კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ „ჩაუმწარა“ ერთწლიანი თაფლობის თვე ხათუნა სხირტლაძეს და ნიკა ნაყოფიას




მშვენიერი „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ნიკა ნაყოფიაზე დაიწერა ჯვარი, თავს ძალიან კარგად გრძნობს. მეუღლე განსაკუთრებულად ანებივრებს და ახლო მომავალში ბავშვსაც ელოდება. ისედაც ლამაზ და საყვარელ „მისს“, ფეხმძიმობა კიდევ უფრო უხდება და უფრო ნაზი და მომხიბლავი გახდა. რაც მთავარია, ხათუნას და ნიკას ერთმანეთი ძალიან უყვართ და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი წყვილია.



– ხათუნა, თითქმის წელიწადზე მეტი გავიდა, რაც „მის საქართველო“ გახდი. რა მოგცა, შენი აზრით, ამ კონკურსმა?

– ძალიან ბევრი რამ მომცა, დიდი გამოცდილება შევიძინე, უფრო დამოუკიდებელი გავხდი. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ორი თვის განმავლობაში ვიყავი ჯერ „მის მსოფლიოზე“ და შემდეგ „მის ინტერკონტინენტალზე“. შეიძლება ითქვას, რომ ამ კონკურსის მერე კიდევ უფრო დავიხვეწე და ზოგადად მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან კარგი შანსი და აუცილებლად უნდა გამომეყენებინა. ალბათ, ამ კონკურსში მონაწილეობა რომ არ მიმეღო, აუცილებლად ვინანებდი. ეს კონკურსი საკუთარი თავისა და შესაძლებლობების უკეთ შეცნობაში ნამდვილად დამეხმარა. ცხოვრებაში ღმერთს ხშირად მოუცია სხვადასხვა შანსი და ყოველთვის ვცდილობ, კარგად გამოვიყენო, არ გავუშვა ხელიდან არ მიყვარს უკან დახევა, სულ ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო. მაგალითად, „მის საქართველოზე“ რომ გავედი, არ ვიცოდი გავიმარჯვებდი თუ არა, მაგრამ მაინც ვცადე ბედი. მინდოდა, საკუთარ შესაძლებლობებში უკეთ დავრწმუნებულიყავი და გამეგო, რა შემიძლია. ამისთვის საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ უკან არ დავიხიე და შედეგიც ძალიან კარგი მივიღე.

– პატარა იყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ ცხოვრობდი. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ.

– კი, ძირითადად დამოუკიდებელი ვიყავი. თუმცა გარკვეულწილად, მშობლებზეც ვიყავი დამოკიდებული. ახლა, რაც გავთხოვდი, უკვე მეუღლეზე ვარ დამოკიდებული და ეს ძალიან მსიამოვნებს.

– როგორც ვხვდები, მშვენივრად მოირგე გათხოვილი ქალის როლი.

– კი, მშვენივრად და მგონი, გათხოვება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო, რაც კი მიმიღია.

– ნიკას გაცნობიდან, საკმაოდ მალე გათხოვდი. რამ განაპირობა ეს, ალბათ დიდმა სიყვარულმა. არ მგონია, ხელის შემშლელი პირობები გქონოდათ.

