კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: შარშან გადავიტანე პნევმონიით გართულებული ეგრეთ წოდებული „ღორის გრიპი“. არის თუ არა წლევანდელი ეპიდემიის დროს განმეორებით დაავადების საშიშროება თუ უკვე გამომიმუშავდა იმუნიტეტი?

პასუხი: ამ ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი გაქვთ, თუმცა ამ დაავადების სხვა შტამებისგან დაუცველი ხართ.

კითხვა: როგორ დავიცვათ ბავშვები გრიპისგან?

პასუხი: გრიპისგან დაცვის ერთადერთი რეალური საშუალება არის ვაქცინაცია. ახლაც არ არის გვიანი, ჩაუტაროთ ბავშვს ვაქცინაცია, რადგან აცრის შემდეგ ანტისხეულების ტიტრი ორგანიზმში გამომუშავდება 2 კვირის შემდეგ, ხოლო გრიპის სეზონი აპრილამდე გასტანს.

კითხვა: როგორ ვუმკურნალო I ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 7 წლის ბავშვს, რომელსაც აქვს მაღალი ტემპერატურა და ტაბლეტების მიღება იწვევს ღებინებას?

პასუხი: თუ ტაბლეტების მიღება იწვევს ღებინებას, საჭიროა მედიკამენტების ინიექციის სახით გამოყენება. ამისთვის კი მიმართეთ ექიმს.

კითხვა: მართალია თუ არა, რომ გრიპი ყოველთვის მწვავედ იწყება მაღალი სიცხით. მაქვს სურდო, ხველა, მაგრამ სიცხეს არ აუწევია. ეს გრიპია?

პასუხი: მწვავედ, ტემპერატურის მკვეთრი აწევით, იწყება მხოლოდ გრიპი, სხვა დანარჩენ მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს (200-ზე მეტი არსებობს) აქვს სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება, მათ შორის ისეთიც, რომელიც თქვენ დაასახელეთ. ყველა შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

კითხვა: შეიძლება თუ არა ადამიანი იყოს გრიპის ვირუსის გადამტანი, თუ თვითონ არ არის ავად და რამდენ ხანს გრძელდება საინკუბაციო პერიოდი გრიპის დროს?

პასუხი: გრიპის დროს საინკუბაციო პერიოდი ძალიან ხანმოკლეა (1-2 დღე). თუ ადამიანი თვითონ არ არის დაავადებული, ის გადამტანიც ვერ იქნება, რადგან ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება.

კითხვა: გვირჩიეთ, რა მოვიმოქმედოთ გრიპის ან გაციების პირველივე სიმპტომების გამოვლენის დროს?

პასუხი: მკურნალობა სიმპტომატურია: სიცხის დამწევი პრეპარატები (თუ სიცხე 38,5 გრადუსზე მეტია), დიდი რაოდენობით სითხის მიღება (არანაკლებ 2 ლიტრისა) ინტოქსიკაციასთან საბრძოლველად. თუმცა, გართულებების თავიდან ასაცილებლად, ასევე, თუ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, ან, როცა ხშირია ატიპური ან სხვა საშიში ვირუსული ინფექციები, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს.

კითხვა: მოქმედებს თუ არა ანტიდეპრესანტები პოტენციაზე?

პასუხი: ანტიდეპრესანტები შეიძლება გახდეს სქესობრივი დისფუნქციის მიზეზი (ნაადრევი ეაკულაცია, პოტენციის დაქვეითება და ასე შემდეგ). ეს გვერდითი მოვლენაა. ანტიდეპრესანტებს ნიშნავს ნევროლოგი, ფსიქიატრი ან ნევროპათოლოგი და შესაბამისი კონსულტაციებიც შეგიძლიათ, მათგან მიიღოთ.

კითხვა: რა სიმპტომები ახასიათებს ღორის გრიპს?

პასუხი: ამ ტიპის გრიპისთვის დამახასიათებელია: სიცხის უეცარი აწევა ძალიან მაღალ ნიშნულამდე, ციებ-ცხელება, კუნთებისა და ძვლების ტკივილი კატარალური მოვლენების პრაქტიკულად არარსებობის ფონზე.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი




скачать dle 11.3