რა უნდა იცოდეთ ურთიერთობის დაწყების წინ და რომელ თვეში დაბადებულ ადამიანებს არ უმართლებს ბედში
კონკრეტულ თვეში დაბადებული ადამიანები თავისი სახასიათო შტრიხებით გამოირჩევიან. ასტროლოგიურად, ისინი აშკარად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და, თუ გეცოდინებათ, რომელ თვეში დაბადებულ ადამიანს, რა ხასიათი აქვს, მაშინ მასთან ურთიერთობა საკმაოდ გაგიადვილდებათ.
იანვარში დაბადებული ადამიანი არ არის მომთხოვნი. არც საკვების და ჩაცმის მიმართ ამჟღავნებს პეტენზიას. კმაყოფილდება იმით, რაც აქვს. ავტორიტეტულ და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისას, ის მეტ გამოცდილებასა და ცოდნას იძენს. ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. არ უყვარს ზედმეტი კრიტიკა და ცდილობს, არც სხვა გააკრიტიკოს. ხშირად უჩნდება სურვილი განმარტოვდეს და დაფიქრდეს წარსულსა თუ მომავალზე.
თებერვალში დაბადებული ადამიანები კარგად ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში. ისინი გაწონასწორებულები და გონებამახვილები არიან. არასდროს იბრძვიან დიდების მოსაპოვებლად და არც უამისობას უჩივიან. სერიოზულ ემოციურ პრობლემას, ხშირად უქმნით ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირება. თებერვალში დაბადებულები, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ იმის მიმართ თუ, რას ამბობენ მათზე უცხო ადამიანებიც კი, და მნიშვნელოვანია მათი აზრი. ისინი კარგი მრჩევლები არიან მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის. უყვართ, როცა საზოგადოებაში მათ ამჩნევენ.
მარტში დაბადებული ადამიანები გონებამახვილობით და იუმორის გრძნობით აშკარად გამორჩეულები არიან. შეუძლიათ, ყველა ადამიანთან საერთო ენის გამონახვა. ჰუმანიტარული საგნები უფრო იზიდავთ, ვიდრე ტექნიკური. ხშირად წყდებიან რეალურ სამყაროს და ფანტაზიებში ოქროს კოშკებს იგებენ. ამ თვეში დაბადებულ ადამიანთან ურთიერთობა დადებით ემოციებსა და განცდებს იწვევს. არ უჩივიან თაყვანისმცემლების უყურადღებობას, თუმცა ოჯახურ სფეროში იშვიათად უმართლებთ. თუ მოინდომებენ, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ.
აპრილში დაბადებული ადამიანები იმპულსურობითა და მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩევიან. მათ გარშემო ბევრია მტრულად განწყობილი და შურიანი. გარემოება ხშირად აძლევს მათ შანსს მატერიალური დოვლათი მოიპოვონ. მთავარია, საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ. თუ მიზანს დაისახავენ, მას ყოველთვის მიაღწევენ. არ უყვართ, როცა ატყუებენ და ამით სარგებლობენ. ამის გამო შესაძლოა, მათი ქმედება უკონტროლო გახდეს და ყველაზე საყვარელი ადამიანებიც კი სამუდამოდ დაივიწყონ.
მაისში დაბადებული ადამიანები ვერ იტანენ თავისუფლების შეზღუდვას. ისინი ცდილობენ არ ეკონტაქტონ თავისზე მცოდნე ადამიანებს, რომ მათ გვერდით უმწეონი არ გამოჩნდნენ. ერთი შეხედვით, წყნარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ თუ გაბრაზდნენ, დიდხანს ვერ დააშოშმინებთ. ტკბილი სიტყვით კი ნებისმიერ საქმეს გააკეთებინებთ. ამ თვეში დაბადებულებს ხშირად ბედში არ უმართლებთ. არ არიან ზედმეტად მომთხოვნები და აკმაყოფილებთ ის მცირედიც კი, რაც გააჩნიათ. თუმცა, უკეთეს მომავალზე ფიქრს არასდროს გაურბიან, სჯერათ, ყველაფერი კარგად იქნება.
ივნისში დაბადებული ადამიანები ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები არიან. ახასიათებთ ექსტრავაგანტური და არაორდინარული მოქმედებები. აქვთ კარგი მატერიალური დოვლათის დაგროვების ნიჭი. პატივს სცემენ ტრადიციებს, წინაპრების ხსოვნას და იცავენ ადათ-წესებს. ოჯახის წევრების მიმართ გამოხატავენ სითბოს. უყვართ ანტიკვარული ნივთები და მოდურად ჩაცმა. ცოტა მშიშრები არიან და ამის გამო ცხოვრებაში ხშირად უწევთ უკან დახევა. ისმენენ სხვების აზრს, მაგრამ იშვიათად, ან საერთოდ არ ითვალისწინებენ.
