კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საფრანგეთში ყვითელი ღვინო რეკორდულ ფასად გაიყიდა

საფრანგეთში გამართულ ტრადიციულ ღვინის აუქციონზე იშვიათი ჩამოსხმის ბოთლი – ყვითელი ღვინო – რეკორდულ ფასად გაიყიდა. ღვინო, რომელიც 1773 წლის მოსავლიდან არის მიღებული ლუდოვიკო მეთხუთმეტის ეპოქაში იყო დამზადებული და მასში 57 ათასი ევრო გადაიხადეს. ღვინის მყიდველი შვეიცარიელი პიერ შევრიეა, რომელიც აცხადებს, რომ მას მალე დააგემოვნებს. საფრანგეთში მეღვინეობით ცნობილი ჟიურის მხარის წარმომადგენელმა, სადაც ყვითელ ღვინოს აწარმოებენ, კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ამ სახეობის ღვინო, ბოლოს და ბოლოს, შესაბამისად დააფასეს. ყვითელი ღვინო ქარვის ფერს სოვინიონის ჯიშის ყურძნის ბუნებრივი დუღილის გამო იძენს, რომელსაც სპეციალურ საფუარს უმატებენ. დაღვინება მუხის კასრებში ხდება 6 ან მეტი წლის განმავლობაში. ყვითელი ღვინის გარდა, ჟიურის მხარეში კიდევ ერთ უნიკალურ – თივიან ღვინოს ამზადებენ. ყვითელი ღვინო რეკორდულ ფასად ქალაქ არბუაში გამართულ ღვინის ფესტივალზე გაიყიდა, რომელსაც ყოველწლიურად ათეულ ათასობით ადამიანი ესწრება. დღემდე ყველაზე ძვირად – 200 ათას ევროდ – „შატო შევალ ბლანის” ბოთლი გაიყიდა „კრისტის” აუქციონზე, 2010 წლის ნოემბერში.


скачать dle 11.3