კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაკარგეს ნათესავებმა ერთმანეთი და ვის ეძებენ ყუბანიდან თბილისში

40 წლის იგორ ჩერვიაკოვი ეძებს: გივი ივანეს ძე გონაშვილს, ასევე, ივანე, ჟუჟუნა და ალექსანდრე გონაშვილებს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ქართველ ნათესავებს, რომლებთან ურთიერთობაც დროისა და ტერიტორიული სიშორის გამო, აღარ გვაქვს 1980 წლიდან. იმედია, ჩემს ისტორიასა და ფოტოებს, რომლებიც შემონახული იყო ჩვენს ოჯახში, ვინმე გამოეხმაურება და მათ პოვნაში დაგვეხმარება. ამჟამად ყუბანში ვარ და ყუბანის ნებაყოფლობითი დამხმარის მეშვეობით გავიგე, რომ დაკარგული ადამიანების პოვნაში საქართველოში თქვენ ეხმარებით, ამიტომ დიდ იმედს ვამყარებ თქვენზე.

– გვიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ დაკარგეთ ნათესავები და რა იცით მათ შესახებ?

– ჩემი ნათესავების ისტორია ასეთია: იგორ ივანეს ძე ჩერვიაკოვი, ბაბუაჩემი, თავის ქალიშვილებთან ერთად, 1930 წლამდე ცხოვრობდა ყუბანში. 1930 წელს კი მას, 5 წლით აღუკვეთეს თავისუფლება ანტისაბჭოთა ღონისძიებების ჩატარების გამო. სწორედ ამ პერიოდში, მისი ქალიშვილები საცხოვრებლად გადავიდნენ აზერბაიჯანში, ხოლო ერთ-ერთი ქალიშვილი, ნატალია, საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ კახში, სადაც დღემდე აქვს თავისი საკუთარი სახლი. როგორც ვიცი, ნატალია ცოლად გაჰყვა ივანე გონაშვილს. მათ ეყოლათ სამი შვილი: გივი, ჟუჟუნა და ალექსანდრე. სამწუხაროდ, მათი ზუსტი ასაკი ჩემთვის უცნობია.

– ამჟამად სად ეძებთ თქვენს ნათესაობას?

– როგორც ვიცი, ალექსანდრე და გივი გონაშვილები საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ და სადღაც საზღვარზე მუშაობდნენ და, ზოგჯერ სტუმრად ჩადიოდნენ კახში, მშობლებთან. მათი და, ჟუჟუნა კი, ასევე, თბილისში ცხოვრობს. ბოლოს ჩემი ნათესავი, ნატალია, 1980 წელს ვნახე, ის სტუმრად ჩამოვიდა ყუბანში, მამაჩემი და ბაბუა კი ასევე სტუმრად იყვნენ ჩასული კახში და აქედან ვიცი მთელი ეს ინფორმაცია. სამწუხაროდ, ბაბუა გარდამეცვალა და ჩვენი კონტაქტი შეწყდა, წერილები კი, სადაც ნატალიას ზუსტი მისამართი ეწერა, ჩვენ აღარ გვაქვს, რის გამოც ვერ ვპოულობთ ნათესავებს. ოჯახში შემონახული გვაქვს ფოტო, რომელიც გადაღებულია წითელ მოედანზე, მავზოლეუმის გვერდით, ფოტოზე არის ნატალია, თავის შვილებთან – გივისთან და ჟუჟუნასთან ერთად. იმედია, ვინმე იცნობს მათ ამ ფოტოზე და გამოგვეხმაურება. ძალიან გვინდა, დაკარგული ურთიერთობის აღდგენა და ნათესავების ნახვა. ყველაზე ძალიან ეს უნდათ ჩემს ბებიებს, რომლებიც ამჟამად უკვე ასაკში არიან და ყოველდღე იხსენებენ ნატალიას. დარწმუნებული ვარ, გივის და ჟუჟუნას ძალიან გაუხარდებათ ჩვენი ნახვა.

– როგორ ფიქრობთ, პოვნის შემთხვევაში სად ან როგორ შეხვდებით ერთმანეთს?

– ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ისევ მოვიპატიჟოთ ისინი ყუბანში და აქ შევხვდეთ. ღმერთმა ქნას და, თუ ისინი ვიპოვეთ, როგორმე მოვახერხებთ შეხვედრას. ჩემს ბებიებს ეს ძალიან უნდათ და ყველაზე მეტად ეს ამბავი მათ გაუხარდებათ.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3