– არა, ჩვენთვის ხელი არავის შეუშლია. ნიკას, გაცნობიდან სამი თვის შემდეგ გავყევი. ეს იმიტომ გავაკეთე, პირველივე დღიდან ძალიან მიყვარდა და ორივე ვხვდებოდით, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვეძლო. ამიტომ არც დავფიქრებულვარ, ჩემი გათხოვება ადრე ხომ არ არის-მეთქი. ძალიან კარგი იყო შეყვარებულობის პერიოდი, მაგრამ დღითი დღე ჩვენი ურთიერთობა, თანაცხოვრება კიდევ უფრო კარგი ხდება. სიყვარული კი უფრო ძლიერდება, უფრო მეტად გვიყვარდება ერთმანეთი. ხომ ამბობენ, მამაკაცები შეყვარებულობის დროს ძალიან ყურადღებიანები არიან და მერე, როდესაც ოჯახს ქმნიან, უფრო ნაკლებად იქცევიან ასეო, ჩვენს შემთხვევაში სხვანაირად არის საქმე. ნიკა შეყვარებულობის დროს ხომ ძალიან ყურადღებიანი იყო, მაგრამ რაც ოჯახი შევქმენით, ყოველდღე კიდევ უფრო ყურადღებიანი, მოსიყვარულე ხდება – სიურპრიზებს მიკეთებს, საჩუქრებს მჩუქნის და საერთოდ, ძალიან კარგი ადამიანია, ჩემთვის იდეალური მეუღლეა. ისე, მგონი, არც მე უნდა ვიყო ცუდი მეუღლე, მაგრამ ეს მერე ნიკას ვკითხოთ. საერთოდ, ერთმანეთს ძალიან ვგავართ და ახლა კიდევ უფრო მეტად დავემსგავსეთ. კარგად გვესმის ერთმანეთის, თუ საჭიროა, ორივე მივდივართ დათმობაზე და ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს.

– ქორწილმა ისე ჩაიარა როგორც ელოდებოდით?

– კი, მინდოდა, რომ ჩემი ქორწილი ძალიან ლამაზი, განსხვავებული და კარგი ყოფილიყო და მეც, რა თქმა უნდა, ლამაზი ვყოფილიყავი. მართლაც ყველაფერი იდეალურად გამოვიდა. საერთოდ, ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ და იმ დღეს ჩემი გარეგნობა, კაბა, მაკიაჟი, ვარცხნილობა, მოკლედ, ყველაფერი მაკმაყოფილებდა. ეს იყო სასწაული და საოცრად ბედნიერი ვიყავი. რაც მთავარია, არა მარტო სტუმრებმა, მეც და ნიკამაც ძალიან კარგად მოვილხინეთ. საოცარი დრო გავატარეთ, მაგრამ ტანგო ვერ ვიცეკვე, ხელი კაბამ შემიშალა. ქორწილი საოცრად ლამაზ გარემოში ჩატარდა, ყველაფერი ლამაზად იყო მოწყობილი და თითქმის ყველანაირი მუსიკა უკრავდა. სანახაობრივადაც ძალიან კარგი იყო. ჯვარიც თურქეთში დავიწერეთ მართლმადიდებლურ ტაძარში. ისეთი საოცარი იყო, ქართულად კითხულობდა მამაო, გალობა კი ბერძნულად იყო. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ხელიც იქ მოვაწერეთ.

– როგორც ვნახე, „დოლჩე და გაბანას“ კაბა საოცრად ლამაზია და შენც ძალიან ლამაზი ხარ. ალბათ ნიკამ, რომ დაგინახა, ხელმეორედ შეუყვარდი.

– კი, ალბათ. კაბა მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა – ნაზი. მაკიაჟი მაკა შავერდაშვილმა გამიკეთა, მის გარდა ვერავის ვენდობოდი. თმაც ისე გავიკეთე, როგორც მე მინდოდა – აწეული. ნიკა ისეთ მაგარ ფორმაში იყო... მასაც „დოლჩე და გაბანას“ კოსტიუმი ეცვა და საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა.

– ქორწილის შემდეგ, თურქეთიდან პირდაპირ თბილისში ჩამოხვედით?

– კი. ჩვენ ხომ მთელი წელი თაფლობის თვე გვქონდა და წამოვედით გამოცდების ჩასაბარებლად.

– ანუ გამოცდებმა „ჩაგიმწარათ“ თაფლობის თვე?

– კი. ისე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თაფლობის თვე მთელი ცხოვრება გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამას შევეცდებით.

– როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება?

