კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაუყარა დასავლეთმა საქართველოს ხარჯზე საფუძველი რუსეთის ფედერაციის დაშლას

რამდენიმე კვირის წინათ აფხაზმა სეპარატისტებმა, ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდეგ, დაადგინეს, რომ აფხაზეთის მკვიდრ ქართველებს აფხაზეთში არანაირი კერძო საკუთრება არ ეკუთვნით; უფრო მეტიც, ოფიციალურმა თბილისმა, თურმე, 13 მილიარდი აშშ დოლარიც უნდა გადაუხადოს ზიანის ასანაზღაურებლად. მეორე მხრივ, უარი აფხაზეთში საკუთრების უფლებაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებსაც ეთქვათ, მიუხედავად რფ-ის ნომერ პირველი დიპლომატის განმარტებისა, რომ რფ-ში მოქალაქეებს ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით არ არჩევენ. მოგვიანებით, სერგო ბაღაფშმა განმარტა, რომ, თუკი თბილისი 13 მილიარდს გადაიხდის, ამის შემდეგ აფხაზეთში ქართველებს ქონებასაც დაუკანონებენ და ზედაც დააბრუნებენ. თუ გავიხსენებთ, რომ აფხაზეთის აშენება, სწორედაც რომ, ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა (იმის მიუხედავადაც, რომ ეს შესაძლოა, 13 მილიარდი არც დაჯდეს), პოლიტიკაში კი პოლიტთამაშები ჩვეული მოვლენაა, იქნებ საქართველოს ხელისუფლებას სეპარატისტები სიტყვაზე დაეჭირა და კომპენსაციის გადახდის შემთხვევაში ქართველების დაბრუნების შემოთავაზების პირობა აეღო საერთაშორისო გარანტიით? მით უფრო, რომ ასეთ შემთხვევაში, ეს მეორე ქართული სახელმწიფო გამოვიდოდა, თვით ყველაზე უარესი ვარიანტის, აფხაზეთის დამოუკიდებლობის შემთხვევაშიც, – ამ იდეის პერსპექტივა-უპერსპექტივობაზე აზრს აკაკი ასათიანს დავეკითხეთ.

– შეიძლება, რომ ამ იდეას ჩაჭიდებამ ხეირი მოგვიტანოს? რას დაკარგავდა ჩვენი ხელისუფლება, თუკი ამ შემოთავაზებაზე აფხაზებთან ლაპარაკს დაიწყებდა?

– დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი და აფხაზების ასაშენებელი არაფერი იქნება, ლაპარაკია ინვესტიციების მოზიდვაზე და ეს არც 13 მილიარდი დაჯდება. სულ 9 000 კვადრატულ კილომეტრამდეა აფხაზეთი. ეს, მართლაც, უნიკალური ადგილია. ბერეზოვსკიმ თქვა ერთხელ, მსოფლიო მაქვს შემოვლილი და აფხაზეთისნაირი ადგილი არსად არისო. 13 მილიარდი იმიტომაა ნათქვამი, რომ შანსი არ იყოს: ლამის ჩვენი საგარეო ვალია ცამეტი მილიარდი. ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, არც იოცნებოთო. რუსეთში მცხოვრებმა ქართველობამ, რომელთაც მოქალაქეობა აქვთ და მათ შორის ბევრია დევნილი, წამოაყენეს აფხაზეთში დაბრუნების მოთხოვნა, მაგრამ იქ სხვა რამ მოხდა: აფხაზებს რუსებთანაც დაეძაბათ ურთიერთობა.

– ლავროვმა თქვა, ჩვენ არ ვარჩევთ მოქალაქეებს ეთნიკური კუთვნილების მიხედვითო?

– არც უნდა გაარჩიოს, თუმცა აფხაზეთში საკუთრებას არც რუსეთის მოქალაქე ეთნიკურ რუსებს აძლევენ. ანუ მხოლოდ ჩვენგან კი არ იცავს თავს აფხაზეთი, უფრო რუსეთისგან იცავს თავს. პარადოქსია თითქოს, მაგრამ ფაქტია.

