კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, როდესაც მას კი არ სთხოვენ მოწყალების გაღებას, არამედ აიძულებენ ამას?

პასუხი: ზოგადად მოწყალება ნებაყოფლობითია და ძალდატანებით ის თავის არსს კარგავს. გამცემიც და მიმღებიც თავის სინდისთან უნდა იყოს მართალი. გამცემმა უნდა მისცეს იმდენი, რამდენიც შეუძლია. უნდა იცოდეს, რომ უფალი ხედავს მის გულს, მოწყალების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო მიმღებმა შესაწირი მადლიერებით უნდა მიიღოს. თუ მოწყალების გაღება ამგვარ ზნეობრივ ჩარჩოებს გასცდება, მაშინ მას აღარ აქვს ქრისტიანული სახე.

კითხვა: რა სახის ცოდვას მიეწერება წყევლა და რატომ სრულდება ის?

პასუხი: წყევლა არის ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვა, ის მრისხანების ცოდვაა. როდესაც ადამიანი ვინმეს სწყევლის, ბოროტი ძალის ნებას ასრულებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სოფელშიც, სადაც მარადიულად იბრძვის სიკეთე და ბოროტება, ზოგჯერ სიკეთეც მარცხდება. როდესაც ვცოდავთ, ბოროტი ძალა ჩვენივე ნებით შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. წყევლისას ადამიანის ნება ბოროტის ნებას ემთხვევა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ წყევლით მოყვარესაც და საკუთარ თავსაც ბოროტი ძალის ზეობისთვის ვიმეტებთ.

კითხვა: გავიგე, რომ სიყვარულის მფარველი წმიდა ნიკოლოზი ყოფილა. შეიძლება თუ არა, მას ვთხოვო სიყვარულში დახმარება?

პასუხი: წმიდა ნიკოლოზი ოჯახის სიწმიდის დამცველად ითვლება. მიწიერი მოღვაწეობის დროს ის გაჭირვებულ ოჯახებზე ზრუნავდა და ბევრი მათგანი იხსნა განსაცდელისგან. თუ თქვენ სიყვარულისთვის შემწეობაში ქრისტიანული ოჯახის შექმნას გულისხმობთ და არა ვნების დაკმაყოფილებას, შეგიძლიათ, ევედროთ წმიდა ნიკოლოზს, ასევე სხვა წმიდანებსაც. ზოგადად სიყვარულის მოციქულს იოანე მოციქულს ეძახიან. ამ სიყვარულში, ცხადია, უპირველესად უფლის სიყვარული იგულისხმება, მაგრამ თუ უფალი გეყვარებათ, სწორ არჩევანსაც გააკეთებთ ცხოვრებაში. სიყვარული არა მხოლოდ სიხარული და ბედნიერებაა, არამედ მოვალეობა, თავგანწირვა და ტვირთი.

კითხვა: შეუძლია თუ არა მოუნათლავ ადამიანს პირჯვრის გადაწერა?

პასუხი: მოუნათლავ ადამიანს შეუძლია, გადაიწეროს პირჯვარი და წირვის დროს დაესწროს იმ ნაწილს, რასაც „კათაკმეველთა ლიტურგია“ ეწოდება. თუმცა ყოველი ადამიანი უნდა დაეშუროს მონათვლას, რადგან არავინ იცის, როდის გარდაიცვლება იგი და მოუნათლავი ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.


скачать dle 11.3