კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სთხოვდნენ აივანთან “რეპეტეს„ ამიკოს მეგობრის სასიდედრო და სასიმამრო და როგორ “გააბევრა„ ერთმა ღერმა სიგარეტმა მის გარშემო რუსის “ნაშები„

„კომედი შოუს” ყველაზე გამორჩეული, მოქნილი, ცქვიტი და ნიჭიერი მსახიობი ამიკო ჩოხარაძე ძალიან მხიარული და ენაწყლიანი რესპონდენტია. მის გვერდით კაცი არც მოიწყენს და დროსაც სასიამოვნოდ და სიცილ-კისკისში გაატარებს. რაც „რუსთავი 2-ის” ეკრანზე გამოჩნდა, ამიკომ, იმ დღიდან მიიქცია მაყურებლის ყურადღება და თავისი მრავალმხრივი ნიჭით მოხიბლა ყველა. როგორც თავად ამბობს, კვირაში, სულ მცირე, სამ-ოთხჯერ მაინც ხვდება სასაცილო თუ გამოუვალ სიტუაციაში, იქიდან თავის დასაძვრენად კი, იუმორი და ბევრი საუბარი შველის.

ამიკო ჩოხარაძე: სასაცილო თუ გამოუვალ სიტუაციებში ხშირად ვხვდები, მაგრამ, თავის დაძვრენა ნამდვილად არ მიჭირს. ამ დროს იუმორი, „დასტოინი” საუბარი და დამაჯერებელი ტონი უნდა გამოიყენო და – მორჩა, პრობლემა გადაჭრილია.

– წარმოშობით ბათუმიდან ხარ. ალბათ ბევრი საინტერესო და სახალისო ამბავი გაკავშირებს ამ ქალაქთან.

– რასაკვირველია, ბათუმთან მთელი ბავშვობა მაკავშირებს და, შესაბამისად, ბევრი საინტერესო და სახალისო ისტორიაც მაქვს გასახსენებელი. ახლაც, რომ ჩავდივარ, ისეთი სიყვარულით მხვდებიან, ვერ გადმოგცემთ. არადა, ზოგი ამბობს, ამიკო იმდენს ხუმრობს აჭარლებზე, არ ჩაესვლება ბათუმშიო. ნურას უკაცრავად! ჯერ ერთი, მე ცუდად არავის მოვიხსენიებ, მეორეც, რომ მიყვარს აჭარლები და სიყვარულით ვცინებ მათ, ეს, მგონი, ერთი შეხედვითაც ჩანს. ისე, ყველასთვის ერთნაირად მოსაწონი და მისაღები ხომ ვერ ვიქნები?! მე ჩემსას „ვაწვები” და, იმედია, გამგები გამიგებს. სხვათა შორის, ბევრი სასაცილო ამბავიც გავიგე ჩემზე: თურმე, გაურკვეველი ორიენტაციის ვარ, ნარკომანიც და სასაცილო პაპიროსებსაც ვეწევი (იცინის), მაგრამ ეს ნამდვილად ჭორია. სიგარეტს ვეწევი და ნეტავ ესეც გადამაგდებინა, თორემ, მწვანე ბალახის მომწევი და წამლის „გამჩხერი” ვარ მე?! მეგობრები დამცინიან, ჯანმრთელი გინდა მოკვდე ბებიაშენივითო?! მე კიდევ, ვპასუხობ: რატომაც არა, ჩემი დიდი ბებია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა და ამდენ ხანს თუ ვიცოცხლე, რა, უარს ვიტყვი-მეთქი?

– ამდენ ხანს რომ იცოცხლო, არც სიგარეტი უნდა მოწიო, არც უნდა დალიო და არც აქეთ-იქეთ გაიხედ-გამოიხედო. ამას შეასრულებ?

