კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ვეძებოთ ძაღლის სუსტი წერტილი და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან მოაზროვნე და „დარობოტებული“ ძაღლები



სამოსამსახურეო ძაღლი თუ პროფესიონალის მიერ არის აღზრდილი, პატრონს და მის ქონებას ისე დაიცავს, რომ უცხო ადამიანი ვერასდროს გაეკარება. როგორ უნდა შევარჩიოთ პროფესიონალი მწვრთნელი, რა უნდა ვიცოდეთ გასაწვრთნელი ძაღლის ყოლის მსურველებმა და რა თვისებებით გამოირჩევიან ისინი, ამ ყველაფრის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი, ბექა მეტრეველი გიამბობთ: სამოსამსახურეო ჯიშის ძაღლები ძირითადად იცავენ ჩვენს ქონებრივ საკუთრებას და პირადად ჩვენ. ესენი არიან: კანე კორსო, როტვეილერი, დობერმანი, გერმანული ნაგაზი, ამერიკული ბულდოგი და ასე შემდეგ. ისინი ორიენტირებული არიან დაიცვან პატრონი. შედარებით უცხო ადამიანებისადმი კი გულგრილები არიან და უნდობლობას იჩენენ. არიან საუკეთესო მცველები. სამოსამსახურეო ძაღლებს ადამიანისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ. სამოსამსახურეო ძაღლი არ გამოხატავს აგრესიას თუ მის ტერიტორიას არ გადალახავ და მის საკუთრებაში არ შეიჭრები. მაგალითად, ასეთ შემთხვევაში კანე კორსომ შეიძლება ისეთი სერიოზული ზიანი მიაყენოს დაუპატიჟებელ სტუმარს, რომ ადამიანი ვეღარ ააწყოთ. ანალოგიური ზიანის მიყენება არ შეუძლია ლაბრადორ რეტრივერს, მიუხედავად იმისა, რომ მას და კანე კორსოს ერთი წონა აქვთ. თუ მის ტერიტორიას გადალახავ, დაიყეფებს და შენსკენ წამოვა, შეიძლება გიკბინოს, თუმცა მისი კბენის მაქსიმუმი გაკაწვრაა, რომელიც გეტკინებათ. ნებისმიერი სამოსამსახურეო ძაღლის აყვანის შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია, თუ საკუთარი თავი და ოჯახის წევრები უყვარს, ძაღლი პროფესიონალთან აღზარდოს. მართალია, ძაღლი გენეტიკურად კოდირებულია, რომ ტერიტორია და პატრონი დაიცვას, მაგრამ გენეტიკურად არ გადაეცემა ის, თუ რა შემთხვევაში დაიცვას და რა შემთხვევაში – არა. მიმართულება აუცილებლად უნდა მიეცეს. მარტივ მაგალითს გეტყვით, არც ერთი ძაღლის დაბმა არ შეიძლება, მით უმეტეს სამოსამსახურეოსი და რატომ. თუ ჩემს ტერიტორიაზე ძაღლი იმის გამო მყავს დაბმული, რომ ის იკბინება, ამ დროს მესტუმრა სტუმარი, რომელიც მძარცველი აღმოჩნდა. დაბმულმა ძაღლმა რაც არ უნდა იყეფოს ვერავის შეაშინებს. თუ ძაღლი დასაცავად გჭირდებათ, ის ყოველთვის პატრონის გვერდით უნდა იყოს. ძაღლს უნდა შეეძლოს მოყვარის მტრისაგან გარჩევა. ან როგორც კინოლოგები ამბობენ: პატრონზე იყოს დარობოტებული. ელოდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ პატრონის ბრძანებას და როგორც კი ბრძანებას მიიღებს, უნდა შეასრულოს, ან მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ეს უკვე ჯიშიდან გამომდინარე ხდება. სამოსამსახურეო ძაღლებში არიან მოაზროვნე და არამოაზროვნე ძაღლები. ანუ, ჯიშიანი ძაღლი ფიქრობს, ზოგი კი – პირიქით, დარობოტებულია. მოაზროვნე ძაღლს შეუძლია გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს, ხოლო დარობოტებული მხოლოდ პატრონის ბრძანებას ემორჩილება. დარობოტებულ ძაღლს ოცჯერ რომ უთხრა დაჯექი და ადექიო, ოცივე ბრძანებას დაემორჩილება. მოაზროვნემ შეიძლება სამჯერ შეასრულოს ანალოგიური ბრძანება, მაგრამ მეოთხედ აუცილებლად თვალებში ჩაგხედავთ, გაგრძნობინებთ, „მეკაიფებიო“?

– ოჯახის წევრებს შორის ძაღლი ყველას ისე უყურებს, როგორც პატრონს, თუ რომელიმე კონკრეტულ წევრს ირჩევს და განსაკუთრებით მას ემორჩილება?

