კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის არ უშვებს მაგდა ანიკაშვილი სახლში ახალდაბადებულ შვილთან და ვინ ატარებს გამოძიებას მის პირად ცხოვრებაზე

მას შემდეგ, რაც მაგდა ანიკაშვილი პატარა ალექსანდრეს დედა გახდა, მის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა და ახალი ეტაპი დაიწყო – მშვიდ და გაწონასწორებულ მაგდას, ემოციები ისე მოეძალა, რომ საკუთარი თავის თვითონვე უკვირს. ისიც გაბედა, რასაც ვერასდროს ბედავდა: ლექსებსაც თხზავს, ზღაპრებსაც, ამღერდა კიდეც და, უკვე იმაზეც დაიწყო ფიქრი, როგორ შეუმსუბუქოს ცხოვრება ახალი კანონით ახალბედა დედებს, რომელთა შორის თავად 9-წლიანი მოლოდინის შემდეგ მოხვდა.

მაგდა ანიკაშვილი: ცხრა წელი ველოდით ალექსანდრეს და ამდენი ხნის მოლოდინის შემდეგ დედობის განცდა მართლაც განსაკუთრებულია. ხშირად გამიგონია დედებისგან, ნეტავ მანამდე როგორ ვცხოვრობდი, სანამ შვილი მეყოლებოდაო. ჩემი პირველი რეაქციაც ასეთი იყო. რა თქმა უნდა, მინდოდა შვილი, მაგრამ, ისეთი მძაფრი რეაქციები არ მქონია, რაც ქალებს აქვთ ხოლმე შვილის მოლოდინში. ერთხანს, გარკვეული მიზეზების გამო, მე და ჩემი მეუღლე არც ვჩქარობდით შვილის დაბადებას, ახლა კი უკვე მზად ვიყავი დედობისთვის. ბავშვი იბადება უფლისგან, ასე გამოვიდა ჩვენს შემთხვევაშიც. ალექსანდრე დაიბადა მაშინ, როცა უნდა დაბადებულიყო. ამ პატარა ადამიანმა ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება – ბევრი რამ უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. იმას, რაც ადრე ჩემთვის პირველხარისხოვანი იყო, ისე აღარ აღვიქვამ, ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ალექსანდრე, ის ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცია.

– ბიჭი გინდოდათ გყოლოდათ თუ გოგო?

– რატომღაც, მეგონა, რომ გოგო მეყოლებოდა, თუმცა, როცა გავიგე, რომ ალექსანდრე გაჩნდებოდა, ძალიან გამიხარდა. სახელზე თითქმის არ მიფიქრია, ჩემი მეუღლის ბაბუისა და ჩემი დეიდაშვილის სახელი დავარქვით, თან, ძალიან მომწონს ეს სახელი. პირველი ემოცია, რაც ახალდაბადებულ ბავშვთან დაკავშირებით გამიჩნდა, მისი ტირილი იყო – სულ ვფიქრობდი, როგორ იტირებდა. ის რამდენიმე წამი, სანამ იტირა, დიდ დროდ მომეჩვენა. როცა პირველად შევხედე, მივხვდი, რომ ყველაზე სიმპათიური ალექსანდრე იყო. გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამას, ნელ-ნელა მეც მემსგავსება იერით, რაც ძალიან მიხარია.

– პატარა ალექსანდრე უკვე მონათლეთ, ბავშვის ნათლიები, ალბათ, თქვენი პოლიტიკოსი მეგობრები არიან.

– ალექსანდრეს პოლიტიკოსი ნათლიები არ ჰყავს, მისი ნათლიები ჩემი და ჩემი მეუღლის ბავშვობის მეგობრები და მეჯვარეები არიან. როცა ჩვენ დავქორწინდით, ჩემი ახლანდელი მეგობრების უმეტესობას არც კი ვიცნობდი, მეც ძალიან შორს ვიყავი პოლიტიკისგან.

– „ქრისტიან-დემოკრატები“ როგორ გულშემატკივრობდნენ ალექსანდრეს დაბადებას?

