ტატუირება „წითელი ეშმაკუნების” სიყვარულისთვის
საყვარელი გუნდის გამო, ქომაგების გარკვეული კატეგორია ყველაფერზე მიდის. სწორედ ამ კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ, „მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი ჯონ რეტერი – სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელმაც საყვარელი გუნდის პატივსაცემად ზურგზე „მანჩესტერის” ლოგო დაიხატა. ტატუმ მისი ზურგი მთლიანად მოიცვა, მისი გაკეთება 16 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და დაახლოებით, ათასი გირვანქა-სტერლინგი დაჯდა. საინტერესოა, რომ ტატუს გაკეთების მტკივნეული პროცესის დროს რეტერი ხელიდან არ უშვებდა სერ ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიულ წიგნს.