– ნიკა მუშაობს. მე სანამ სწავლა დამეწყებოდა, ძირითადად სახლში ვიყავი, ან მეგობრებთან მივდიოდი. ახლა უკვე უნივერსიტეტში დავდივარ. საღამოს გვიყვარს მეგობრების წრეში ყოფნა, გართობა. როცა მე და ნიკა სახლში მარტოები, ვართ, სულ ვგიჟობთ. ხანდახან რომანტიკულ ვახშამსაც ვაწყობთ, სანთლის შუქზე. ორივეს ძალიან გვიყვარს სახლში მარტო ყოფნა, ყველაზე კარგად ვისვენებთ და საუკეთესოდ ვგრძნობთ თავს. როდესაც ნიკა სახლში არ არის, ხუთი წუთითაც რომ ვერ ვნახო, ცუდად ვხდები. არსად წასვლა არ მინდა, ძალიან მენატრება ხოლმე. ნიკას გარდა არაფერი და არავინ მინდა. ველოდები და თან ათასჯერ მირეკავს, ვურეკავ. ასეთი რაღაცეები ჩემთვის არ არის მოსაბეზრებელი. რომ არ დავურეკო, შეიძლება, გავგიჟდე. ნიკაც ასეა, იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, ორივე საკმაოდ თბილი ადამიანები ვართ. ნიკა ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია, სულ მინდა, ძალიან ლამაზი ვიყო – კარგ ფორმაში, რომ მას უფრო მეტად მოვეწონო. ყველაფერს მისთვის ვაკეთებ. თან ნიკას ეხერხება კომპლიმენტების გაკეთება და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენი ურთიერთობა მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ. ეს სიყვარულს კიდევ უფრო აძლიერებს.

– შემთხვევით, სამზარეულოში ფუსფუსი ხომ არ დაიწყე?

– არა, ძირითადად გარეთ ვიკვებებით, საჭმელების მომზადება შემიძლია, მაგრამ ჯერ ამის საჭიროება არ დამდგარა. ნიკა საერთოდ არ არის პრეტენზიული, თუმცა გაუხარდება, ბედნიერი იქნება, რომ მე მოვუმზადო საჭმელი. ალბათ, გავუკეთებ.

– მოდი, მომიყევი როგორ მიდის შენი ფეხმძიმობის ამბები?

– ძალიან კარგად, უკვე მეექვსე თვეში გადავდივარ, ყველაფერი მშვენივრად მიდის. რომ გავიგე ფეხმძიმედ ვიყავი, შოკში ჩავვარდი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ტირილი დავიწყე. მაშინვე ნიკას დავურეკე. გაგიჟდა, ძალიან ბედნიერი იყო. სხვათა შორის, საერთოდ არ შემცვლია ხასიათი, ვერც ვგრძნობ, რომ ორსულად ვარ. ჯერ არაფერი მიგრძვნია და შესაბამისად ბოლომდე ვერ გავაცნობიერე, რა ხდება ჩემს თავს. ალბათ, მუცელი მაინცდამაინც რომ არ მემჩნევა, ნიკაც, ჩემსავით ჯერ ვერ აცნობიერებს, რა ხდება, მაგრამ შვილს უკვე მოუთმენლად ელოდება. მჯერა, რომ ნიკა ყველაზე კარგი მამა იქნება, თუმცა მე არ ვიცი, როგორი დედა ვიქნები. ინტერნეტში ორსულობის შესახებ ინფორმაციები მოვიძიე, ცურვაზეც დავდივარ, საკმაოდ აქტიური ფეხმძიმე ვარ. ჯერ არ ვიცით ბავშვის სქესი, მაგრამ მალე გავიგებთ. ბებიები და ბაბუები მგონი, ჩვენზე მეტად ელოდებიან ამ ბავშვის დაბადებას.

– მამამთილი და დედამთილი ალბათ, განებივრებენ.

– კი, ყველაზე მეტად ისინი მანებივრებენ, ძალიან თბილი და კარგი ხალხია.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3