სისხლიანი ქრონიკები
70 წლის წინათ – 1941 წელი
14 თებერვალს პოლონეთის ქალაქ პოზნანში დისლოცირებული „ესესის“ ¹29 ბრიგადის ყაზარმაში 19 წლის ალისა რომანოვსკა შეიპარა. 9 მძინარე ჯარისკაცს ყელი გამოსჭრა სამართებლით, შემდეგ გაქცევა სცადა, მაგრამ ალყაში მოექცა, წელზე შემორტყმული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, თვითონაც დაიღუპა და 39 ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა.
15 თებერვალს რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკის პორტში შემავალი სამხედრო გემი „კრასნაია ზვეზდა“, რომელიც ნავთობპროდუქტებით იყო დატვირთული, კლდეს დაეჯახა, აფეთქდა და 500 მეტრის რადიუსში ყველაფერი მიწასთან გაასწორა. 450 ადამიანი დაიღუპა, სახელმწიფო კი 80 მილიონი მანეთით დაზარალდა.
16 თებერვალს მანჩესტერელი კონსტეპლი რიჩარდ ონილი ერთ-ერთ აფთიაქში შეიჭრა, ტაბელური პისტოლეტიდან 6 ადამიანი მოკლა, 3 დაჭრა, მორფინი გაიტაცა და გაიქცა. კონსტეპლი ნარკომანი იყო, ის შეიპყრეს, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.
60 წლის წინათ – 1951 წელი
16 თებერვალს პარიზელმა იურისტმა, 51 წლის როჟე ჟოსლანმა, 10 ადამიანი ეიფელის კოშკზე აიყვანა, შესაბამისი ფსიქოლოგიური შთაგონება ჩაუტარა, ბოლოს კი უბრძანა, რომ გაფრენილიყვნენ და ისინი კოშკიდან გადაახტუნა. ჟოსლანი ეგრეთ წოდებული „ბეღურების სექტის“ დამაარსებელი იყო. ის გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.
17 თებერვალს მოსკოვში დახვრიტეს 41 წლის იური მედვედევი, რომელიც სანიტრად მუშაობდა და 12 ადამიანი ჰყავდა მოკლული. მედვედევი იმპოტენტი იყო. ის ქალებს თავს ესხმოდა, ახრჩობდა და შემდეგ სასქესო ორგანოებს ჰკვეთდა.
18 თებერვალს, რუსეთის ქალაქ სარატოვში, ერთ-ერთი სამხედრო-საარტილერიო სწავლებისას ტრაგედია დატრიალდა: მთვრალმა არტილერისტმა კაპიტანმა საცეცხლე კოორდინატები შეცდომით გათვალა და ინტენსიური სროლა საცხოვრებელი კორპუსის მიმართულებით წარმართა, რასაც 180 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
50 წლის წინათ – 1961 წელი
18 თებერვალს ნიუ-იორკის ფედერალურ ციხეში 40 წლის არნოლდ შვარცი სიკვდილით დასაჯეს. პროფესიით ის მძღოლი იყო და ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიაში მუშაობდა. შვარცი თავის შემთხვევით მგზავრებს ხოცავდა, შემდეგ აუპატიურებდა და ბოლოს კი წვავდა. ნეკროფილ მანიაკს 17 ადამიანი ჰყავდა მოკლული.
19 თებერვალს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა ქალაქ ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში პოლიციის რაზმს გაუხსნეს ცეცხლი, რომელიც გეგმურ ანტიტერორისტულ სწავლებას აწარმოებდა. თავდასხმის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 18 დაიჭრა, ადგილობრივი ინფრასტრუქტურა კი, მნიშვნელოვნად განადგურდა.
20 თებერვალს სან-პაულუს მკაცრი რეჟიმის ციხის პატიმრებმა გაქცევა სცადეს. მათ მძევლად აიყვანეს ზედამხედველები, განაიარაღეს ისინი და კარებებს ტყვიები დაუშინეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის სპეცრაზმმა პატიმრებს ცეცხლი გაუხსნა. ამ შემთხვევას 43 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.