კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არ გააღოთ კარი



ორშაბათი, დილის თერთმეტი საათი. ჯულია მაღაზიიდან იმ წუთას დაბრუნდა. სახლში ქმართან ერთად ცხოვრობდა. ტომ როლსტონს იგი, სულ რაღაც, შვიდი თვის წინ გაჰყვა. ქორწილამდე ჯულია ოფიციანტად მუშაობდა, მაგრამ ტომმა დაარწმუნა, რომ სამსახურისთვის თავი დაენებებინა. ქალი ნანობდა – ტყუილად დასთანხმდა. ახლა დილაობით აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. ჯულიას გათხოვებამდე კარგი აღნაგობა ჰქონდა, ახლა კი ცოტა მოსუქდა.

ჯულიამ ნავაჭრი ამოალაგა, ხორცი მაცივარში შეინახა, დანარჩენი – კარადაში. ტუალეტის ქაღალდის ხვეულა ხარიხაზე ჩამოკიდა და ამ დროს კარზეც დარეკეს.

სათვალთვალოში გაიხედა და კართან ახალგაზრდა, ლამაზი ქალი დაინახა, ცეცხლისფერ კაბაში. კარი გააღო.

– დილა მშვიდობისა, ძვირფასო! – თქვა ქალმა და მომხიბვლელად, თუმცა ცივად გაუღიმა. – ფირმა „გლობალ ელექტრიკისგან“, ტრანზისტორული მიმღებების საუკეთესო მწარმოებლისგან, ბრწყინვალე საჩუქარი მოგიტანეთ.

– გამიგია ამ ფირმის შესახებ, – უპასუხა ჯულიამ, – მაგრამ...

– არა, არა, ძვირფასო, მე არაფერს ვყიდი. უბრალოდ, ახალ პროდუქციას, ტრანზისტორს, „კოსმოსური ყური“ რეკლამას ვუწევ. თქვენს ქმარს ის აუცილებლად დააინტერესებს.

– არ გამოვრიცხავ, – დაეთანხმა ჯულია, – თუმცა ახლა ის სამსახურშია. რა აზრი აქვს დროის დაკარგვას, ახლა ფუფუნების საგნების შესაძენად ფული არა გვაქვს...

– ჩემო ძვირფასო, რა სულელი ვარ! კი არ აგიხსენით, რომ თქვენ არაფრის ყიდვა არ მოგიწევთ. უბრალოდ, ფირმისგან ტრანზისტორს საჩუქრად მიიღებთ, ეს ჩვენი რეკლამის ახალი მეთოდია. კლიენტების ნაწილს ვასაჩუქრებთ, სამაგიეროდ, მათგან მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვთ: ყველგან შეაქონ „კოსმოსური ყური“.

– ეს სხვა საქმეა, – თქვა ჯულიამ და შვებით ამოისუნთქა. – შეიძლება, მიმღები ვნახო?

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! დავმდგარვარ და ვყბედობ, იმის მაგივრად, რომ საჩუქარი სასწრაფოდ გადმოგცეთ, – ქალმა თავისი „დიპლომატი“ გახსნა და იქიდან მოზეიმე სახით რადიომიმღები ამოიღო.

– რა მაგარია! – წამოიძახა ჯულიამ.

– გინდა მოუსმინო?

– რა თქმა უნდა.

– ახლავე, ფისო, სად გაქვთ აქ ჩამრთველი?

– ელემენტებზე არ მუშაობს?

– მუშაობს, მაგრამ ფირმა საჩუქარს ელემენტებს არ აყოლებს.

ჯულია გვერდზე გადგა და ქალმა ოთახში შეაბიჯა.

შეილამ მიმღები ჩართო. მიუხედავად იმისა, რომ ჯულია ისევ იდგა, შეილამ მიპატიჟების გარეშე მოიკალათა სავარძელში. ტრანზისტორი მის ზურგს უკან, ოთახს როკის ხმებით ავსებდა.

– რა გქვია, პატარავ? – შეილას ხმაში ფამილარული ინტონაცია გაჩნდა.

– მე ჯულია როლსტონი ვარ, – უპასუხა დიასახლისმა დაძაბული ღიმილით. ეს ქალი მასში აუხსნელ შიშს ბადებდა.

შეილამ თავი დააქნია – ჯულია, ასეც ვიცოდი! რა უგვანო სახელია! უარესს ვერც მოიფიქრებ.

– თქვენ ასე ფიქრობთ? – ჯულია შეეცადა, გაღიმებოდა, – სამწუხაროდ, სახელებს ჩვენ არ ვირჩევთ.