– იცით, რას გეტყვით? მე არ ვსვამ, აქეთ- იქეთ ყურებასაც შევეშვი და რაც შეეხება მოწევას, ბებიაჩემი სამოცი წელიწადი ეწეოდა, მაგრამ, ვერ „გაქაჩა” 85 წელი?! ისე აბოლებდა, როგორც ასტრახანის „პარაოზი”, მაგრამ, სულ სხვა მიზეზით გარდაიცვალა საწყალი, ღმერთმა აცხონოს მისი სული. ახლა გამახსენდა ჩემი პირველი ღერი სიგარეტი: 10 წლის ვიყავი და ბათუმში ჩამოვიდნენ დასასვენებლად რუსი გოგონები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენი ოჯახი რუსეთში ცხოვრობდა და, ჩემი ძმაკაცებისგან განსხვავებით რუსულად კარგად ვლაპარაკობდი. დავსხდებოდით ხოლმე სანაპიროზე და დაშტერებულები ვუყურებდით, როგორ ცურავდნენ ზღვაში. მოკლედ, იმ გოგონებს დავუახლოვდით. ერთ დღესაც, ვსხედვართ, ვსაუბრობთ და არ გააძრეს სიგარეტი და გააბოლეს?! ვჭყიტეთ ბიჭებმა თვალები (იცინის). ჩვენ ისეთი პატარები ვიყავით, ვინ მოგვაწევინებდა. ერთმა გოგონამ მომაწოდა სიგარეტი, – აჰა, მოწიეო. შემრცხვა უარის თქმა და ერთი ღერი სულმოუთქმელად „ჩავკალი”. მტრისას, მე მაშინ დამემართა (იცინის). კინაღამ გადავყევი იმ ერთ ღერ პაპიროსს. ვერც ავდექი, ვერც დავჯექი, ხალხი გაორდა, ის გოგონები კი წუთში ისე გამრავლდნენ, ვიფიქრე, იფ, იფ, რამდენი ლამაზი ქალია-მეთქი (იცინის). ვეღარც რუსული გავიგე და ვეღარც ქართულად ამოვიღე ხმა, გაშტერებული ვიჯექი მთელი სამი საათი გაუნძრევლად, ის რუსი გოგონები კი ჩემზე „კაიფობდნენ”. სხვათა შორის, ბევრი სასაცილო გასახსენებელი მაქვს. მაგალითად, კარი ხშირად გვეკეტებოდა და აივნზე მიწევდა ხოლმე ძრომიალი, მეოთხე სართულზე. თქვენ ის უნდა გენახათ, აივანზე რომ გადავძვრებოდი და კარი ჩაკეტილი მხვდებოდა. ისე, მეზობლები შეჩვეულები იყვნენ, აღარ უკვირდათ, თუ დამინახავდნენ როგორ მივძვრებოდი აივნიდან აივანზე და მივფორთხავდი კედელზე. მერე შაყირობდნენ, ამიკო სახლში კარიდან კი არა ფანჯრიდან შედისო (იცინის).

– წარმომიდგენია, რა კარგად ცურავ, თან, პროფესიით მეზღვაური ხარ. დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის შენ გვერდით დასვენება და ზღვაში ბანაობა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ნამდვილად სახარბიელოა. ხომ მეთანხმები?

– კარგად რომ ვცურავ და ჩემ გვერდით ცურვა რომ უსაფრთხოა, ამაში ნამდვილად გეთანხმებით, მაგრამ, იმასაც ხომ გააჩნია, ვისთვის დავსველდები (იცინის). საზღვაო აკადემია მაქვს დამთავრებული და, თუ სანაპიროზე ვზივარ და ვინმე იხრჩობა, თავქვეშ ხომ ვერ ამოვიდებ ხელებს და გავაგრძელებ მშვიდად „დაზაგვრვას”? (იცინის). ამ დროს ლომივით უნდა გადავხტე წყალში და ვუშველო გაჭირვებულ ადამიანს. ამაზე უარს როგორ ვეტყვი ვინმეს?

– ისე, შენმა მეგობრებმა მიამბეს, ამიკომ სანაპიროზე ერთ გოგოს „შტუკა” გაუკეთა, კარგა ხანს არ დაავიწყდება მისი თავიო. თუ საიდუმლო არ არის, რა ამბავს გულისხმობდნენ?