– ამბობთ, 13 მილიარდი არარეალური თანხააო, მაგრამ რა უშლის ხელს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთოს ამ თამაშში და თქვას: მე მოვიზიდავ ამ 13 მილიარდს და შევთანხმდეთ ქართველების აფხაზეთში დაბრუნებაზეო?

– საქართველოს ხელისუფლებას ბევრი მიმართულებით არ უშლის ხელს არაფერი, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დაპირისპირების თემა, ცხინვალისა და აფხაზეთის დაკარგვა თავისთვის სასარგებლო თემებად გადაიქცია. სამწუხაროდ, დასავლეთშიც არის გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც ხელს აძლევთ ასეთი ვითარება: თვითონ რუსებთან ილაპარაკებენ, თან ტანგოს იცეკვებენ და ჩვენ კი გვეუბნებიან, ჰოკეი ეთამაშე მარტომო, თანაც შიგადაშიგ ეჩხუბეო. ბოლოს და ბოლოს, ესეც ჩვენზეა დამოკიდებული: უნდა გავაკეთოთ ეს თუ არა, საკუთარი ინტერესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ თუ სხვისი ტაქტიკური ამოცანები გადავჭრათ?! ჩვენ ვხედავთ ახლა არაბულ სამყაროში, სერბეთში აგორებულ ტალღას, როდესაც ქვეყნების მოსახლეობა სტიქიურად იწყებს რეაგირებას დასავლეთის ამ თამაშზე. ყველგან ხომ პროდასავლური ხელისუფლებებია? ამ ქვეყნებს აქვთ შესანიშნავი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, მაგრამ არის შიმშილი და უსამართლობა. კაცობრიობა ახლაც ნეანდერტალელებთან ჭიდაობის სტადიაში იქნებოდა, სამართლიანობის შინაგანი მოთხოვნილება რომ არ ჰქონოდა ადამიანს. პროგრესი სწორედ სამართლიანობის მოთხოვნილებამ გამოიწვია. ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ, სულ ცოტა, 28 საუკუნის წინათ შუამდინარეთში იყო ერთი კაცი – ჰამურაბი, რომელმაც დაწერა, შენ რომ ძლიერი ხარ, არ ნიშნავს, რომ ქვრივი, ღარიბი და ობოლი უნდა დაჩაგროო. იმ ადამიანმა გააფორმა კანონმდებლობით ის, რაც დიდმა რელიგიებმა იქადაგეს.

– თუნდაც, ამ სამართლიანობის გათვალისწინებით, რაც ჩვენი უგუნურებით დაინგრა, ჩვენ არ უნდა ავაშენოთ ისევ? ვუთხრათ თანხმობა აფხაზებს. ჯვარი მწერია, მაგრამ პოლიტიკოსი რომ ვიყო, ნამდვილად გავაკეთებდი ამას, რადგან ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?

– ომის შემდეგ ან ჩვენ უნდა დაგვეყენებინა საკითხი ან აფხაზების ნებისმიერ წინადადებას დავთანხმებოდით. ამაზე შეიძლება დათანხმება და მერე ვნახოთ, რას იტყვიან?! 13 მილიარდი დიდი თანხა არ არის და, ბოლოს და ბოლოს, ნახევარზე მაინც შევთანხმდებით. გარწმუნებთ, ეს ფული მოიძებნება და მალე.

– სვლას აღარ დაუტოვებდი.

– სწორედ ეგ გაუკეთა უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა კრავჩუკმა ყირიმს. მე ვხვდებოდი მას და უნდა ვაღიარო, რომ თავიდან ძალიან მარტივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა: უბრალოდ ეცვა და თვალებს წკურავდა ხოლმე. ის-ის იყო, ყირიმი უნდა აფეთქებულიყო, რომ ჩავიდა და ჰკითხა, რა გინდათო. მათ იფიქრეს და, მათი აზრით, მაქსიმუმი უთხრეს, ავტონომია გვინდაო. მისცა კრავჩუკმა ავტონომია. გავიმეორებ: აღარავის ახსოვს, რომ აფხაზებს 1999 წლამდე დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებიათ.

