კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჟუკი”. ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ძრავის სახურავს, საიდანაც ზეთი უნდა ჩაასხა, ბუშტუკები აქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: უპირველესად, უნდა ინახოს, ხომ არ იკლებს წყლის დონე ავტომობილის რადიატორში და პარალელურად (ხშირ შემთხვევაში), ხომ არ იმატებს ზეთის დონე ძრავაში. თუ იკლებს, ეს ნიშნავს, რომ ძრავას ეგრეთ წოდებული „გალოვკის პრაკლადკაა” დაზიანებული. თუ წყალი (ანტიფრიზი) არ იკლებს და იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარია და ცივა, ადვილი შესაძლებელია, ძრავაში უბრალოდ გაცხელება-გაციების შედეგად წარმოქმნილი წყლის წვეთების მსგავსი ბუშტუკები იყოს. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და თავისუფლად შეგიძლიათ ამუშაოთ ავტომობილი.

კითხვა: მინდა, აკუმულატორის გამოცვლა და როგორც ამიხსნეს არსებობს აკუმულატორები წყლითა და ჟელეთი. ამიტომ ზამთარში უმჯობესია, ჟელეიანი აკუმულატორი ჩააყენო, რადგან არ იყინება, ზაფხულის სიცხეში კი ჟელე ხმება და წყლიანი ჯობიაო. რა შეიძლება, რომ ამ დროს გავაკეთო, რომელზე გავაკეთო არჩევანი?

პასუხი: უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ არც ერთი ტიპის აკუმულატორი არ იყინება და ამ დეტალზე დაყრდნობით, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ჯობია, ბევრი რამეა გასათვალისწინებელი. მაგალითისთვის, თუ საკუთარ ავტომობილს ბოლომდე არ ენდობით და არის იმის შანსი, რომ ზედმეტად გადამუხტოს აკუმულატორი, რაც მის გაშრობას და საბოლოოდ, დაზიანებას გამოიწვევს, მაშინ სითხის ჯობია. პერიოდულად მასში გამოხდილი წყლის დამატებით, თავს იოლად გაიტანთ და დიდხანს გააძლებინებთ. თუ ელექტრული სისტემა იდეალურად მუშაობს, ჯობია, ეგრეთ წოდებული, მშრალი აკუმულატორი შევიძინოთ, ვინაიდან როგორც მინიმუმ, ასეთი ტიპის აკუმულატორიდან მჟავა არ ჩამოღვენთავს და არ დაგვიჟანგავს მის ირგვლივ ადგილებს.


скачать dle 11.3