კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მუშაობს თიკა ჯამბურია ქმრის გამოსასწორებლად და რა აპატია მან მეუღლეს

თიკა ჯამბურია მალე დედა გახდება. მისი პატარა, სულ რაღაც, ორ თვეში დაიბადება. მანამდე მასაც და მის ქმარსაც, ალბათ, ბევრი რაღაცის გააზრება მოუწევთ, რომ მეტი პასუხისმგებლობით და მობილიზებით შეხვდნენ ცხოვრების ახალ ეტაპს. შევეცადეთ, ახალდაქორწინებულები უფროსების თვალით დაგვენახვებინა. ჩვენი სტუმრები არიან რძალ-დედამთილი, თიკა ჯამბურია და ხათუნა ხოფერია.

ხათუნა: პირველად თიკა ეკრანზე რომ ვნახე, ცხრა წლის იყო. კარგად მღეროდა, თან იმ პერიოდისთვის ძალიან გემოვნებით ჩაცმული იყო. ვიკითხე, ნეტავ, ვინ არის ეს ბავშვი-მეთქი. ჩემი და მამამისის საერთო მეგობარმა მითხრა, გუჯა ჯამბურიას გოგოაო. ერთ დღესაც ბექამ გაბრწყინებული თვალებით მითხრა: დე, რაღაც უნდა გითხრა, გაგიხარდება, თიკა ჯამბურია მიყვარსო. ძალიან კარგი-მეთქი. მერე აკითხავდა თიკას. პატარა იყო ასაკით – თოთხმეტი წლის. ამიტომ, სულ საქმის კურსში ვიყავი – სად მიდიოდა, საიდან მოდიოდა. არაფერს მიმალავდა. მეუბნებოდა, თიკას უნდა მივაკითხო სკოლაშიო. ერთი ასეთი მიკითხვა ბექას თავის გატეხით დამთავრდა. ოთხი წლის განმავლობაში თიკა მოდიოდა ჩვენთან სახლში, ძალიან დავახლოვდით – ისე, რომ ბექა რამეს რომ აწყენინებდა, მე მირეკავდა.

თიკა: მე მართლა არ მახსოვს, როგორ გაგიცანით. მახსოვს, დედათქვენი, მედიკო ბებია როგორ გავიცანი. ბექას რომ თავი გაუტეხეს, გადავწყვიტე, მომენახულებინა და ჩემს ორ მეგობართან ერთად ავედი წყნეთში. იქ გავიცანი ბექას ბებია, რომელმაც ძალიან თბილად მიგვიღო, გაგვიმასპინძლდა. ღვინო დაგვალევინა. თვითონაც დალია ჩვენთან ერთად. ძალიან მიყვარს, არაჩვეულებრივი ქალია. ხათუნაზე კი, ზოგადად ვიცოდი რაღაცეები. მაგალითად, ის, რომ პარლამენტარი იყო. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო და გამიხარდა, რომ ჩემი დედამთილი გახდა.

ხათუნა: ბიჭების დედებს ვურჩევ, ყოველთვის რძლების მხარე დაიჭირონ, თუ უნდათ, რომ მათ შვილებს ოჯახი ჰქონდეთ.

– თქვენს შვილს არ ურჩიეთ, რომ ჯერ ნაადრევი იყო მისთვის ცოლის შერთვა... ასე, პირდაპირ ხელგაშლილი შეხვდით მის გადაწყვეტილებას?

– ჩემმა უფროსმა შვილმაც ჩვიდმეტი წლის ასაკში მოიყვანა ცოლი, უკვე ორი შვილი ჰყავს. თვითონაც ადრე გავთხოვდი – თიკას ასაკში. ყველაფერი მოვასწარი – შვილები, შვილიშვილები. ასე რომ, ჯან-ღონით სავსემ და მხიარულად გავიარე ეს ეტაპი. მთავარია, რომ საფუძველი მყარი გრძნობა იყოს.

– რძლებს რჩევის მიცემა არ უყვართ. არ გიფიქრიათ იმაზე, რაღაც რომ უთხრათ, როგორ გიპასუხებთ?