– ნებისმიერი ძაღლი ადამიანს როგორც ძაღლს ისე უყურებს. შესაბამისად, ოჯახი, სადაც ცხოვრობს, ჰგონია, რომ მისი ოჯახია. ამიტომ ოჯახის ლიდერი მისთვისაც მთავარია. ყველაზე მეტად რიდი და ხათრი მისი აქვს და ყველაზე მეტად მისი ეშინია. მაგრამ კონკრეტულ პერიოდში, დაახლოებით, 8 თვისას, როცა ძაღლს გარდატეხის ასაკი ეწყება, იქნება ეს პუდელი თუ როტვეილერი, ცდილობს თავად აიღოს ოჯახში ლიდერის ფუნქცია. ამ შემთხვევაში ის წინააღმდეგობას და ჯიუტობას დაუწყებს ოჯახის მმართველს. რა თქმა უნდა, პუდელი ადვილი მოსატეხია, როტვეილერთან, ან კავკასიურ ნაგაზთან შედარებით. ამიტომ, როცა სამოსამსახურეო ძაღლს ხელს ჰკიდებთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ როგორ მოუაროთ, აღზარდოთ და ზრდის პროცესში როგორ მოტეხოთ. ასევე როდის და ვის ჩააბაროთ აღსაზრდელად.

– კიდევ რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?

– დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ძაღლის ჯანმრთელობას. რაც უფრო დიდია ძაღლი, მით მეტი მოძრაობა სჭირდება. თუ ტოი-ტერიერისთვის, რომელიც სულ 1 400 გრამია, ერთი კილომეტრიც უზარმაზარი მანძილია, იგივე კანე კორსოსთვის ეს მანძილი არაფერია. რადგან ის დიდია და დიდი ნაბიჯებით დადის. ამიტომ მას მეტი ვარჯიში, სეირნობა და მეტი ენერგიის დახარჯვა ესაჭიროება. ყველაზე უმთავრესი, რაც უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მოგებული დარჩეთ, სამოსამსახურეო ძაღლი აღმზრდელს უნდა მიაბაროთ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც შეიძლება ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვათ. ისევე როგორც ნებისმიერ სფეროში, აქაც არიან, შარლატანები და პროფესიონალები.

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომელია მათ შორის პროფესიონალი?

– უპირველესად მას ხანგრძლივი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. მეორე, უნდა გიჩვენოთ თავის აღზრდილი ძაღლი. მესამე, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კეთილმოწყობილი ბაზა, უნდა ჩანდეს, რომ ეს საქმე მისი ბიზნესია. ადამიანი, რომელიც მეტროსთან, გაზეთით ხელში შეგხვდებათ, მისი პროფესიონალიზმი საეჭვოა. ასეთი რაღაცეებიც ხდება. უნდა გახსოვდეთ, რომ ძაღლის აღზრდა ძალიან ძვირი ჯდება, რადგან საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

– რა თანხას შეადგენს?

– საორიენტაციოდ, ძაღლის გაწვრთნის დაახლოებითი ფასი 700 დოლარიდან 1 400 დოლარამდეა. რა შედის მთლიან კურსში. სამოსამსახურეო ძაღლმა აუცილებელია ჯერ „ანბანი“ იცოდეს, რომ შემდეგ მან „კითხვა“ ისწავლოს. ძაღლი ყველა ვარიანტში უნდა ემორჩილებოდეს პატრონს. ესმოდეს ბრძანება – დაჯექი, მოდი ჩემთან, ისეირნე და საყელურის გარეშე თავისუფლად შეეძლოს გვერდით გამოყოლა. ეს ყველაფერი რაში გჭირდებათ? დავუშვათ, თქვენი ძაღლი ვიღაცას ეძგერა. ძაღლმა „შეჩერდი“ და „მოდი ჩემთან“ უნდა იცოდეს. პროფესიონალი მწვრთნელის მიერ გაწვრთნილმა ძაღლმა ბრძანება ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეასრულოს.

– როგორ უნდა დავსაჯოთ ძაღლი?

– საერთოდ, ძაღლი ჯიუტი არსებაა. დავუშვათ, ლეკვი კბილების მოცვლის პერიოდში დივანს ღრღნის. ერთხელ გამოწევ, კიდევ მივა, მეორედ, მესამედ... შეიძლება, ეს ძალიან ბევრჯერ განმეორდეს. ბოლოს შეიძლება ცოტა დასაჯოთ, კიდეც, მაგრამ ეს ცემა-ტყეპას არ ითვალისწინებს. ყველაზე კარგია მის ფსიქოლოგიაზე მუშაობა. პირადად მე, ცხოვრებაში ხელი არ დამირტყამს ჩემი ძაღლისთვის. ჩემს ძაღლს სიბნელე პანიკურად არ უყვარს, ამ დროს კანკალი ეწყება და დორბლი მოსდის. ლეკვობიდან, როცა ერთი და იგივე რამეზე ოცჯერ მათქმევინებდა რამეს, მომენტალურად შემყავდა ჩაბნელებულ აბაზანაში. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მეოთხედ უკვე ისწავლა, რომ, თუ იმას გააკეთებდა, რის ნებასაც არ ვაძლევდი, ჩაბნელებულ ოთახში მოუწევდა ჯდომა.

ამიტომ ძაღლის სუსტი წერტილი უნდა იპოვოთ.

– ჰო. სხვათა შორის, ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, სამოსამსახურეო ძაღლი მფლობელზე, როგორც ტაბელური იარაღი, ისე ფორმდება და ზუსტად ანალოგიური მუხლი უდგება. გინდა, იმ ადამიანს შენთვის იარაღი უსვრია და გინდა, მის ძაღლს დაუკბენიხარ.


скачать dle 11.3