არშავინი ყველაზე სექსუალურია
შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების აზრი ფეხბურთზე, ყოველთვის საინტერესოა და აი, სკანდალებით ცნობილმა რუსმა ბალერინამ ანასტასია ვოლოჩკოვამ ამას წინათ, თავის ვირტუალურ დღიურში საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა ფეხბურთის შესახებ. ბალერინას თქმით, იგი ნაკლებად ინტერესდება რუსეთის ჩემპიონატით, თუმცა ქომაგობს ვლადიკავკაზის „ალანიას”, სადაც მისი მეგობარი სერგეი დადუ თამაშობს. გარდა ამისა, ვოლოჩკოვამ აღნიშნა, რომ რუსეთის ნაკრებიდან მისი ფავორიტი ფეხბურთელი ანდრეი არშავინია, რომელიც მას როგორც მამაკაცი მოსწონს და ამჟამინდელ რუსეთის ნაკრებიდან „არსენალის” ნახევარმცველი ყველაზე სექსუალურ მოთამაშედ მიაჩნია.