კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქვეყნის მიერ წარმოებულმა ფაიფურმა დაიპყრო დღეისთვის მსოფლიო ბაზარი და რომელი ცნობილი ბრენდების კედლის თეფშებია თავმოყრილი სოსო სისაურის კოლექციაში

კედლის თეფშების კოლექცია, რომელიც სოსო სისაურთან სტუმრობისას დავათვალიერეთ, საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანია. ამ სანახაობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მისი მფლობელის მიერ ნაამბობი იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყანაა, ფაიფურის სამშობლო, კედლის თეფშების რომელი მარკაა განსაკუთრებით მაღალხარისხიანი რუსეთში, ევროპასა და აზიაში, ხოლო სულ რამდენი თეფშისგან შედგება სოსო სისაურის კოლექცია, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

სოსო სისაური: მრავალშვილიან ოჯახში ვიზრდებოდი. მამაჩემს 8 შვილი ჰყავდა – 4 ბიჭი და 4 გოგო. სკოლის შემდეგ პირველ წელს ერთი ქულა დამაკლდა, მეორე წელს კი ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, საღამოს დასწრებულზე, პარალელურად, ვმუშაობდი. ერთხელ, რატომღაც, შევედი „კომისიონში“. მაშინ სახელმწიფო საკომისიო მაღაზიები იყო მხოლოდ. ვათვალიერებდი გასაყიდად გამოფენილ ნივთებს და ძალიან მომწონდა. დროგამოშვებით თავს უფლებას ვაძლევდი, ზოგიერთი ნივთი შემეძინა, 10-20-30 მანეთის ფარგლებში. თავიდან ასე დავიწყე... იმხანად „კომისიონებში“ ჩამოფასებები ხდებოდა. 30 დღე რომ გავიდოდა დახლზე განთავსებიდან, ნივთს 30 პროცენტით ჩამოაფასებდნენ. როდესაც რომელიმე ნივთი მომეწონებოდა, ველოდი მის ჩამოფასებას, ზოგჯერ მიმართლებდა, ზოგჯერაც მანამდე იყიდებოდა. სწორედ იმ პერიოდში დამაინტერესა კედლის თეფშებმა და მაშინ დავიწყე მათი შეგროვება. თუმცა, ახლაც მიტაცებს ეს საქმიანობა. მინდა გითხრათ, რომ ოჯახში, ჩემს და-ძმებს შორის, ჩემ გარდა ეს არავის აინტერესებს.

– დღეისთვის რამდენი თეფშია თქვენს კოლექციაში?

– ასორმოცდაათამდე იქნება.

– როგორც ვნახე, მიმდინარეობის მიხედვითაა თეფშები განთავსებული კედლებზე.

– ასეა. თუ გადავხედავთ ფაიფურის წარმოების ისტორიის მიხედვით, ძველი ჩინეთის ფაიფური ოდითგანვე განთქმული იყო. ჩინეთი ფაიფურის სამშობლოდაც შეიძლება ჩაითვალოს. გერმანიას დღესაც იქიდან მიაქვს ფაიფურის მასალა.

დღეს მსოფლიო ბაზარი უპყრია რუსულ ფაიფურს. მეფის რუსეთის პერიოდის ფაიფურს ვგულისხმობ და არა საბჭოთას. როდესაც 1917 წლის რევოლუცია მოხდა, მეფის რუსეთის დროს მოქმედი ფაიფურის საწარმოებს, დაახლოებით, 1930 წლამდე ეყო მასალის მარაგი საწარმოებლად. ამის შემდეგ ყველა საწარმოს სახელი გადაერქვა.

რუსეთში ცნობილი ფაიფურის მწარმოებლები იყვნენ: გარდნერი, კუზნეცოვი, კორნილოვი, პოპოვი და იმპერატორის ფაბრიკა, რომელიც იმპერატორისთვის და ასე ვთქვათ, მაღალი ფენისთვის ქმნიდა ფაიფურის ნივთებს. ამ ნივთებზე ოქროთი მოვარაყებული ფერწერული ნიმუშებია. „იმპერატორის” წარმოების ფაიფური დღესაც ძალიან ძვირად ფასობს და ძირითადად სამუზეუმო ექსპონატებია. რაც შეეხება კუზნეცოვს, კორნილოვსა და გარდნერს, ისინი აწარმოებდნენ პროდუქციას, როგორც მდიდრების, ასევე ღარიბებისთვისაც. ყველა ნივთს უკან ერთნაირი მინაწერი ჰქონდა. ახლაც კი შევხვდებით თეფშს, რომელიც სულ თეთრია და აქვს ლურჯი, ან მწვანე ზოლი. ეს დაბალი ფენისთვის წარმოებული კუზნეცოვია. დღეს მათ ღირებულება არ აქვს, შესაძლოა 10 ლარადაც კი შეიძინოთ, საკმარისია, რაიმე ორნამენტი ჰქონდეს გამოსახული შუაგულში, ან გვერდებზე, რომ ორნამენტთა სიჭარბესთან ერთად, ფასიც მატულობს. ასეა კორნილოვიც.

კორნილოვი, კუზნეცოვი და გარდნერი მასალებითაც განსხვავდებოდა. მაგალითად: კორნილოვის თეფშებს ბრწყინვალება აქვს და შედარებით მძიმეა. მასზე შესრულებული ნახატიც ადვილად ამოსაცნობია დამახასიათებელი ხელწერით. კუზნეცოვი დაბალი ხარისხის ფაიფურსაც უშვებდა, „ფაიანსები” დროთა სვლას ვერ უძლებს. სხვათა შორის, გარდნერსაც აქვს „ფაიანსები“. თითქმის ყველა „ფაიანსს“ უჩნდება ლაქები.