– მე მახსოვს.

– იმიტომ გვაქვს კარგად საქმე, ლამის თქვენ რომ გახსოვთ მხოლოდ. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ მათ ვერ წარმოედგინათ ვერანაირი დამოუკიდებლობა და აღიარების არანაირი იმედი არ ჰქონდათ. ხომ უნდოდა იმას მოხერხება, რომ დამოუკიდებლობაზე ეფიქრათ და აღიარება მიეღოთ?! ითხოვდნენ ფედერაციას, შემდეგ კონფედერაციას, ხომ შეგვეძლო, დავთანხმებულიყავით და ამით ისინი გაგვეჩუმებინა?! ეს ხომ ხელ-ფეხს გაგვიხსნიდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად?!

– შამბას ინტერვიუში არაერთხელ უთქვამს, ფედერაციას ვითხოვდით, უარი გვითხარით; კონფედერაციას ვითხოვდით, უარს ამბობდითო. მე ვკითხე შემდეგ შევარდნაძეს ამ უარის მიზეზი და მან თქვა, რომ ხალხი ვერ გაიგებდა ამას და ამიტომაც ვთქვი უარიო.

– ძალიან გულწრფელად უთქვამს. შევარდნაძე ამას ვერ გააკეთებდა, რადგან ომი მის დროს მოხდა და მისგან გადადგმული ეს კომპრომისული ნაბიჯი ხელისუფლებას შეურყევდა. ეს იყო მისი შეცდომა. რა თქმა უნდა, მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც, ზოგი გულწრფელად, ზოგიც მოსკოვის დავალებით იტყოდა, რომ ფედერაციაზე ან კონფედერაციაზე თანხმობა იქნებოდა სამშობლოს გაყიდვა, მაგრამ სინამდვილეში ეს პრობლემა უკვე მოგვარებული იქნებოდა. მართალი უთქვამს, მაშინ მან ვერ გარისკა, არადა უნდა გაერისკა. მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძეს ჰქონდა პირადი სიმამაცე, ტყვიას არ დაუხრიდა თავს, პოლიტიკური რისკი არ ახასიათებდა.

– ბარემ ჩემი მესამე რესპონდენტის პასუხსაც მოვიშველიებ: ზატულინმა, რომელიც მუშაობდა ფედერაციისა და კონფედერაციის თემაზე, მითხრა, რომ ეს ფედერაცია თუ კონფედერაცია უნდა შექმნილიყო რუსეთის გარანტიით. მაშინ რა აზრი ჰქონდა ამას?

– ყოფილიყო რუსეთის გარანტიით?!

– მაგრამ ეს ხომ ნიშნავდა, რომ, როდესაც მოუნდებოდა, უკვე გამზადებულს წაიღებდა?

– ახლა არ აქვს წაღებული?!

– იმას ამბობთ, გვეცადა მაინცო?