– (იცინის) ეს მართლაც სასაცილო ისტორიაა და, თან, ზოგ-ზოგიერთისთვის ჭკუის სასწავლებელი. ერთი სიტყვით, სანაპიროზე ვართ ბიჭები და იქვე ზის „პრონწკი” და „ფეშენ” გოგო, მაგრამ, ისე იტყლარჭება და ისე გამომწვევად იქცევა, რა გითხრათ. აიღებს კრემს, ნაზად, აუჩქარებლად დაისხამს ხელისგულზე და ისე გამომწვევად ისვამს ტანზე, გადაირივნენ ბიჭები (იცინის). ამეშალა ნერვები, მაგრამ, რა გინდა, უთხრა? გავიხედე, წამოიზლაზნა, შევიდა მუხლებამდე ზღვაში და წყალს ისხამს ტანზე, თან სახით სანაპიროსკენაა და აკონტროლებს ცალი თვალით, აბა, ვინ აქცევს ყურადღებას. გავიხედე და მოდის ტალღა, მაგრამ რა ტალღა... მოდის და მოაქვს... წამოვჯექი, მივხვდი კარგი სანახაობა მელოდა. ის გოგო ამ ტალღას ვერ ხედავდა და ისე მიუახლოვდებოდა, ვერ გამოასწრებდა და კარგადაც ამოაყირავებდა წყალში. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი (იცინის) – დაარტყა ტალღამ უკნიდან და კარგა ხანს აბზრიალა. „მაგარი გამისწორდა“, მაგრამ, მთავარი თურმე წინ მელოდა.

– ამის მეტი რაღა უნდა დამართნოდა, რაღა სანახაობას ელოდი?

– რას და, ტალღამ რომ დაიწია უკან და წამოდგა ეს ნახოხიალები „ფეშენ-გოგო” ფეხზე, ლიფი საჭირო ადგილას კი არ ეკეთა, მუცელზე ჰქონდა შემოხვეული, მთელი პლაჟის დამსვენებლები კი პირღიები შეჰყურებდნენ. ის კიდევ, იდგა და იყურებოდა აქეთ-იქით გაოგნებული – ეს რა დამემართაო. ბოლოს, რომ შეამჩნია, რაც სჭირდა და რის გამოც უყურებდა მას მთელი პლაჟი, აი მაშინ უნდა გენახათ, როგორ მოკურცხლა.

– მერე აქ სასაცილო რა არის ამიკო? არ შეგეცოდა ის გოგო ოდნავ მაინც?

– თქვენ უნდა გენახათ მისი „სიფათი“ ტალღის დარტყმამდე და დარტყმის შემდეგ და მერე ამას აღარ მეტყოდით. ანუ, მისი სახე „დო ი პოსლე” (იცინის). სხვისი არ ვიცი, მაგრამ, ამ ამბავს რომ ვიხსენებ, ახლაც მეცინება და კარგ განწყობაზე ვდგები. ერთხელ კი, მეგობარმა გვთხოვა ბიჭებს, გოგონა მიყვარს, მინდა, აივანთან ვუმღერო და დამეხმარეთო. შევიკრიბეთ, ვივარჯიშეთ ხმების გაშლაში და მივადექით იმ გოგონას აივანს გიტარებით შეიარაღებულები. დავეწყვეთ ღამის პირველ საათზე და ნახევარი საათი ვიჭაჭებით, რაც ძალი და ღონე გვაქვს. მთელი სამეზობლო გამოვაღვიძეთ, ხალხი აივნებზე გამოიფინა, მაგრამ ჩვენ მარტო ერთ აივანს ვუყურებთ დაჟინებით და ვმღერით თავგამოდებით. ბოლოს, ერთმა კეთილმა მეზობელმა გვითხრა, ვისთვისაც იჭაჭებით, ის გოგო სახლში არ არისო. ჩამოვყარეთ ყურები. უცებ გავიხედე და, გაიღო იმ გოგოს აივნის კარი, გადმოდგნენ მისი მშობლები და გადმოგვძახეს, ბიჭებო, რატომ გაჩერდით? მართალია, ჩვენი გოგო სახლში არ არის, მაგრამ ჩვენც კარგად ვისიამოვნეთო (იცინის). სხვათა შორის, მერე ის გოგო გვეუბნებოდა, დედამ და მამამ დამაბარეს, როდის მოვლენ და იმღერებენ ის ბიჭები, „რეპეტე” გვინდა, „რეპეტეო”. ეჰ, რაც მე უფასო კონცერტები მიტარებია ასე, სამეგობროს სასიდედრო-სასიმამროების აივნების ქვეშ, ვინ მოთვლის (იცინის).


скачать dle 11.3