კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ გადააჩვია გიორგი მახარაშვილმა თაკო ლოლუა და რა „წიკი” აქვთ მოდელ გოგონებს

ჯეოსტარელ გიორგი მახარაშვილისა და მოდელ თაკო ლოლუას მეგობრობა რამდენიმე თვის წინ, ზაფხულში, შემთხვევით დაიწყო. მას შემდეგ ისინი სულ ერთად არიან და მათ შესახებ თბილისში ჭორაობენ – შეყვარებულები არიანო. თუმცა, რა ხდება ამ ორ ადამიანს შორის, ამის შესახებ თავად ინტერვიუდან გაიგებთ.

თაკო: 15 წლის ვარ, სკოლაში დავდივარ. პარალელურად, „იმიჯ-ცენტრის” მოდელი ვარ, ოღონდ ზაფხულიდან. ძალიან მინდა, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება, ადვოკატობა.

გიორგი: ერთ დღეს სიმაღლეში გაიზარდა, გალამაზდა და მოდელობაც გადაწყვიტა. ბავშვობის ფოტოები ვნახე, ისეთი მსუქანი, ნაკეცებიანი ფეხები ჰქონდა. ახლა ისეთი კარგია, ერთხელ ვნახე პოდიუმზე, მაშინვე გამოვარჩიე.

– როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– ფილმის ქასთინგზე. მოდელები იყვნენ მისულები, ჩემი მეგობარი ფოტოებს იღებდა და მე მის დასახმარებლად წავედი. ყველას რაღაცას ავალებდნენ, ვისაც უნდა ეცეკვა, იმას მე ვეცეკვებოდი. ბევრ მოდელთან ვიცეკვე, მაგრამ თაკო რომ მეცეკვა, ასე ჩემთან არავის უცეკვია. საერთოდ, ცეკვისგან შორს ვარ. თან, ცეკვის დროს გოგონას გაცნობა ხომ, ჩემი მხრიდან, წარმოუდგენელია. მაგრამ, მშვენივრად გამოგვივიდა, თან ჯეკსონზე ვიცეკვეთ ვალსი.

– როგორი პარტნიორი გამოდგა?

– იცი, როგორი პარტნიორი ვარ, ნამდვილი ხე.

თაკო: არა, კარგი პარტნიორი იყო, მშვენივრად ვიცეკვეთ.

გიორგი: მერე გოგონებს აივანზე ვუღებდი ფოტოებს. თაკოსაც გადავუღე და ისეთი სახით მიყურებდა, ვფიქრობდი, ნეტავ, ამ გოგოს რა დავუშავე-მეთქი. თურმე, ახალგაღვიძებული და ცუდ ხასიათზე იყო. ცოტა გამიღიმე-მეთქი და კი, გამიღიმა, მაგრამ ვაი, ამ გაღიმებას.

– თაკო, გიორგის, ალბათ, მანამდეც იცნობდი „ჯეოსტარიდან”?

თაკო: კი, სულ ვუყურებდი, მომწონდა, ძალიან დადებითი ადამიანი ჩანდა. ვგულშემატკივრობდი.

გიორგი: მოკლედ, თავს იკლავდი, სულ მესიჯებს მიგზავნიდი.

თაკო: რაც მთავარია, მომწონდი.

გიორგი: მერე „ფეისბუქზე” დავინახე თაკოს ფოტო და დავიმატე. ერთი თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემი მეზობელი ყოფილა – ორივე სოლოლაკელები ვართ, ახლა კი უკვე – ახლო მეგობრებიც.

თაკო: გიორგი ძალიან კეთილი, თბილია და ცოტა ეგოისტიცაა. უფრო თბილი, დადებითი აურა მოდის მისგან. ხანდახან ცუდ ხასიათზეა და ამ დროს ჯობია, არ დაელაპარაკო. ისედაც, ამ დროს, საერთოდ, არ გელაპარაკება და რაღაცნაირი სახით დადის. მეც ხან გამომდის და ხან – არა მისი ხასიათზე მოყვანა. ძირითადად ვუმღერი, თან სიმღერა არცთუ ისე კარგად გამომდის.

