კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საზოგადოებაში გავრცელებული იოდშემცველ პროდუქტებზე მცდარი შეხედულება და რატომ არის ქალბატონებში ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები მამაკაცებთან შედარებით უფრო გავრცელებული

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები დღეს მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში ძალიან გავრცელებული პრობლემაა. სპეციალისტების თქმით, მთაგორიანი რელიეფის გარდა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გავრცელებას ხელს უწყობს სტრესული ფონი, დაბინძურებული გარემო, ცუდი ეკოლოგიური და სანიტარული პირობები. გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი რუსუდან კვანჭახაძე:

– ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ორ მილიარდამდე ადამიანი, მსოფლიო მოსახლეობის 30 პროცენტი, ცხოვრობს იმ რეგიონებში, სადაც იოდის არასაკმარისი მოხმარებაა და, შესაბამისად, მაღალია იოდდეფიციტური დაავადებების განვითარების რისკი. ორგანიზმში იოდის რაოდენობის დაქვეითების ძირითადი მიზეზია ამ მიკროელემენტის არასაკმარისი დონე საკვებსა და წყალში, რომელიც თავის მხრივ იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების განვითარებას. მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის, რომელთა მოსახლეობას ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს, სამწუხაროდ, საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს.

– რომელ პროდუქტებშია იოდი ყველაზე დიდი რაოდენობით?

– მინდა უარვყო საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულება, თითქოს ამ ელემენტს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ყვავილოვანი კომბოსტო, ხურმა, კივი. ძირითადად, იოდი არის ზღვის პროდუქტებში, ყველაზე დიდი რაოდენობით წყალმცენარე ლამინარიაში, ანუ ზღვის კომბოსტოში, რომელიც ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლის წინათ, გამოიყენებოდა ჩიყვის სამკურნალოდ. ასევე, მდიდარია ამ მიკროელემენტით თევზეული, სხვადასხვა წყალმცენარე, ამიტომ მოსახლეობა, მაგალითად, იაპონელები, რომელიც ცხოვრობენ ოკეანისა და ზღვის სანაპიროზე და შესაბამისი პროდუქტებით იკვებებიან, არ იმყოფებიან იოდდეფიციტური დაავადებების რისკის ქვეშ. იოდი დიდი რაოდენობითაა ცხოველური წარმოშობის საკვებ პროდუქტებში, მაგალითად ღორისა და საქონლის ხორცში, მცენარეული წარმოშობის პროდუქტებიდან წიწიბურაში, ჭვავის პურში, ფეიხოაში, ლიმონში, ისპანახში. იმისთვის, რომ არ განვითარდეს იოდდეფიციტური დაავადებები, ორგანიზმში ნორმალურად უნდა განხორციელდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზი. ამ მნიშვნელოვანი პროცესისთვის იოდის გარდა, საჭიროა კვების რაციონში იყოს სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვადასხვა ამინომჟავა, მაგალითად, თიროზინი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პროდუქტი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ზომაში მომატებას ანუ ჩიყვს იწვევს. სწორედ ყვავილოვანი კომბოსტო, აგრეთვე ბოლოკი, თალგამი და სხვა, მიეკუთვნება იმ პროდუქტთა ჯგუფს, რომელთა ჭარბი რაოდენობით მიღება პაციენტებში, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისადმი მიდრეკილებით, მიზანშეწონილი არ არის.

– იოდის დეფიციტისა და არასრულფასოვანი კვების გარდა, რომელი ფაქტორები იწვევს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების განვითარებას?

– ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურასა და ფუნქციაზე იოდდეფიციტის გარდა, მოქმედებს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და სანიტარული პირობები, სტრესები, სხვადასხვა მიკრო და მაკროელემენტის, ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობით მოხმარება, თამბაქოს კვამლი, ასევე ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატი. დაავადების მნიშვნელოვანი ხელისშემწყობი ფაქტორია რადიაციული ფონის მომატება, ეკოლოგიური კატასტროფები. სამწუხაროდ, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, საქართველო არ მოხვდა მაღალი რისკ-ჯგუფის ქვეყნებში და შესაბამისად, მას სათანადო ყურადღება არ მიექცა. რის შედეგადაც, დასავლეთ საქართველოს ბარში, სადაც ენდემური ჩიყვის გავრცელების ბევრად უფრო დაბალი არეალი იყო, რადიაციული ღრუბლის მოახლოების შემდეგ, იმატა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებმა. ტოქსიკური, რადიაქტიური ელემენტის – იოდ 131-ის სიჭარბემ ატმოსფეროში, გამოიწვია ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლილებები, განსაკუთრებით, იმ პირებში, რომელთაც ფიზიოლოგიურად გაზრდილი აქვთ მოთხოვნილება იოდზე. ამ ჯგუფს კი სამწუხაროდ, მიეკუთვნება პუბერტატული ასაკის ბავშვები და ორსული ქალები.

– როგორია მდგომარეობა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში?

– თბილისსა და რეგიონებში ჩვენ პერიოდულად ვატარებთ კვლევებს ამ კუთხით. 1997-2007 წლებში საქართველოში მოქმედებდა იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც აქტიურად ვიყავი ჩართული.ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში ჩიყვის გავრცელების სიხშირე როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში 80-90 პროცენტსაც კი აღწევდა. ქართველ ენდოკრინოლოგთა მიერ გამოკვლეული იყო ათასობით პაციენტი, ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და პროფილაქტიკა. წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სტატისტიკური მაჩვენებლები, კერძოდ, ზოგიერთ რეგიონში ჩიყვის სიხშირე შემცირდა 2,5-ჯერ.

