კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყავარჯნებიანი მოხუცი ქუჩაზე გადადის. პატარა ბიჭი ეუბნება:

– ბებია, დაგეხმარებით, ჯოხები მომეცით, მე წამოგიღებთ!..

***

ცოლ-ქმარი გაცხარებით ჩხუბობს, ჩასხდნენ მანქანაში, დაიძრა მანქანა, თან ჩხუბს განაგრძობენ. ყველა სალანძღავი სიტყვა ამოეწურათ, გაჩუმდნენ. უცებ ქალი ხედავს გზის პირას ღორები ნაგავში იქექებიან.

– ყველა კაცი სულელი ღორია! – წამოიძახა უცბად.

– მართალი ხარ, ნახე, სად ეძებენ ცოლს?

***

– თქვენი სახელი?

– უსამა.

– ა, ეს თქვენ ხართ, ცოლი რომ ბოზი გყავთ?

– არა, როგორ მიბედავთ, მე თქვენ გიჩივლებთ!

მიდის ზედა ინსტანციაში:

– თქვენი სახელი?

– უსამა.

– ა, ბოზი ცოლი რომ გყავთ?

– როგორ ბედავთ, მე თქვენ გაეროში გიჩივლებთ.

მიაღწია გაერომდე:

– ყველაფერში გავერკვევით. თქვენი სახელი?

– უსამა.

– უსამა ბინ ლადენი?

– არა, არა, ცოლი რომ ბოზი ჰყავს...

***

ექსკურსიაზე:

– აუ, რა მაგარი ფრესკებია!!!

გიდი:

– წავიდეთ, ეს ნესტისგანაა.

***

ექიმი:

– იცით, ცუდი ამბავი უნდა გითხრათ.

– ვკვდები, ექიმო?

– არა, მკურნალობას ვიწყებთ.

***

– ძვირფასო, ნუდისტების საღამოზე ვართ დაპატიჟებულები.

– შესანიშნავია! ოღონდ, ალბათ, რაღაც უფრო გემოვნებით უნდა გავიხადოთ...

***

– სიდედრს რკინის ლარიანი გადაეყლაპა... პატარაა, მაგრამ რა სასიამოვნოა!

***

– გუშინ აუზში საშინელება ავიკიდე... კიდევ კარგი, დილით წავიდა...

***

ბოშები არ ებრძვიან მიკრობებს, ისინი მათ უთანხმდებიან.

***

სამთო-სათხილამურო კურორტზე:

– თქვენ მხოლოდ თხილამურები წამოიღეთ, ორი ჯოხი კი გარანტირებული გაქვთ.

***

– აბრამ, იცი, სარა როგორი კარგი მეოჯახე, შესანიშნავი კულინარი, სუფთა, მხიარული და დამჯერი ქალია?

– მოშე, ისე გაგიჭირდა, ცოლს ყიდი?

***

ერთ ტიპს თავი მწერლად მოჰქონდა და მომენტს არ უშვებდა‚ ნაცნობ-უცნობებში ეტრაბახა. ერთხელაც, სიამაყით იკითხა რიტორიკული ტონით:

– საინტერესოა‚ რას დააწერენ ჩემს სახლს ჩემი სიკვდილის შემდეგ?

– „იყიდება“... – ჩაილაპარაკა ერთმა.

***

„დღეს სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა სამმა პოლიციელმა დააკავა პოლიციის ფორმაში გადაცმული სამი დამნაშავე“.

***

– შე ახვარო‚ რატომ ჰკოცნიდი ჩემს ქალიშვილს გუშინ სიბნელეში?

– აი‚ ზუსტად მეც ეგ კითხვა დავუსვი ჩემს თავს‚ როცა თქვენი შვილი სინათლეზე დავინახე.

***

ქალებს მოსწონთ ჩუმი მამაკაცები – ჰგონიათ‚ რომ ისინი მათ უსმენენ.

***

ახალი წლის სამზადისია, დედა სამზარეულოში ფუსფუსებს, ბავშვები ნაძვის ხეს რთავენ. მამა იღებს თოფს, აივანზე გადის, ისვრის და ოთახში შემოდის:

– ბავშვებო, შემთხვევით თოვლის ბაბუას მოვარტყი, საჩუქრები აღარ იქნება...

***

იცი‚ მე უკვე აღარ მაქვს ისეთი პრეტენზიები მამაკაცების მიმართ‚ როგორც ადრე; მთავარია‚ კეთილი იყოს‚ ყურადღებიანი‚ ადამიანური; შენ როგორ ფიქრობ‚ დღეს არიან ასეთი ფულიანები?

***

თუ ვინმე ქალის ჩანთაში ჩაყოფს ხელს – ეს დანაშაულია‚ ხოლო, თუ კაცის შარვლის ჯიბეში – ასეთია ოჯახური ცხოვრება.

***

კურსანტი პოლიციის აკადემიაში გამოცდას აბარებს.

– ჩამოაყალიბეთ სიტყვა „თაღლითობის“ განმარტება.

– ეე...

– კარგი. რა ჰქვია პირადობის დამადასტურებელ საბუთს?

– ეე...

– კარგი. ბოლო კითხვა: რა ასოზე იწყება „ელექტრობა“?

– აა...

***

– კაცო‚ ვერ გავიგე‚ რატომ დაიწყეს ხიდის მშენებლობა შუა მდინარიდან?

– ხალხმა დროზე ადრე რომ არ იაროს...

***

– საშინელი ტოქსიკური ორსულობა მაქვს‚ არადა, დასაწყისი რა კარგი იყო...

***

40 წელს კარგად გადაცილებული ქალბატონი ექიმთან მიდის – ციკლი „გადამიცდაო“. გასინჯა ექიმმა და განუცხადა:

– კლიმაქსი!

გავიდა ხანი და ეს ქალბატონი კვლავ იმ ექიმთან მივიდა:

– ექიმო, ეს კლიმაქსი რაღაც უცნაურად მოძრაობს.

***

მეზობელმა კაცებმა გადაწყვიტეს გარმონის ყიდვა. შეაგროვეს ფული და იყიდეს... „დაასველეს“‚ დალიეს‚ დაუკრეს... დილით გაიღვიძეს‚ „პახმელიაზე“ გამოვიდნენ... და გაყიდეს.

***

– უკაცრავად‚ სად არის ოკულისტი ან უროლოგი?

– თქვენ რომელი გჭირდებათ?

– იცით, გაურკვევლობაში ვარ: ან მე ვარ დალტონიკი, ან ჩემი შარდია ლურჯი...

***

ექიმი ანალიზის პასუხს ათვალიერებს:

– ოო‚ სამწუხაროდ‚ ეტყობა‚ ჩვენ აწი ხშირად მოგვიწევს შეხვედრა.

– რატომ‚ სამწუხაროდ? მე თქვენ ძალიან მომეწონეთ.

***

კინოვარსკვლავის კარიერა იწყება მაშინ‚ როცა მისი მკერდი ბიუსტჰალტერში აღარ ეტევა და მთავრდება მაშინ‚ როცა აღარაფერში აღარ ეტევა.

***

თუ შენ ღარიბი მამა გყავს‚ ესე იგი, არ გაგიმართლა; თუ სიმამრი გყავთ ღარიბი‚ მაშინ თვითონ ყოფილხარ შტერი.


скачать dle 11.3