გიორგი: ბევრ სუფრაზე ვყოფილვართ ერთად, რომ ვმღერით, ესეც აგვყვება ხოლმე. კარგად გამოსდის, მაგრამ მარტო არ მღერის. მხოლოდ მაშინ აკეთებს ამას, როცა მე ვარ ცუდ ხასიათზე. ერთი სიმღერა დავამუღამე – „საით მიფრინავენ თოლიები, ნეტავ”, რომ ვმღერი, მაშინვე სიცილს იწყებს.

– თაკო როგორია?

– ბავშვურია და მგონი, ასეთიც უნდა იყოს. ძალიან კეთილი და საყვარელია. ქასთინგზე რაც გავიცანი, მას შემდეგ ძალიან შეიცვალა, უფრო მეტს იღიმება. უფრო თბილია. იცი, როგორ უხდება ჩითის კაბები, ვგიჟდები. თან, თუ მაღალქუსლებიან ფეხსაცმელზე დგას, მერე, ხომ საერთოდ, სასწაულია. ჩემსავით ეგოისტი არ არის, მაგრამ ეჭვიანია. ერთადერთი, რაზეც ნერვები მეშლება, ის არის, რომ რეპს უსმენს, თან რუსულად. კიდევ კარგი, ქართული სიმღერები მაინც მოსწონს.

თაკო: გიოს დამსახურებაა, შემაყვარა. თან გიტარაზე რომ უკრავს და მღერის, ძალიან მომწონს. უკვე ვიცი ამის რეპერტუარი.

გიორგი: ამიტომაც იცი ზეპირად – რა რის მერე იქნება. რამდენიმე დღის წინ, შემთხვევით აივანზე გამოვიდა, როგორც კი დავინახე, მაშინვე სიმღერა დავიწყე.

– თაკო, მოგწონს სერენადებს რომ გიმღერის?

თაკო: ყველა გოგონასთვის სასიამოვნოა, როდესაც სერენადებს უმღერიან. რატომაც არ უნდა მომწონდეს?!

გიორგი: დიდ ბიჭებთან ურთიერთობაში ისწავლება ბევრი კარგი რაღაცეები (გიორგი მხოლოდ 18 წლის არის – ავტორი).

თაკო: გიორგისთან ურთიერთობაში ბევრი რამ ვისწავლე, უფრო გავიზარდე, დავსერიოზულდი. გიორგი ისეთი ადამიანია, მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ადრე არ ვიყავი თბილი, ახლა უფრო თბილი ვარ. როდესაც ადამიანისგან მოდის ასეთი ემოციები, შენც უკვე მის მიმართ ანალოგიურად იქცევი.

გიორგი: მოდელებს ერთი ჩვევა აქვთ – გაშლილი ხელის სახეში შემორტყმა სიგიჟემდე „ევასებათ“. მოდელების „წიკია”, ან ეტყობა, სამოდელო სააგენტოებში ასწავლიან. თავიდან მანიკა ასათიანმა დაიწყო, მერე ნუკი ყარალაშვილი გავიცანი. ისიც დამინახავდა და მაშინვე შემომარტყამდა ხოლმე. თაკომაც, ერთხელ, რაღაც ვეხუმრე და ამანაც გაშლილი ხელი შემომარტყა სახეში, ვერ გადავაჩვიე.

თაკო: გამიღიმა და მითხრა, მანიკამაც ასე იცისო.

გიორგი: მივეჩვიე უკვე, „წიკი“ აქვთ ასეთი.

თაკო: იცი, რა არ მომწონს გიორგის?! უცებ შეიძლება, იმხელა ხმაზე იყვიროს, გული გაგიხეთქოს. შემაშინებს ხოლმე, მერე ორი დღე ყურებზე ხელაფარებული, დაყრუებული დავდივარ.

