქა ვაშლის წვენი, 1 ჩაის ჭიქა გრეიპფრუტის ან ფორთოხლის წვენი და 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი საოცარ შედეგს მოგცემთ. ოღონდ, წვენები ერთმანეთში არ შეურიოთ.

3) დესერტად მიირთვით ნებისმიერი ხილი, ნებისმიერი რაოდენობით. შეგიძლიათ, ცოცხალი ხილისა და სხვადასხვა ჩირისგან სალათა მოამზადოთ და მთელი დღის განმავლობაში „ამარაგოთ“ ორგანიზმი ცოცხალი ვიტამინებით.

4) მოიმზადეთ გემრიელი, სასარგებლო და მარტივი ბუტერბროდი: უცხიმო ხაჭოში შეურიეთ წვრილად დაჭრილი პიტნა, ოდნავ მოაფრქვიეთ მარილი (ისე, უმარილო ჯობია), სქლად წაუსვით შავი პურის ნაჭერს და მიირთვით. შეგიძლიათ, ზემოდან მოაყაროთ ცოტაოდენი გახეხილი ბოლოკი და დაჭრილი მწვანე ხახვი (ან სხვა მწვანილი).

5) ძალიან სასარგებლო და, ამავე დროს, დიეტური კერძია ბროკოლისა და კარტოფილისგან მომზადებული წვნიანი (ბევრი მწვანილით, ცოტა ცხიმით), ან გოგრის სუპი.

6) ხორცის სუფლე ნამდვილი ნუგბარია მათთვის, ვინც შორს არის ვეგეტარიანელობისგან: კარგად მოხარშეთ უცხიმო ქათმის ან ხბოს ხორცი, დაჭერით წვრილად ან ოდნავ ათქვიფეთ ბლენდერში. ცოტაოდენ ნახარშ წვენში გახსენით 1 ჩაის კოვზი ჟელატინი, შეურიეთ მომზადებული ხორცი და მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი. მიღებული მასა ჩაასხით ჯამში ან სპეციალურ ფორმაში და შედგით მაცივარში. 2-3 საათის შემდეგ კი, შეგიძლიათ, მიირთვათ უგემრიელესი კერძი, რომელსაც პირობითად, შეიძლება, „სახელდახელო ლაბა“ („ხალადეცი“) ვუწოდოთ. გარნირად მოამზადეთ ბოსტნეულის სალათა, უცხიმო წიწიბურა ან ბრინჯი.

თუ ამ კერძებსა და პროდუქტებს თქვენი რაციონის მუდმივ შემადგენლობაში შეიტანთ, დარწმუნებული იყავით, რომ წონაში დაიკლებთ ჯანმრთელად, თანაც, ენერგიის დაკარგვის გარეშე.


скачать dle 11.3