ივლისში დაბადებული ადამიანი ბუნებით თბილია, ცდილობს არავის აწყენინოს და ყველასთან კარგი ურთიერთობა დაამყაროს. თუ ის სპეციალობა აირჩია, რაც გულით უნდა, ადვილად მიაღწევს წარმატებებს. ხშირ შემთხვევაში, ბედში არ უმართლებს და არ არის გამორიცხული, რამდენჯერმე იქორწინოს. ერიდება კონფლიქტურ სიტუაციებს, აყალმაყალსა და ჩხუბს. ჯანმრთელობის მხრივ სუსტია და ამის გამო ხშირად ავადმყოფობს, რაც მის პროფესიონალიზმს აფერხებს.
აგვისტოში დაბადებული ადამიანები კონფლიქტური ხასიათით გამოირჩევიან. უყვართ დამოუკიდებელი ცხოვრება და ხშირად ოჯახის წევრებისგან ცალკე არჩევენ ცხოვრებას. ასაკში კი ფინანსურ კეთილდღეობას აღწევენ. უჭირთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევა და სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში ხშირად უშვებენ შეცდომებს. ცხოვრებაში ბევრი კრიზისული პერიოდი აქვთ, მაგრამ ამის გამო დეპრესიაში არ ვარდებიან. ცდილობენ, საკუთარი შრომისუნარიანობით, და მებრძოლი სულისკვეთებით გადალახონ ბარიერები და წინაღობები.
სექტემბერში დაბადებული ადამიანები ხშირად ხვდებიან საკამათო სიტუაციებში. ეს მათი ბუნების ბრალია. ჭკვიანები არიან და, თუ სწორად აირჩიეს პროფესია, მათგან კარგი ორატორები, მეცნიერები და პოლიტიკოსები დგებიან. ცხოვრების პირველ ნახევარში შედარებით ბევრ პრობლემას აწყდებიან და ბედსაც უჩივიან, თუმცა ცხოვრების მეორე ნახევარი მეტად იღბლიანი და წარმატებულია მათთვის. პარტნიორები და მეგობრები არასდროს აქცევენ ზურგს და მათი დახმარებით, საქმესა თუ ბიზნესში წარმატებებს აღწევენ.
ოქტომბერში დაბადებული ადამიანი დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა. სადაც შედის, სიხალისე, ჰარმონია და იდილია შეაქვს. სახელმწიფო სამსახურში ის დიდ წარმატებებს აღწევს და გარშემო მყოფებშიც კარგი ავტორიტეტით სარგებლობს. უყვარს ახლობლების, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის დახმარების გაწევა. ცხოვრებაში, სულ ძიებაშია და საკუთარი მიღწევებით არასდროს კმაყოფილდება. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულია.
ნოემბერში დაბადებულ ადამიანს გამუდმებით უწევს ახლობლებზე ზრუნვა და დახმარების გაწევა. გარშემო მყოფებში თავისი აქტიურობითა და მიზანდასახულობით გამოირჩევა. ადვილად ამჩნევს ფარულ მტრებს და ყოველთვის ახერხებს იყოს მათზე ძლიერი. შეუძლია დიდ წარმატებებს მიაღწიოს, საკუთარი ძალებითა და არა სხვების დახმარებით. თუმცა, შესაძლოა, პატარა წარუმატებლობამაც კი დეპრესიაში ჩააგდოს. არ არის გამორიცხული, სიყვარულში ხშირად შეცდეს და ეს მისი დამყოლი ბუნების ბრალია. საყვარელ ადამიანთან ის მხოლოდ გრძნობით მოქმედებს და გონების კარნახს ხშირად იგნორირებას უკეთებს. ამის გამო შესაძლოა, ცხოვრების ბოლომდე არ გაუმართლოს სიყვარულში.
დეკემბერში დაბადებული ადამიანები შემტევები, მკაცრები და ზედმეტად კრიტიკულები არიან. უყვართ სიმართლის პირში თქმა და ამის გამო, გარშემო მყოფებთან ხშირად უწევთ კამათი. ასევე, სწრაფად იკეთებენ კარიერას და არც ბიზნესში უჭირთ სასურველი შედეგების მიღწევა. საკუთარ ავტორიტეტს ყოველთვის პირადი მიზნებისთვის იყენებენ. უყვართ ოჯახური სიმშვიდე და იდილია. კარგად ართმევენ თავს საყვარელ ადამიანთან „თამაშს” და ამის გამო მათ ბევრ შეცდომას პატიობენ. უყვართ, როცა ამაყობენ და პატივს სცემენ.