კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძირს ცენზურა!

„ეგ ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“

მართალია, ქართული საერთო მაუწყებლები განგაშის ზარებს არისხებენ, რფ-ში მედია ცენზურის ქვეშააო (და მერე რა, რომ „ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო“), მაგრამ, სამაგიეროდ, ოლიმპიური სიმშვიდით შესცქერიან, როდესაც საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩვენს ქვეყანაში ოთარაანთ ქვრივივით რკინის ქალამნებითა და რკინის ხელჯოხით უნდა შეიმოს-აღიჭურვო. თუმცა, მათი ეს იგავ-საარაკო მიდგომაც გასაგებია: სავსებით ბუნებრივია, საკუთარ შვილს თავს ვერ მოჭრიან. ხოლო, ვიდრე „ვერ მოჭრიან“, დასავლური მედია თავისუფალი სიტყვისა და „მეოთხე ხელისუფლების“ დემოკრატიული ძლევამოსილებით ტკბება.

ამ ტკბობის პროცესის წყალობით კი, გასულ კვირას ამერიკელმა, სახელდობრ, „რესპუბლიკელმა“, 46 წლის კონგრესმენმა ბ-ნმა ქრისტოფერ ლიმ (თუმცა, თქვენი მტერი იყოს მისნაირი ბატონი!) თანამდებობა დატოვა. კერძოდ, ამერიკულმა მედიამ კონგრესმენის ინტერნეტნაცნობობის პიკანტური დეტალები გამოამზეურა. როგორც აღმოჩნდა, ამერიკელი კანონშემოქმედი თავის ინტერნეტნაცნობ ქალბატონს საკუთარ ტანშიშველ ფოტოებს უგზავნიდა. მთავარი ინტრიგა ამ საქმისა ის არის, რომ კონგრესმენი ლი ცოლშვილიანია. შესაბამისად, ამ უკანასკნელს ბევრი არ უფიქრია (ანდა, ვინ მისცემდა დროს მოსაფიქრებლად) თანამდებობას უმალ გამოემშვიდობა, მანამდე კი პატიებაც ითხოვა (ოჯახისგანაც და ამომრჩევლებისგანაც). მომყავს ციტატა: „მე ძალიან ვნანობ მომხდარის გამო. ამ ქმედებით ზიანი მივაყენე ჩემს ოჯახს, კოლეგებსა და ამომრჩევლებს. მე დავუშვი შეცდომა და პირობას ვდებ, ამიერიდან ისე ვიმუშაო, რომ თითოეული თქვენგანისგან პატიება მივიღო“ .

ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცით, შეძლებს თუ არა აწ უკვე ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი თითოეული ამომრჩევლისგან პატიების მიღებას, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენმა არასაერთო მაუწყებელმა მედიამაც ბევრი აფრიალა მასაჟისტის ფოტოები და ამის გამო ყურიც კი არავის შეუბერტყავს (რაც იმასაც ნიშნავს, რომ სკამზე დაჯდომისთანავე ნაპატიებები გვყვანან), მხოლოდ იმაში დავრწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ კვლავაც უნდა შევთხოვოთ ზენას: „ეგ ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!“


скачать dle 11.3