კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* 1715 წელს საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეწვათ ყველა წიგნი, რომელიც აბსოლუტური მონარქიის საწინააღმდეგო აზრს ან რამე მინიშნებას შეიცავდა. თუმცა, ამავე გადაწყვეტილებით, პარლამენტმა ხელი შეუწყო, მეამბოხე აზრები გაევრცელებინა გაუნათლებელ, წერა-კითხვის უცოდინარ ადამიანებშიც კი, რადგან ჯალათი ვალდებული იყო, დაწვრილებით მოეყოლა ის, რისთვისაც ეს წიგნი ნადგურდებოდა.

* ყველამ იცის, რომ გამოთქმა „ევრიკა“ არქიმედეს ეკუთვნის, „და ის მაინც ბრუნავს“ – გალილეის, ნიუტონის ცნობილი გამოთქმა კი ასეთია – „ჰიპოთეზებს არ ვიგონებ“.

* ამერიკის უკანასკნელი 23 პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატებზე მაღალი იყო.

* სინანთროპი – 1918 წელს აღმოაჩინეს ჩინეთში; ავსტრალოპითეკი („სამხრეთელი“) – 1924 წელს აფრიკაში, კენიაში; რამაპითეკი (რამას პატივსაცემად დაარქვეს) – 1934 წელს, ინდოეთში.

* ჰოლანდიაში დგას ლავრენტი კოსტერის ძეგლი, ბელგიის ქალაქ ბრიუგეში – იოან ბრიტოს, იტალიაში – პამფილიო კატილდრის... სასტამბო საქმის პიონერად კი ოფიციალურად მიჩნეულია იოჰან გუტენბერგი, რომლის ძეგლებიც ევროპის ბევრ ქალაქში დგას.

* არც ისე დიდი ხნის წინათ აღმოაჩინეს ახალი მინერალი, რომელსაც ტრანკვილიტიტი დაარქვეს იმიტომ, რომ ის სიმშვიდის ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს... მთვარეზე.

* სალვადორ დალი ავსტრიელ მხატვარს ერიხ ფუქსს „ავსტრიელ დალის“ უწოდებდა, თავის თავს კი „ესპანელ დიურერს“.

* ჩერნობილში მომხდარი ატომური ელექტროსადგურის ავარიის შემდეგ წლებში ყაყაჩოს ყვავილის ბუტონების დიამეტრი 40-50 სანტიმეტრს აღწევდა.

* სან-ფრანცისკოს მეტეოროლოგიური ბიურო ამინდის პროგნოზს ყოველდღე ასეთი სახით გადმოსცემს: „წვიმის ალბათობა 7-3-ზეა, ან თოვლი არ იქნება ალბათობით – 8-2-ზე“. საქმე ისაა, რომ ბიუროს ხელმძღვანელი პროპორციას 10 თანამშრომლის მონაცემებით ადგენს.

* ყელსახვევები პირველად ხორვატებს ეკეთათ.

* 135 წლის წინათ პარიზში ზედა სართულის მობინადრეებს ჰიდრავლიკური ლიფტი ემსახურებოდათ. ამ კომფორტისთვის ისინი ბინის ქირას გაცილებით მეტს იხდიდნენ, ვიდრე დაბლა სართულზე მცხოვრებნი.

скачать dle 11.3