კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზამთარში ჭამეთ ბევრი მცენარეული საკვები და რძის პროდუქტები

ზამთარმა რომ დისკომფორტი არ შეგიქმნათ და ცივი სეზონის გადატანა ადვილად, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე შეძლოთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, კერძოდ:

წელიწადის ცივ დროს გამონაყარი კანზე გაორმაგებულად გვახსენებს ხოლმე თავს. მათ გამოჩენას ზამთარში ცხიმიანი საკვების მიღება, ტემპერატურის ცვალებადობა და ბევრი სხვა ფაქტორი განაპირობებს. აუცილებელია, ამ დროს პოლივიტამინებისა და მიკროელემენტების მიღება. რაციონში კი შეზღუდეთ ყავა, შოკოლადი, პურ-ფუნთუშეული. დიდი რაოდენობით მიირთვით რძის პროდუქტები და მცენარეული საკვები.

ზამთარი რესპირატორული დაავადებების გავრცელებას უწყობს ხელს. ყოველი მეორე აცემინებს ან ახველებს. ამ დროს თავდაცვის საუკეთესო საშუალება იმუნიტეტის გაძლიერებაა. მიიღეთ ცაცხვის ფოთლების ან ჟოლოს მურაბის ცხელი ჩაი. ის შეიცავს C ვიტამინს და გიცავთ შესაძლო დასნებოვნებისგან.

ყოველდღიურად, დილა-საღამოს, სახესა და ტუჩებზე ყინულის კუბიკი წაისვით. ეს სისხლძარღვებისთვის არაჩვეულებრივი ვარჯიშია, რადგან ფორები ჯერ ფართოვდება, შემდეგ კი იკუმშება.

ახალი ხილი და ბოსტნეული ზამთარში ცოტაა. დაკონსერვებულში კი ვიტამინები ნაკლებადაა. გირჩევთ, უპირატესობა ამ სეზონზე გაყინულ პროდუქტებს მიანიჭოთ, რადგან მასში ვიტამინები დიდხანს ნარჩუნდება.

ცუდ ამინდში, კერძოდ კი სიცივეში, ტუჩზე ხშირად ჩნდება გამონაყარი. ამისთვის კარგია, თუ ინტენსიურად წაისვამთ ტუჩზე ზეითუნის ზეთს. ის არბილებს ტუჩის კანს და მავნე ნივთიერების მოქმედებასაც ამცირებს.

როგორც წესი, ბევრ ადამიანს ზამთარში დეპრესია აწუხებს. გათავისუფლდით უსიამოვნო აზრებისგან. იფიქრეთ გართობაზე. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, უსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, ესტუმრეთ მეგობრებს და მიირთვით ერთი ჭიქა წითელი ღვინო.


скачать dle 11.3