– როდესაც დღეს უკვე ვიცი, რა მოხდა, ნებისმიერი სხვა სვლა გამართლებულია. სააკაშვილს ახლა აღარ ვუპირისპირდები, რადგან მე რუსების შემოსვლისა და აღიარების მეშინოდა. ეს უკვე მოხდა და ახლა რა აზრი აქვს ამ დაპირისპირებას?! კაი ბატონო, მაშინ ვერ გამოვიცანით წინასწარ, რა მოხდებოდა, მაგრამ ახლა ხომ ვხედავთ?! იმას ხომ აჯობებდა, რაც დღეს გვაქვს თუ არ აჯობებდა?! მაგრამ ეს სადღაც, ოკეანის გაღმა ვიღაცას არ მოეწონებოდა. ვიღაც იყენებს ამ ჩვენს პრობლემებს იმისთვის, რომ რუსეთს შეუქმნას პრობლემა ჩვენს ხარჯზე. სანამ ბუში იყო, ტაჩის აქებდნენ. ახლა, რომ აღარ სჭირდებათ, გვითხრეს, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდაო. ხომ არის დრო, რომ ასეთ რამეებს მივაქციოთ ყურადღება?! კოსოვოს აღიარებით ორი კურდღელი დაიჭირეს: რუსეთი აიძულეს, თვითონაც ეღიარებინა აფხაზეთი და ცხინვალი. თან დაუფიქსირეს: არ გააკეთო ეს, თორემ კოსოვო უნიკალური შემთხვევა აღარ იქნება და პრეცედენტს დაუშვებო. ამიტომ, ერთი, ათი თუ ასი წლის შემდეგ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიის, თათარსტანისა თუ იაკუტიის აღიარების საკითხი დადგება, რუსს გაახსენებენ, შენ არ ამბობდი, კოსოვო და აფხაზეთი პრეცედენტიაო?! რუსს ამის ჭკუა არ ჰყოფნის, თორემ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ უნდა ეღიარებინა აფხაზეთი და ცხინვალი. მეცხრამეტე საუკუნე რომ იყოს, კიდევ გავიგებდი, რომ პლაცდარმები დაიკავეს, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში, სტრატეგიული თვალსაზრისით, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჭკუა ხომ უნდა გვეყოს, მივხვდეთ, რომ ჩვენს ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი?!

– კიტოვანი მუდმივად იმეორებს ამდენი წელია, რომ ამერიკელების ინტერესი იყო აფხაზეთის ომის წაგებაო. აქვს ამას ლოგიკა?

– აქვს, რა თქმა უნდა, ოღონდ ნუ წარმოვიდგენთ, რომ ამერიკაში ისხდნენ და ფიქრობდნენ, ქართველებს რუსის ხელით აფხაზეთი წავართვათო. უბრალოდ, ჩვენ რომ ჭკუა არ გვეყო და ამ პრობლემამ დახვევა დაიწყო, მათ შემდეგ თქვეს, რატომ არ გამოვიყენოთ საჩვენოდო.

– საჩვენოდ, ანუ აფხაზეთი ყოფილიყო რუსეთთან ვაჭრობის საგანი?

– რა თქმა უნდა და სამომავლოდ, პრეცედენტი. არც იმას გამოვრიცხავ, ვიღაცის თავში ეს იდეა ყოფილიყო. ოკეანის გაღმა რაღაც მომენტში ჩათვალეს, რომ მორალს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკაში და ორმაგ სტანდარტებზე გადავიდნენ. ამან რა შედეგიც გამოიღო, ვნახეთ. გეგმა, გინდა თუ არა, საქართველოს წავართვათ აფხაზეთი რუსეთის ხელით, რუსეთი გავაშავოთ და აფხაზეთის სახით პრეცედენტი შევქმნათ, რომ რუსეთს ვევაჭროთ, გზადაგზა გაჩნდა, თუმცა ჩვენ შეგვეძლო ამის თავიდან აცილება.

– ახლა რა შეგვიძლია, იმის გარდა, რომ იმ 13 მილიარდს დავთანხმდეთ?

– მეორე მხრივ, თუ ჩვენ დავთანხმდებით, უფრო სერიოზული გახდება ეს თემა. მაშინ შეიძლებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის გამოყენება და მათი სოლიდარობის შემოწმება. დასავლეთში 13 ქვეყანა მაინც არის ისეთი, თითო მილიარდი შეუძლია, ისე დადოს, რომ ვერც შენიშნოს. იმის თქმა მინდა, რომ ეს შესაძლებელია. ახლა გზა არის ის, რომ ან ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს თავისი დამოკიდებულება ყველა პრობლემისადმი. ფიქრი უნდა დავიწყოთ, სხვა გზა არ არის. სხვათა შორის, სააკაშვილმაც თქვა გულწრფელად, არ ვიცი, რა მოხდებაო.