– საყვარელი ადგილები გაქვთ, სადაც ხშირად დადიხართ?

გიორგი: ძალიან ბევრი ადგილი გვიყვარს, თუმცა კლუბში გასართობად წასვლას, სახლში მეგობრებთან ერთად გართობა გვირჩევნია. ორივეს ძალიან გვიყვარს ლობიანი.

– როგორც მოდელს, არ უღებ ფოტოებს?

– როგორ არა, მაგრამ ერთი ასეთი ჩვევა მაქვს, ახლობელ ადამიანებს ხშირად ვერ ვუღებ ფოტოებს. ასე მგონია, ისეთი კარგი არ გამომდის, როგორც უცხოებისთვის გადაღებული.

თაკო: ზუსტად 2 კვირა უნდა ვეხვეწო, რომ გადამიღოს. მერე ერთ დღეს მოუნდება ფოტოს გადაღება და სწორედ მაშინ არ მცალია.

გიორგი: ჩემი მუზაა, ასეთი მუზა არასდროს მყოლია. თან, ისეთი მეგობრული გამოხედვა აქვს ფოტოებში. განსაკუთრებით მაშინ, გამოდის ძალიან ლამაზი, როდესაც ჩითის კაბა აცვია.

– თაკო ყველანაირად „ჯდება“ შენს გემოვნებაში?

– კი, ერთი, ეს შემორტყმა არ „მევასება“, დანარჩენი ყველაფერი მომწონს.

– თბილისში ხშირად ჭორაობენ. არც თქვენ ხართ გამონაკლისი, თან „ფეისბუქზეც” ერთად გადაღებული ძალიან ბევრი, საინტერესო ფოტო გიდევთ. რაც მთავარია, თქვენზეც ხშირად გამიგონია – ესენი შეყვარებულები არიანო.

– ძალიან ბევრს ჭორაობენ.

თაკო: მე მეუბნებიან ხოლმე – თქვენ შეყვარებულები ხართო. ბევრი რამ აინტერესებთ – როგორ გავიცანი გიორგი, რა ხდება თქვენს შორისო.

გიორგი: იმასაც ამბობენ, რომ ცოლი მოვიყვანე, თაფლობის თვე მქონდა.

თაკო: გიორგისნაირი შეყვარებული არ იქნება ცუდი, კარგი ბიჭია.

– ჩხუბობთ ხოლმე?

– ხანდახან ვჩხუბობთ. ძირითადად, ჩხუბის მიზეზი მე ვარ, თან ამას ყველაფერზე ნერვები ეშლება.

გიორგი: ხომ თქვა ვიზრდებიო. ჯერ ცოტათი გაიზარდა. პირველი შემთხვევაა, როდესაც პატარა გოგონასთან მაქვს ახლო ურთიერთობა, მეგობრობა. ვისთანაც ვმეგობრობ, ყველა დიდია. ამასაც გავზრდი, რა პრობლემაა.

– არ გიწევს წინააღმდეგობას?

– როგორ გითხრა, ცოტათი.

თაკო: გიტარაზე დაკვრას არ მასწავლის, აკორდებს არ მეუბნება.

გიორგი: ამას წინათ „თოლიების” დაკვრას ვასწავლიდი და ყელში ამომიყვანა – ამის მერე, ის არის, ეს არის... მეორედაც დაუკრა – ისევ ეს მკითხა. ნერვები მეშლება.

თაკო: გიორგიმაც იცის გაბუტყვა და მეც, მაგრამ ახერხებს ჩემს შემორიგებას, თან ძალიან მალე.

გიორგი: დაახლოებით, 28 წამში ვახერხებ ამას.

– რჩევებსაც აძლევ?

თაკო: ძალიან საინტერესო რჩევებს მაძლევს და სხვათა შორის, ყოველთვის ვითვალისწინებ.


скачать dle 11.3