– თქვენ აღნიშნავთ, რომ იოდდეფიციტის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ორსული ქალი და ნაყოფი, რით აიხსნება ეს მოვლენა?

– ორსულობის პერიოდში იოდი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი დეფიციტი ხდება მთავარი და ხელშემწყობი მიზეზი ისეთი დარღვევების განვითარებისა, რომელსაც მოსდევს უნაყოფობა, პათოლოგიურად მიმდინარე ორსულობა სპონტანური აბორტებით, ნაადრევი მშობიარობით, მკვდარშობადობით. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აუცილებელია ნაყოფის თავის ტვინის განვითარებისთვის. იოდდეფიციტის პირობებში ახალშობილის ფსიქიკური მდგომარეობა მერყეობს მსუბუქი ჩამორჩენიდან კრეტინიზმამდე. თირეოიდული ჰორმონების გამომუშავებას ნაყოფი დამოუკიდებლად მხოლოდ მე-12 კვირიდან იწყებს. ამდენად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორსულის მიერ საჭირო ოდენობის იოდის მიღებას ორსულობის პირველი კვირიდან. სამწუხაროდ, ხშირად ქალი ენდოკრინოლოგს ორსულობის ბოლო თვეებში მიმართავს, როდესაც უკვე ჩამოყალიბებული აქვს ჩიყვი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა და შესაბამისად, დიდია ნაყოფის განვითარების დარღვევის რისკი. ახლახან ჩემი ავტორობით გამოიცა სახელმძღვანელო „მიკრო და მაკროელემენტების სტატუსი ორსულობის პერიოდში”. მასში შეჯამებულია ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ გავლენას ახდენს სხვადასხვა ელემენტის ნაკლებობა ან სიჭარბე ორსულობის პათოლოგიურ მიმდინარეობაზე.

– გარდა ზემოთ აღნიშნული სიმპტომებისა, სხვა რა ჩივილები ახასიათებს იოდდეფიციტის დროს პაციენტს?

– იოდდეფიციტის გამო გამოწვეული ჰორმონალური დარღვევები შეიძლება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდეს გამოხატული სიმპტომების გარეშე. ამიტომ, იოდის დეფიციტს ხშირად იოდის ფარულ შიმშილს უწოდებენ. ბავშვებში აღინიშნება ინტელექტის დარღვევა, გონებრივი და ფიზიკური ჩამორჩენა, ქრონიკული დაავადებისადმი მიდრეკილება, დიფუზური და კვანძოვანი ჩიყვის განვითარება. მძიმე ენდემურ კერებში შეიძლება, ადგილი ჰქონდეს კრეტინიზმის განვითარებას. რაც შეეხება, მოზრდილებს, ავადმყოფები ხშირად უჩივიან ადვილად დაღლას, თავის ტკივილს, გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებას, შეშუპებას, წონაში მატებას, ბრადიკარდიას, ყაბზობას, სიცივის აუტანლობას, აპათიას, სახსრების ტკივილს, მეხსიერების დაქვეითებას, მოგვიანებით ფარისებრი ჯირკვლის გადიდებასთან ერთად, შეიძლება განვითარდეს ხველა, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება და სხვა.

– ქალებსა და მამაკაცებს შორის თუ არის სხვაობა ამ მხრივ?

– რა თქმა უნდა, განსხვავება არის. ფარისებრი ჯირკვალი სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებთან მჭიდრო კავშირშია. ქალის ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესის, მენსტრუალური ციკლის დაწყება, ორსულობა, ლაქტაცია თუ კლიმაქსი, პერიოდში ხდება ჰორმონალური დისბალანსი, რაც მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე. ამიტომ, ქალებში აღნიშნული პათოლოგია უფრო ხშირად გვხვდება.

– ჩვენ იოდდეფიციტზე ვისაუბრეთ. როგორ მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე ადამიანის ორგანიზმზე?

– როდესაც ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით ჰორმონებს, პაციენტები უჩივიან წონაში კლებას გაძლიერებული მადის ფონზე, ოფლიანობას, ხელის კანკალს, ტაქიკარდიას, ადვილად გაღიზიანებას, დაღლას, მოუსვენრობას, სიცხის აუტანლობას, ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევას, მძიმე ტოქსიკოზის დროს თვალების მხრიდან ცვლილებებს, მხედველობის გაუარესებას და სხვა.

– თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევადობა თუ არის რამე კავშირში იოდის დეფიციტთან?

– რა თქმა უნდა, ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს დერმატოლოგიური პრობლემები – კანის სიმშრალე, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა. თუმცა, იოდის დეფიციტთან ერთად, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სხვა მიკროელემენტთა დისბალანსსაც. მაგალითად, ორგანიზმში თუთიისა და სელენის დეფიციტს.

– და ბოლოს, რეკრეაცია – მთისა და ზღვის კურორტებზე დასვენება, თუ არის სასარგებლო ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით დაავადებული პაციენტებისთვის?

– ცხოვრების ჯანსაღი წესი – სუფთა ჰაერზე სეირნობა, ზღვისა და მდინარის წყალი, ცურვა, ნატურალური პროდუქტების მიღება დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე ზოგადად, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით დაავადებულებს კატეგორიულად ეკრძალებათ გარუჯვა, განსაკუთრებით შუადღის მზეზე.


скачать dle 11.3