კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გერმანიაში იხსნება ევროპაში პირველი უნივერსიტეტი, სადაც სწავლება ჟესტების ენაზე იქნება

გერმანიაში იგეგმება ევროპაში პირველი უნივერსიტეტის გახსნა, სადაც სწავლება ჟესტების ენაზე წარიმართება. საინტერესო საგანმანათლებლო ცენტრი აშენდება საკურორტო ქალაქ ბად კროიცში, რომელიც მდინარე ნაეზე მდებარეობს.

აღნიშნავენ, რომ აირჩევენ გერმანული ჟესტების ენას, რადგან ჟესტების ენაც, ისევე როგორც ჩვეულებრივი ბგერითი, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. 2 000 სტუდენტი შეძლებს, მიიღოს უმაღლესი განათლების დიპლომი ამ სასწავლებლის კედლებში.

უნივერსიტეტის გახსნისთვის აუცილებელი თანხის მოსაგვარებლად იღვწის საინიციატივო ჯგუფი ბერლინელი ქიმიკოსის, ინგო ბარტას ხელმძღვანელობით. ეს პირველი ყრუ სწავლულია, რომელმაც ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო გერმანიაში. იმისთვის, რათა უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნას, როგორც იგეგმება 2013 წელს, საჭიროა 100 მილიონი ევრო. პროექტის წარმატება დამოკიდებულია ორ ძირითად ფაქტორზე – საინიციატივო ჯგუფის ენერგიასა და ქალაქის ხელმძღვანელობის კეთილ ნებაზე.

„გერმანიაში ყრუებს უფლება აქვთ ისწავლონ უნივერსიტეტში ნებისმიერ ფაკულტეტზე, რისთვისაც მათ ემსახურებათ მთარგმნელი“, – ამბობს მიქაელა მატეი, რომელიც თვითონ მუშაობს მთარგმნელად.

„ყრუ სტუდენტები კარგავენ არა მარტო ენერგიას, არამედ ვაჟკაცობასაც, ცდილობენ რა, გადალახონ ადმინისტრაციული და ორგანიზაციული ბარიერები. შექმნა ისეთი გარემო, სადაც სასადილოს მუშაკებიდან დაწყებული და დირექტორით დამთავრებული ყველას ეცოდინება ჟესტების ენა, – კარგი იდეაა”, – ამბობს რენატე ფიშერი, ჟესტების ენის ფაკულტეტის პროფესორი ჰამბურგის უნივერსიტეტიდან.


скачать dle 11.3