– ახალგაზრდების ურთიერთობა სხვანაირია. თუ კამათობენ, ვერაფრით დაეხმარები და ვერ ჩაერევი. შეიძლება, ზედმეტი აქტიურობა თუ პასიურობა, ცუდად დამთავრდეს. ისეთ ასაკში არიან, პირდაპირ არ იღებენ რჩევას. ამიტომ, ფორმებია მოსაძებნი. რომ ხედავ, რაღაც შეცდომას უშვებენ, იქ უნდა დაფიქრდე – რა ფორმით უთხრა, რომ არ გაღიზიანდნენ, არ ეწყინოთ. ჩემი დედამთილი რუსი იყო. ერთად ვცხოვრობდით. ის იყო ადამიანი, რომელიც საკმაო თავისუფლებას გვაძლევდა და არ ერეოდა ჩვენს ურთიერთობაში. ჩუმად, მოკრძალებით მკითხავდა – რამეში ხომ არ გჭირდება ჩემი დახმარებაო. ამიტომ, საკმაოდ დიდხანს ვიყავით მე და ჩემი მეუღლე ერთად. კარგი დედამთილი მყავდა და ვცდილობ მას მივბაძო. ეს იყო ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება მუშაობდა, იყო განყოფილების მთვარი ექიმი, თავისი პირადი ცხოვრებაც ჰქონდა და, სახლშიც სულ რაღაცას აკეთებდა: ქსოვდა, ქარგავდა, გემრიელ საჭმელებს ამზადებდა და ზედმეტს არ გვახვევდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოში აღარ ცხოვრობს და მეც რამდენიმე წელია, ქმართან გაყრილი ვარ, მაინც ძალიან მიყვარს და მენატრება. ოღონდ ამას უბრალოდ არ ვამბობ. არასდროს მერევა ერთმანეთში გრძნობები – მონატრება და შეცოდება.

– თიკას ამ მდგომარეობაში მუშაობას როგორ უყურებთ?

– ჩემი შვილები მიჩვეულები არიან, რომ ქალი უნდა მუშაობდეს, ჰქონდეს თავის საქმე. რომ პირადად მე, ყოველთვის აქტიურად ვცხოვრობდი. რომ ვიტყოდი, მივდივარ, ამ დროს პარლამენტში უნდა ვიყო-მეთქი, პრეტენზია არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, რაღაც მნივშნელოვანიც კი გადამედო ბავშვებისთვის. თიკასაც აქვს ასეთი სიტუაციები, თუნდაც ახალ წელს კონცერტების დროს. შეიძლება, ახალ წლის ან რაღაც დღესასწაულებზე ვერ იყოს ოჯახურ სუფრასთან. ბექამ იცის, რომ ასეა საჭირო. თუ ამან აკრძალვები დაიწყო, ვიფიქრებ, რომ სადღაც შეცდომა დავუშვი, კარგად ვერ გამიზრდია.

ჩემს შვილებთან ის ურთიერთობაც მაქვს, რომ შემიძლია, მათთან ერთად კარტი ვითამაშო, მერე მაგიდის ქვეშაც გამაძვრინონ. კარგი აზრი მომივიდა – დედამთილის სახელმძღვანელო უნდა გამოვცე, ქრესტომათია. ამ ხნის განმავლობაში, როგორც ექსპერტი-დედამთილი ჩამოვყალიბდი. ეს ხუმრობით. არ ვიცი, შეიძლება, ბევრ შეცდომასაც ვუშვებ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ და მინდა, რომ კარგი ოჯახები ჰქონდეთ. ორივე რძალი მიყვარს – მანჩოც და თიკაც. ჩემი დედამთილი ცოტა ფხუკიანი იყო, ადვილად ბრაზდებოდა რაღაცეებზე, განსაკუთრებით, თუ ჭურჭელი გამიტყდებოდა. ტრაგიზმამდე მიდიოდა, ტირილს იწყებდა. რა არის, ხათუნა, ყველაფერი ხელიდან გივარდებაო. წავიდოდა და თავის ოთახში ჩაიკეტებოდა. ვაცდიდი ერთ საათს, საათ-ნახევარს და მერე კარზე მივუკაკუნებდი – დედა, წამოდი, ყავა დავლიოთ. ყავა თუ არ გინდათ, მაშინ, ჩაი დავლიოთ-მეთქი. თვითონაც ასე იქცეოდა. დროულად უნდა გაეცალო და არ უნდა ედავო. ესენი ხომ ჯერ ისევ ბავშვები არიან, ეძებენ თავიანთ ხასიათს, მიდგომებს. ესენი ხომ ჯერ ცხოვრებას არ დაუსჯია. ურთიერთობის მთავარი საფუძველი პატივისცემაა, მერე მოდის ამაგი, შეცოდების გრძნობა. ეს ყველაფერი ნელ-ნელა სიყვარულს ანაცვლებს. ცოტა ხანში, შვილი ეყოლებათ და საერთო საზრუნავი ექნებათ. თიკას ძალიან უყვარს ჩემი შვილი და ჩემი მოვალეობაა, თიკას ეს დავუფასო. ამის მეტი რა უნდა მინდოდეს. რომ ვხედავ, უყვარს და ბევრ რამეს უთმენს, პატიობს, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი პატივისცემაა.

– ბექას რას პატიობ ხოლმე?

თიკა: იდეალური არავინაა. არის რაღაცეები, რაც არ მომწონს. ბექას უმეტეს მეგობარს ჯერ ცოლი არ ჰყავს და არ დასერიოზულებულან. ბექასაც აკლია სერიოზულობა და ვთხოვ ხოლმე, რომ დროა, პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე აიღოს.

