კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველანი სადგომებში!

ანუ „თავ კონტროლი გაუწიე“

იმიტომაც, რომ „ნაცუმრავლესობის“ წევრია და, იმ მიზეზითაც, რომ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში საქმიანობს, ბ-ნი თორდია ყველა უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი კანონპროექტისა და კანონებში შესატანი ცვლილებების ავტორია (ბუნებრივია, თანაგუნდელებთან ერთად).მისი მნიშვნელოვნება იმითაც გამოიკვეთა, რომ საპარლამენტო დებატებისას სიტყვითაც გამოვიდა და, რა თქმა უნდა, ოპონენტთა გამოსვლების განეიტრალებაც სცადა – განსაკუთრებით, დევნილებისა და პატიმრების მიმართულებით გამოთქმული კრიტიკისა. შესაბამისად, დაგვარწმუნა, რომ ქართულ საპატიმროებში პატიმართა ღირსეული ცხოვრებისთვის სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს. რაც მთავარია, ბ-ნ თორდიას ღრმად სწამს, რომ დევნილთა გამოსახლება კანონის სრული დაცვით ჩატარდა და სახელმწიფოც მათ წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას პირნათლად ასრულებს. მეორე მხრივ, მიუხედავად აქტიური კანონშემოქმედებითი წვისა (გვერდზე რომ გადავდოთ დევნილთა გასახლების მტკივნეული თემა), ხალხის რჩეულს კრინტიც არ დაუძრავს, რომ ამ ჩვენს სახელმწიფოს აფხაზეთიდან დევნილების პრობლემებზე ხელები აქვს დაბანილი. სხვათა შორის, იმ მარტივი მიზეზით, რომ მოქმედი კანონმდებლობა მხოლოდ 2008 წლის ომის დევნილებს ეხება, იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის ომის დევნილები, არც მეტი, არც ნაკლები, კანონგარეშე არიან. უფრო მეტიც, პარლამენტის გასულ კვირას გამართული ერთ-ერთი სხდომისას ბ-ნმა თორდიამ ოპონენტი კოლეგების შენიშვნას, რომელიც დევნილთა სატვირთო ავტომანქანებით ტრანსპორტირებას ეხებოდა (რამაც რფ-ს მიერ ჩვენი მოქალაქეების სატვირთო თვითმფრინავებით გამოძევების ასოციაცია შექმნა), განმარტა, რომ დევნილთათვის მომზადებული სახლები „საცხოვრებელ სადგომებად“ მოიხსენია.

ხოლო, რაკი „სადგომი“ საქონლის სახლს ნიშნავს, ახსნა რამდენიმენაირია: ან ბ-ნმა თორდიამ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის, რაც, ბუნებრივია, ეჭვქვეშ აყენებს მის მიერ დაწერილი კანონების ავკარგიანობას, ან, ეს უბრალოდ, წამოცდენაა (რაც ფსიქოანალიტიკური მოტივებით, სხვა არაფერს ნიშნავს, იმას გარდა, რომ დევნილებისთვის სადგომის გარდა არაფერი ემეტება). თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გამოადგება პოეტური რჩევა: „პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა ყველასა თქმა უნდა!“


скачать dle 11.3