გოგრა კუჭ-ნაწლავის მკურნალია, ლიმონი კი ანთებას აცხრობს
ხალხურ მედიცინაში გოგრას უხსოვარი დროიდან იყენებდნენ, მისი თესლი სხვადასხვა პარაზიტის, კერძოდ, მრგვალი, მარტოხელა და ლენტისებური ჭიების საწინააღმდეგო უებარი საშუალებაა, ხოლო, თუ გოგრის რბილობს თაფლთან ერთად შეჭამთ, კუჭ-ნაწლავის პრობლემები არასდროს შეგაწუხებთ.
კუჭ-ნაწლავისთვის ასევე, კარგია თეთრ ღვინოში გარეული გოგრის წვენი; გარდა ამისა, გოგრის დანაყილი თესლის ნახარში გამოიყენება ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ და კარგი შარდმდენი საშუალებაცაა. თუ ღვიძლის ანტიტოქსიკური ფუნქცია დარღვეულია, გოგრის ნაყოფის ჭამით მას აუცილებლად აღიდგენთ.
ლიმონს კი მჟავე გემო იმის გამო არ აქვს, რომ ის შაქარს არ შეიცავს, პირიქით, ერთ კილოგრამ ლიმონს მეტი შაქარი აქვს, ვიდრე მარწყვს. ხოლო C ვიტამინი მასში ძალზე დიდი რაოდენობითაა.
ლიმონი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს. მას აქვს მიკრობსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები. ამიტომ, აუცილებლად მიირთვით ის გაციების, ანგინისა და გრიპის დროს. განსაკუთრებით კარგია ანგინის დროს, რადგან მჟავე ლიმონი ყელში ანთებითი პროცესის ჩაცხრობას უწყობს ხელს.