– რძლების იმედი გაქვთ?

ხათუნა: უპირველესად, ჩემი შვილების იმედი მაქვს. ოპერაცია გამიკეთებია და რეზიკოსთვის მითხოვია, შენ დამადექი თავზე-მეთქი. ვიცი, საავადმყოფოში რომ მოვხვდე, რეზიკო, როგორც ქალიშვილი, ისე მომხედავს. მას ამის კულტურა აქვს. ბაბუამისი იწვა საავადმყოფოში და ღამეებს უთევდა. მაშინ მეათე კლასში იყო. ესენიც მომხედავენ. რომ მოვკვდები, აბა, ერთი ხმით არ დამიტირონ?! მეგრული წესის მიხედვით, რძლებმა ხმით უნდა დამიტირონ... ჩემთვის რძლის სტატუსი ერთი ათად ითვლება მაშინ, როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება. იმ დღეს, როცა თიკა გახდება ჩემი შვილიშვილის დედა, ის ჩემთვის ერთი ათად ამაღლდება. თიკას სიყვარულის გარეშე მე იმ ბავშვს სრულფასოვნად არ ვეყვარები. თიკას ხომ ჯერ ის კარგა ხანს ჭიპლარით ეყოლება მიბმული. მთელი ემოციური დატვირთვა და გრძნობები თიკაზეა, ამიტომ, განსაკუთრებით უნდა მოვეფერო მას, რომ ჩემი შვილიშვილისგან ის სიყვარული მივიღო, რისთვისაც ამ ქვეყანაზე ვარ მოსული.

– დედამთილები რძლების ყველა მოქმედებას, თვისებას აკვირდებიან – რა იცის, რა არა. არც ერთი ნიუანსი არ გამორჩებათ. როგორია თქვენი თვალით დანახული თიკა სამზარეულოში?

– ცოტა ხანს ვიყავით ერთად, რამდენიმე თვე. თიკა ამზადებდა საჭმელს, მე მოვდიოდი სამსახურიდან და მშვენივრად გეახლებოდით. ერთ დღეს დამახვედრა სალათა. უკვე ორსულად იყო. დავჯექი და მივირთმევ, ვგძრნობ, რომ კარტოფილი არ არის მოხარშული, ვერ დავღეჭე და გვერდზე გადავაწყვე. ძალიან მოკრძალებით ვუთხარი: თიკუნა, მგონი, კარტოფილი არ არის მოხარშული-მეთქი. ვიცი, ვიცი, ძალიან მშიოდა და ვერ დაველოდებოდიო...

– თიკა, როგორ შეეგუე ახალ ოჯახს? ფაქტობრივად, შენს სახლში ყველაფერი შენი გასაკეთებელია.

ხათუნა: ის მოყევი, ცალკე რომ ცხოვრობდი და რიგ-რიგობით რომ რეკავდით. ბექა დამირეკავდა – დე, მე დავალაგე სახლი, თიკა არ ალაგებსო. მერე თიკა დამირეკავდა – ხათუნა დეიდა, ეს „დავაპილასოსე“, ის „დავაპილასოსე“ და ბექა ვერაფერს ხედავსო. კიდევ დამირეკავდა ბექა – სულ არ არის სახლში, მთელი დღეები ინსტიტუტშია, მაგან რა უნდა გააკეთოსო. მივიდოდი, დავხედავდი, ყველაფერი წესრიგშია. დალაგებულია. კარადას რომ გამოაღებდი, ტანსაცმელი როგორი დალაგებული იყო, არ იცით? სულ გატკიცინებული, ფერების მიხედვით ეწყო. ქალის ბუნება ზოგადად ხომ კარადიდან ჩანს? ის კი არ არის საქმე, ზემოდან რა დევს და მტვერი თუ არის გადაწმენდილი. დახურული კარადის უკან რა ხდება, ეს არის მთავარი. აქედან და ჭურჭლის ნიჟარიდან იწყება ყველაფერი – ჭურჭელი დარეცხილია თუ დაურეცხავი. ამით უნდა მიხვდე მის ქალობას, თორემ მაგიდას ყველა წმენდს. მე არ მაქვს, გენაცვალე, პრეტენზია. ჩემს რძალს სახლში ყველაფერი წესრიგში აქვს. უჩხიკინებენ, რაღაცას ეძებენ.

თიკა: მაშინ პირველ კურსზე ვიყავი და დილით ათ საათზე რომ გავდიოდი სახლიდან, ფაქტობრივად, საღამოს ათამდე არ შემოვდიოდი. ამაზე იყო მთელი ჩვენი პრობლემა – ყველაფერს მე ვაკეთებ და ეს არაფერსო. ყოველ შემთხვევაში, მშიერი არასოდეს დამიტოვებია. როცა დედასთან ვცხოვრობდი, ყველაფერს დედა მიკეთებდა და მე რაღა უნდა გამეკეთებინა.


скачать dle 11.3