– ძალიან გულშემატკივრობდნენ, ამდენი ხანი არ მყავდა შვილი და ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდათ. იმ პერიოდში გიორგი ამერიკაში იყო, ძალიან ხშირად მირეკავდა და იგებდა ჩემს ამბებს. ჩემმა კოლეგებმა ძალიან შემიწყვეს ხელი ფეხმძიმობის დროს, განსაკუთრებით – ბოლო პერიოდში. მე თავადაც ვერ გავრისკავდი შორს მგზავრობას, მათ კი საერთოდ ამიკრძალეს რეგიონებში სიარული. ცხელი ზაფხულის გადატანას თუ არ ჩავთვლი, ფეხმძიმობის პერიოდმა ძალიან კარგად, ყველანაირი გართულების გარეშე ჩაიარა. ალექსანდრე გრძელი და დიდი ბავშვი იყო, ეტყობა, კარგად ვერ ეტეოდა და ძალიან ყოჩაღად ცელქობდა დაბადებამდე. ვცდილობდი, არაფერი გამომპარვოდა. ძალიან მეშინოდა მშობიარობის და ბებიების პერიოდის მშობიარობებიც კი გამოვიკვლიე, ახლა გადამავიწყდა ის ფიზიკური ტკივილი, მაშინ კი მეგონა, რომ ისეთი კატასტროფა გადავიტანე, თითქოს ჩემ გარდა არავის გადაუტანია (იცინის).

– როგორც ამბობენ, ძალიან ემოციური დედა ხართ.

– არ მინდა ისეთი დედა ვიყო, რომელიც შვილს თავისი სიყვარულით ხუთავს; არ მინდა, ვიყო გადარეული დედა, მაგრამ, არ გამომდის. ვიცი, რომ, რაც უფრო მეტად დაჰფოფინებ ბავშვს, მით უფრო ცუდია და ბავშვს რაღაცეები ემართება. განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს – ნათლობის დროს იმდენი ვიძახეთ მე და დედაჩემმა, შეიძლებოდა რომ ბავშვი ნათლობის დროს გაციებულიყო, მართლაც გაცივდა. ისე განვიცადე, რომ ყველა და ყველაფერი დამავიწყდა. საერთოდ, ვცდილობ, არ ვიფიქრო ცუდზე და ვიყო თავისუფლად, მაგრამ, არ გამომდის. ჩემდა სამწუხაროდ, ცოტა ცრურწმენებსაც ვითვალისწინებ, მაგალითად, არ მინდა ბავშვს ბევრ ხალხთან ჰქონდეს კონტაქტი, მინდა, მშვიდ სიტუაციაში იყოს, თავისი, კომფორტული გარემო ჰქონდეს. ამ ბოლო დროს ვირუსის შიშით, კარანტინი გამოვაცხადე და სახლში ყველას არ ვუშვებ (იცინის).

– ბავშვის მოვლაში დაოსტატდით?

– ყველაფერი გამომდის, დაბანის გარდა – ამას დამოუკიდებლად ჯერ ვერ გავართვი თავი. ძალიან მეხმარებიან დედა და დეიდა, ანუ, ალექსანდრე სამი ქალის მეურვეობის ქვეშ იზრდება. ვცდილობ, რაც შეიძლება გადავწიო ძიძის მოძებნის პროცესი და ჩვენ თვითონ მივხედოთ ალექსანდრეს. ჯერჯერობით იშვიათად ვტოვებ მას ჩემ გარეშე – მაქსიმუმ ერთ საათში მოვრბივარ უკან, რადგან ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს. თუ დღეში ორჯერ გავედი სახლიდან და ცოტა დიდხანს მომიწია ალექსანდრეს დატოვება, საკუთარი თავზე ვბრაზდები ხოლმე, მგონია, რომ უჩემოდ მოიწყენს, თუმცა, სახლში დაბრუნებული, როცა ალექსანდრეს რეაქციას ვერ ვხედავ ჩემ მიმართ, ცოტა „ვსაყვედურობ” კიდეც (იცინის). ჩვენ უკვე საუბარიც კი დავიწყეთ. ალექსანდრე დიდი ორატორია – მე რომ ვესაუბრები, თვითონაც თავის სათქმელს „ამბობს”. მე უკვე წარმოვიდგენ ხოლმე ალექსანდრეს სხვადასხვა პროფესიაში, უფრო მეტიც, უკვე დედამთილადაც კი წარმოვიდგენ ხოლმე თავს, თუმცა, „ვეუბნები,” რომ თვითონ ვინც შეუყვარდება, ის უნდა მოიყვანოს ცოლად (იცინის).

– მშობიარობის შემდგომი პერიოდის სირთულეები იოლად გადალახეთ?