შეილას ტუჩებზე შხამიანი ღიმილი გაკრთა. – ერთი მიპასუხე, მეგობარო, მას შემდეგ რაც დაიბადე, რაიმე უჩვეულო ჩაგიდენია? რაიმე სიგიჟე. მშვენიერი და ცოდვიანი? ჰა-ჰა? დარწმუნებული ვარ, რომ – არა. შენ ყოველთვის პატარა მშიშარა გოგო იყავი, დამჯერი. იმ სულელური, მეშჩანური ყბედობის გჯეროდა, რომელსაც მამა და დედა შთაგაგონებდნენ. გჯეროდა, მთელი იმ აბდა-უბდის, რომ ვითომ მოკრძალებულად და პატიოსნად უნდა იცხოვრო, სინამდვილეში კი მოსაწყენად და საძაგლად. ცოლადაც ისეთივე საცოდაობას გაჰყევი, როგორიც შენ ხარ. სხვა არც მოგიყვანდა ცოლად. მოკვდები ისე, რომ ამ ცხოვრებისას ვერაფერს გაიგებ. მეცოდები.

ჯულიამ ტუჩები მოკუმა.

– თქვენი აზრები არ მაინტერესებს. წადით. დარწმუნებული ვარ, სრულ ჭკუაზე არა ხართ. წადით, თორემ საშველად მოვუხმობ. თქვენი მიმღებიც წაიღეთ, მე არ მჭირდება.

შეილა ადგა.

– არ გჭირდება და ნუ გჭირდება. ძალიანაც კარგი. არც მე ვაპირებდი მის დატოვებას. 32 დოლარი დამიჯდა, თუმცა შენთვის საჩუქარი მაინც მომეპოვება.

შეილამ პორტფელიდან სანადირო დანა ამოიღო...

პოლიციის სერჟანტი, მკვლელობათა გამოძიების განყოფილებიდან, თავის მეწყვილესთან ერთად შემოსასვლელში იდგა:

– ეს საცოდავი არ გაუუპატიურებიათ. ექიმი ამბობს, რომ ეს არ მომხდარა. იგი მხოლოდ დაასახიჩრეს. შეიძლება, შურისძიების მიზნით. ჯერ ნათელი მხოლოდ ერთი რამეა: ის ტიპი არანორმალურია, მაგრამ – ეშმაკი. არავითარი კვალი არ დაუტოვებია. დარწმუნებული ვარ, აქ არც თითების ანაბეჭდები იქნება.

– მხოლოდ ერთი ფაქტი გვაქვს: მეზობლის ქალმა, სახლის წინ წითელი სპორტული მანქანა დაინახა. იგი ირწმუნება, რომ ეს „ტრიუმფი“ იყო.

– ქალაქში ასეთი მანქანა უამრავია. ძალიან სუსტი კვალია. რა თქმა უნდა, შევეცდებით ყველა წითელი „ტრიუმფის“ მეპატრონე შევამოწმოთ. სამუშაო პენსიამდე გვეყოფა.

იმავე კვირის ხუთშაბათი. დილის 11 საათი. შეილა ნიუბერმა, რომელსაც გაზეთებში „ცოფიან ყასაბად“ მოიხსენებენ, სხვა წრეებში კი ნამდვილი სახელით – ბობი დე მარკოთია ცნობილი, დაამთქნარა, გაიზმორა და თავისი მდიდრული საწოლიდან გადმოძვრა.

ბობის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ შეილა გენიოსი იყო, მაგრამ გენიოსებიც ხომ მოკვდავნი არიან და ხანდახან ცდებიან კიდეც. წითელი „ტრიუმფი,“ რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. მასთან დამშვიდობება აუცილებელი გახდა და ახლა ავტობუსით უნდა ევლო.

საუზმის შემდეგ ბობი სასტუმრო ოთახში, მყუდრო სავარძელში მოეწყო, თავლები დახუჭა და მთლიანად საკუთარ თავში ჩაიძირა. მის წარმოსახვაში, როგორც პატარა ეკრანზე, ნათელი სურათები ჩნდებოდა. ყველას დასრულებული სიუჟეტი და ხმოვანი გაფორმება ჰქონდა; ხმამაღალი ყვირილი, ჩუმი კვნესა...

დაუძლეველმა სურვილმა შეიპყრო და მიხვდა, რომ უნდა ემოქმედა. ბობიმ სპეციალური კარადა გამოაღო, სადაც შეილას ტანსაცმელი ინახებოდა...

მეორე მსხვერპლი ახალგაზრდა, ქერათმიანი ლამაზმანი სუზანა ბრანდი აღმოჩნდა, მესამე – ლუიზა ჰემინგი, 24 წლის ექთანი. ეჭვს ვერავისზე მიიტანდი. დანაშაულის ადგილზე არავითარი კვალი არ რჩებოდა, აღარც წითელი „ტრიუმფი“ ჩანდა სადმე. თითქოს იმისთვის, რომ პოლიცია საბოლოოდ დაებნია, მკვლელმა მესამე მსხვერპლი გააუპატიურა.