– სააკაშვილმა კი თქვა, არ ვიცი, როგორ შევაჩერო ფასების მატებაო, მაგრამ ეროვნული ბანკის მცდელობები აშკარაა: ლარმა გამყარება დაიწყო. ჩვენი ეკონომიკა ხომ მარტივად იმართება?

– რომელი ეკონომისტი მე ვარ, მაგრამ მეც კი მესმის: გავუშვებ ლარს, როდესაც ხელფასები მაქვს გასაცემი და შემდეგ გავამყარებ. თან ეს ხომ იმპორტიორების კურსია: იქ ვიყიდი რაღაცას ათას დოლარად, აქ ამ კურსით გავყიდი და გაცილებით ბევრს მოვიგებ. არადა რეალურად, დოლარი ლართან ერთი ორთან ან სამთანაა, მაგრამ ეს უკვე მართლაც პრობლემებს შექმნის. ასე რომ, მათი მთავარი ამოცანაა ხელისუფლებაში ყოფნა და ილუზორული სამყაროს შექმნა. ჩამოვთვალოთ მიღწევები: კი ბატონო, გზები, წყალსადენები, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ხელისუფლების კი არა გზების მშენებლობის კომპანიის საქმეა?! კი ბატონო, პოლიციაა მიღწევა, რადგან არ არის ქურდობა და ყაჩაღობა, მაგრამ რამდენ ხანს ვილაპარაკოთ ამაზე?! რა შეგვიძლია, ვთქვათ, ფუნდამენტური ცვლილებების მხრივ?! თითქოს ამერიკას ვბაძავთ, მაგრამ რეალურად არაფერშიც არ ვბაძავთ. კინოებში მაინც არ უნახავთ, სასამართლოსა და პოლიციის როგორი შენობებია იქ?! პოლიცია არის ჩვეულებრივ შენობაში, სასამართლოები კი – სასახლეებში, იმიტომ რომ იქ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და სხვანაირი განწყობა უნდა შეგექმნას შესვლისთანავე. ჩვენთან კი, გარდა უმაღლესი სასამართლოსი, სად იყუჟებიან, არავინ იცის, პოლიციის შენობები კი, როგორია, ყველა ვხედავთ. არაფერი მაქვს პოლიციის შენობების გახსნის საწინააღმდეგო, მაგრამ ეს პრინციპული საკითხია.

– ოპოზიციიდან რომელს შეუძლია, წავიდეს ავანტიურისტულ წინადადებაზე?

– რომც წავიდეს, რა? ამას ხომ არ მოჰყვება შედეგი?! ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვუახლოვდებით რაღაც იმგვარს, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ეს ხელისუფლებამაც იცის და ისინი ფიქრობენ, ადევნებენ თვალს მოვლენებს. სხვებმაც, საზოგადოებამაც, პოლიტიკურმა პარტიებმაც უნდა იფიქრონ. მეც ვფიქრობ, მაგრამ ეს ხელისუფლების საქმეა, დაეთანხმება თუ არა აფხაზების ამ წინადადებას და საინტერესო იქნება მათი სახეების დანახვა. საერთოდ ასეთი ჩიხური სიტუაციები ხდება ხოლმე და ყოველთვის პოულობს გამოსავალს. იმიტომ რომ, ცხოვრება მდინარესავითაა, ვერ გუბდება უსასრულოდ და გამოსავალს პოულობს. შეიძლება, ისეთ ადგილას გამოასხას, სადაც არც ველით და არასასიამოვნო სიურპრიზებიც მივიღოთ. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც კი, რომელიც, ერთი შეხედვით, სტიქიურ ხასიათს ატარებს, უკვე გამოჩნდა, რომ არის მმართველობაში მყოფი ადამიანების შეცდომათა ჯაჭვი. ასეა ჩვენთანაც.


скачать dle 11.3