– დიახ, ძალიან მალე ჩავდექი ფორმაში, პოსტმშობიარობის დეპრესია საერთოდ არ მქონია, ალბათ, იმიტომ, რომ ალექსანდრე ძალიან ჭკვიანი ბიჭია, საერთოდ არ მღლის და არც ღამეებს მათენებინებს. არც ზედმეტი კოლოგრამების მოშორებაზე დამჭირვებია დიდი ძალისხმევა, სასწორამდე არც მივსულვარ – ჩავიცვი ძველი ჯინსი და მივხვდი, რომ დიეტა აღარ მჭირდებოდა.

– ბოლო პერიოდში ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ მეუღლეს დაშორდით.

– მშობლებთან იმიტომ ვცხოვრობ, რომ ახლა ძალიან მჭირდება დედის თანადგომა. მეუღლეს ადრეც ბევრჯერ დამაშორეს, როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი, მაშინაც ვხდებოდი ჭორების სამიზე, მაგრამ პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში ეს თემა უფრო გააქტიურდა. მე მშვიდად ვხვდები ამ ხმებს, განსაკუთრებული რეაქციები არ მაქვს, ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნოა, როდესაც შენს პირად ცხოვრებაზე საუბრობენ, თან, არა მხოლოდ საუბრობენ, არამედ ამას აქტიური განხილვები და გამოძიებები მოსდევს. ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო ჭორებს. მე თავს ვიცავ უარყოფითი ემოციებისგან, რომ ეს ყველაფერი ჩემს შვილამდე არ მივიტანო, ამიტომაც ავირჩიე ასეთი პოლიტიკა: არაფერი მესმის, ვერაფერს ვიგებ (იცინის).

– ალექსანდრეს მამა როგორ რეაგირებს ამ ხმებზე?

– მისთვისაც ბავშვია მთავარი, ის არაჩვეულებრივი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე მამაა, შვილს ყოველდღე ნახულობს. როცა კარგი ამინდია, ბავშვს ის ასეირნებს, ეს ფუნქცია სიამოვნებით აიღო საკუთარ თავზე – იმ პერიოდში, სანამ მამა-შვილი სეირნობს, ჩემთვის იმის გაკეთებას ვცდილობ, რასაც ისე ვერ ვახერხებ. დათო უმღერის კიდეც ბავშვს, როცა ალექსანდრე იძინებს ან ცუდ ხასიათზეა. მე მას, რა თქმა უნდა, ვერ შევედრები, მუსიკალური მონაცემებით არ გამოვირჩევი, მაგრამ, ალექსანდრემ მეც ამამღერა, არადა, ამის სურვილი ადრე არასდროს მქონია. იმედი მაქვს, ბავშვი ამ მხრივ მამას დაემსგავსება, ჯერ მისი მონაცემები არ შეგვიმოწმებია (იცინის). მთავარი ისაა, რომ ვუმღერი ყველაფერს, ჩემი ბავშვობის დროინდელი მულტფილმების მელოდიებსაც კი. უკვე ახალ-ახალ სიმღერებს ვიგონებ, ტექსტებსაც ძირითადად ალექსანდრეზე ვრითმავ, ვიგონებ ზღაპრებს ალექსანდრე ბიჭზე, მოკლედ, ექსპერიმენტებში ვარ.

– ახლა ალექსანდრეს „წყალობით“, ალბათ, ძველებურ რეჟიმში ვეღარ შეძლებთ საქმიანობას, ამის გამო პარტიულ საქმეებს ხომ არ ჩამოშორდებით?

– იმედი მაქვს, რომ მეგობრები ცოტა ხანს კიდევ დამინდობენ და მაპატიებენ, შეხვედრიდან სახლში მალე თუ გამოვიქცევი. (იცინის). ახლა უკვე ვიცი, უპირველესად რა თემაზე მომიწევს მუშაობა პარლამენტში; საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ საქართველოში დეკრეტული შვებულების პერიოდი მცირეა და ამაზე აქტიურად უნდა დავიწყო საუბარი, როგორც კი ჩავერთვები საქმეებში. ორი-სამი თვე სამსახურში არ მივლია, კარგია, რომ ეს პერიოდი დაემთხვა, მარტიდან უკვე სხვა რეჟიმში მომიწევს მუშაობა. თითქოს, ალექსანდრეს გარდა დრო არაფრისთვის აღარ მემეტება, მაგრამ, აუცილებელ შეხვედრებს არ გავაცდენ, თუმცა, მე არც მანამდე არ დავდიოდი ისეთ ადგილებში, სადაც მისვლა აუცილებელი არ იყო.




скачать dle 11.3