ლუიზა ჰემინგის მკვლელობის ღამეს ღამის კლუბში, „ეძიე ქალი“ ბობი დე მარკოს გამოსვლა ისეთივე წარმატებული ვერ გამოვიდა, როგორიც ადრე... ქალის კოსტუმში, მამაკაცი ტრანსვესტიტის გამოსვლა, კლუბის მთავარი ნომერი იყო. ბობი დე მარკო კი წარმოდგენის ვარსკვლავი გახლდათ, თუმცა მკვლელობებისადმი პრესის პანიკურმა ყურადღებამ, მისი ჩვეული ცივსისხლიანობა შეარყია. წარმოდგენა ღამის ორ საათზე დასრულდა. ბობის საშინლად უნდოდა, სახლში წასულიყო და თავის პატარა ბინაში დამალულიყო. ეჩვენებოდა, რომ კლუბი გამომძიებლებით იყო სავსე. გადაწყვიტა, დრო არ დაეკარგა. არ გამოიცვალა და სახლში ქალის ფორმაში გამოწყობილი წავიდა. გაზეთები პოლიციას „სასტიკი ცხოველის“ დაჭერისკენ მოუწოდებდნენ, რომელიც მათი აზრით, გორილასავით ძლიერი მამაკაცი უნდა ყოფილიყო.

ვიდრე ავტობუსს უცდიდა, ბობი მოუთმენლობისგან სულ კანკალებდა და უკან იხედებოდა. კლუბი „ეძიე ქალი“ საეჭვო დაწესებულება იყო და პოლიცია იქ ხშირად შეიხედავდა, ხოლმე.

ბობის ფეხებთან ძველი, დანჯღრეული მანქანა გაჩერდა.

– მგონი, ერთი გზა გვაქვს, ლამაზო? – მძღოლს ახალგაზრდა სახე და მოხუცის თვალები ჰქონდა.

– არა მგონია, – უპასუხა შეილამ, – შენ საით მიდიხარ, ფისო?

– იქით საითაც შენ, თაგუნა.

– სცდები, გააპროტესტა შეილამ, მიუხედავად ნერვიულობისა, ეს საუბარი ართობდა, – უცხო მამაკაცების მანქანაში ჩაჯდომას დედა მიკრძალავს. შენ კი რაღაც ძალიან უცხოდ გამოიყურები...

კაცმა მხრები აიჩეჩა და მანქანა დაძრა. უცებ შეილამ ორი ტიპი დაინახა და ერთ-ერთი იცნო. ის პოლიციელი იყო, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებიდან. შეილა პანიკამ მოიცვა. ამ დროს კუთხიდან ავტობუსმაც შემოუხვია. შეილა ტრანსპორტში ავიდა. მაგრამ ბოლო მომენტში პოლიციელებიც ამოვიდნენ. შეილა ფიქრებმა და ეჭვებმა შეიპყრო. რა მოხდება, თუ ეს პოლიციელები მას უთვალთვალებენ? უნდა „მოვტყდე“, გაიფიქრა მან. როდესაც ავტობუსი მთავარ პარკთან გაჩერდა (მის სახლამდე ორი კვარტალი კიდევ იყო დარჩენილი), შეილა წინა კარიდან მოულოდნელად ჩავიდა. მან პარკში შეირბინა და უკან მოიხედა. არავინ მისდევდა. პოლიციელებს ან ჩაეძინათ, ან მათ ის საერთოდ არ აინტერესებდათ. ავტობუსიდან არავინ ჩამოსულა. შეილამ შვებით ამოისუნთქა.

უცებ, ზურგს უკან რაღაც მოძრაობა შეამჩნია. სწრაფად მოტრიალდა და ახალგაზრდის სახე და მოხუცის თვალები დაინახა. ძლიერი ძარღვიანი ხელი ყელზე შემოეჭდო.

– ხომ გითხარი, ერთი გზა გვაქვს-მეთქი, ფისუნია!

და... შეილა გაქრა. ბობი დე მარკო გამწარებული იბრძოდა. მან თითქმის მოახერხა მოძალადის კლანჭებიდან დასხლტომა, მაგრამ თავდამსხმელმა ჯიბიდან მილის გადანაჭერი ამოიღო და მის თავზე აღმართა.

ბოლო წუთს ქალის პირიდან მამაკაცის ხრიალმა ამოხეთქა; ბობი ცდილობდა, შეილასგან გათავისუფლებას... გაისმა თავის ქალას გატეხვის ხმა. ბობი დე მარკო ისევე მოკვდა, როგორც მისი ყველა მსხვერპლი.



თარგმნა

ნინო წულუკიძემ


скачать dle 11.3