კოლექციაში გამოყოფილი მაქვს ცალკე რუსული კუთხე, სადაც შეხვდებით, როგორც გარდნერს, ასევე პოპოვს, კუზნეცოვსა და კორნილოვსაც. იმპერატორის ქარხნის კი, რა მოგახსენოთ, ეს ნივთები ჩემს შესაძლებლობებს აღემატება, ისინი თავის დროზეც ძვირი ღირდა და ახლა მით უმეტეს.

– დაახლოებით, რა თანხა უნდა გქონდეს, რომ შეიძინო იმპერატორის ფაბრიკის მიერ წარმოებული რომელიმე თეფში?

– იმპერატორის ფაბრიკის მიერ წარმოებული ნივთების ფასი 3 ათასი დოლარიდან იწყება და ადის 30 ათასამდე. შესაძლოა, მეტიც ღირდეს.

– თუ იცით საქართველოში აქვთ ეს ნივთები?

– აქვთ. ბევრ ოჯახში მინახავს. ქართველებს ჭურჭლისადმი სიყვარული ოდითგანვე მოგვდევს. მოგეხსენებათ, მთელი პეტერბურგი ჩამოზიდული იყო ხოლმე საქართველოში. შევსულვარ ზოგ ქართულ ოჯახში და პირდაპირი მნიშვნელობით გეუბნებით, სამუზეუმო ექსპონატები მინახავს. ყიდიან და ყიდიან ... სხვათა შორის, ეზიდებიან და ეზიდებიან უკან, საიდანაც ჩამოზიდეს ერთ დროს. რუსებს ისევ უყვართ თავიანთი ნივთები.

– ამ კუთხეში რომელი ქვეყნის თეფშებია განთავსებული?

– ამ კუთხეში თავმოყრილი მაქვს ევროპული ნიმუშები. არაჩვეულებრივია ძველი ევროპული თეფშები. რამდენიმე ხნის წინ ამსტერდამში ვიყავი და იქაც იყო მშრალი ხიდის მაგვარი ბაზრობა, სადაც ძალიან ლამაზი თეფშები ვნახე. ერთი თეფში შევიძინე. სხვათა შორის, არ არის მაინცდამაინც ძვირი. ასეთი სტილის თეფშები რუსეთში და ჩვენთან უფრო ძვირად ფასობს.

ევროპული ფირმებიდან უნდა გამოვყოთ „ალფრედ მელკინი” – ინგლისიდან. ვატიკანის რელიგიური თეფშები, გერმანული – „ბოში”, „ვიკელ როი”, აგრეთვე საინტერესოა „ვენა” . ამ მარკის თეფშები ყოველთვის ძვირად ღირებული იყო და ასეა ახლაც. ევროპაშიც ფუნქციონირებდა სამეფო ფაბრიკები. ასევე იყო შეკვეთით დამზადებული ნამუშევრები, რომელთაც მარკა არ აქვს, მხოლოდ დანომრილია და ეს ნომრები კატალოგშია შეტანილი.

– რაც შეეხება აზიურ კუთხეს.

– აქ ჭარბობს ჩინური და იაპონური თეფშები, რომლებიც ხელით სრულდებოდა. ამ ქვეყნის პროდუქციის უდიდესი ნაწილი ფერწერაა, იშვიათად თუ შევხვდებით დეკორს, მაგრამ, საუბედუროდ, საქართველოში ამ პროდუქციას არ აფასებენ. არ ვიცი რატომ, ჩინური და იაპონური თეფშები არ უყვართ.

როდესაც მაო ძედუნსა და იოსებ სტალინს შორის კარგი დამოკიდებულება იყო, მაშინ ჩინეთმა საბჭოთა კავშირისთვის მინანქრის თეფშების გამოშვება დაიწყო. ამ კედელზე გამოფენილი თეფშები სწორედ იმხანად არის შექმნილი.

– კიდევ რომელი თეფშები გაქვთ?

– სასადილო ოჯახისთვის განკუთვნილი დეკორატიული თეფშებიც მაქვს, რომლებსაც აწარმოებდნენ რუსეთშიც და ევროპაში. ორივე კარგია დიზაინის მხრივ. ცნობილია თეფში „პური და მარილი”, რომელიც ადრე ყველა რუსულ ოჯახში იყო. შემდეგ უკრაინამაც გამოუშვა, მაგრამ ის განსხვავებული ხარისხია.

– ყველაზე ძველი თეფში რომელია ამ კოლექციაში?

– ყველაზე ძველია 1880-იან წლებში გამოშვებული ევროპული თეფში მოზაიკით, რომელიც მინანქარს ჰგავს.

– ამ კოლექციიდან თეფშს გამოარჩევთ?

– მაქვს გამორჩეული რამდენიმე ათეული თეფში, რომელთაც ვერ შეველევი და ვინც არ უნდა მთხოვოს, არ გავაჩუქებ. მაქვს, აგრეთვე, განსაკუთრებით საყვარელი 4 კუზნეცოვი.

კოლექციონერი ხარ თუ არა, რაც შენ გიყვარს, სხვასაც უნდა ასწავლო იმის სიყვარული, რომ გამოგიჩნდეს მიმდევარი.

– დღეს საქართველოში ბევრია გატაცებული კედლის თეფშების შეგროვებით?

– მგონი, არც ისე ცოტა. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, კედლის თეფშები რამდენი მყიდველიცაა დღესდღეობით.




скачать dle 11.3