კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: რომელი ძაღლები ცივდებიან უფრო ადვილად?

პასუხი: უფრო ადვილად ცივდებიან დიდი ჯიშის ძაღლის ლეკვები და ახალგაზრდა ძაღლები. მათ სუსტი სახსრები აქვთ, რაც შემდგომ ისეთი ქრონიკული დაავადების განვითარებას იწვევს, როგორიც არის ართრიტები. ასეთ შემთხვევაში ცხოველის მკურნალობა რთულდება. ამიტომ, არ უნდა გავასეირნოთ ძაღლი გარეთ ძალიან დაბალი ტემპერატურის პირობებში, ასევე, წვიმასა და თოვლ-ჭყაპში. პატარა ჯიშის ძაღლებიც რისკის ქვეშ არიან, რადგან ადვილად ცივდებიან და გათბობისთვის უფრო დიდი ენერგია სჭირდებათ. პატარა ჯიშის ძაღლებში გაცივებამ, შეიძლება, პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება გამოიწვიოს, რაც ცხოველებში რთულად იკურნება.

კითხვა: როგორც ამბობენ, არ არის რეკომენდებული ძაღლის ხშირად დართვა. რატომ?

პასუხი: ძაღლის ადრეული და ხშირი დართვა არ არის სასურველი, წელიწადში ერთზე მეტი შეჯვარება იწვევს შთამომავლობის ხარისხისა და სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებას, ასევე, უარყოფითად აისახება დედის ჯანმრთელობაზე. შეჯვარებამდე აუცილებელია, ძუს ჩაუტარდეს დეჰელმინთიზაცია, აცრები და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები.

კითხვა: ძალიან მომწონს დობერმანი და მსურს, შევიძინო ამ ჯიშის ლეკვი. მაინტერესებს, ძირითადად რაში გამოიყენება დობერმანის ჯიშის ძაღლი? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ძალიან გათვითცნობიერებული არ ვარ ამ საკითხში. კორპუსში ვცხოვრობ და ამ ჯიშის ძაღლისთვის თუ არის დასაშვები ასეთი პირობები?

პასუხი: დობერმანმა შეიძლება კომპანიონ მაშველად იმუშაოს, მათ შორის, ცხელ წერტილებსაც არ ერიდება. ის ძალიან დახვეწილი ჯიშის ძაღლია და ბევრი ღირსების მატარებელი. გაითვალისწინეთ, რომ მისი პატრონი ცოტა მოძრავი ადამიანი უნდა იყოს, რადგან ლეკვობაში დობერმანს ხშირი მოძრაობა სჭირდება, რადგან, კუნთები, რაც მას გენეტიკურად აქვს, უფრო განვითარდეს. კარგად ნავარჯიშები ძაღლი დიდხანს ცოცხლობს. როგორც ყველა გერმანული ჯიში, დობერმანიც პედანტურად მოითხოვს აცრების სიზუსტეს – ერთი-ორი დღით გადაცილებაც კი არ შეიძლება. მათ ყველაფერი თავის დროზე უნდათ: აცრებიც, საკვებიც და ასე შემდეგ. ამის შემდეგ კი თქვენ უკვე გარანტირებული ხართ, რომ თქვენი მეგობარი ჯანმრთელია და დიდხანს გეყოლებათ მწყობრში. კორპუსის ბინაში ცხოვრება პრობლემას არ შეგიქმნით არც თქვენ და არც მას, მთავარია, ხშირად ასეირნოთ გარეთ.


скачать dle 11.3