პატოს პერსონალური თაყვანისმცემელი
საინტერესოა, იცის თუ არა „მილანის” და ბრაზილიის ფორვარდმა ალეშანდრე პატომ, რომ მას პერსონალური თაყვანისმცემელი ჰყავს, პერუელ-ინგლისელი მოდელის მიკაელა პეიჯის სახით. ლამაზმანის თქმით, ის როსონერის არც ერთ მატჩს არ აცდენს, ხოლო, როდესაც მოედანზე შვიდნომრიანი მაისურით პატო ჩნდება, მის სიხარულს საზღვარი არ აქვს. მიკაელას მტკიცებით, პატოს გატანილ გოლებს ის დილამდე ზეიმობს. „მე შევდივარ ტრანსში, როდესაც მას მოედანზე ვხედავ”, – განუცხადა ჟურნალისტებს პატოს სექსუალურმა თაყვანისმცემელმა.