კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამგზის დიდება

ანუ, გულმოწყალება კანონმდებლურად

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზეიმოდ გვამცნო, რომ ქვეყნის უმაღლესი კანონმდებლები (ასეთი კი ამ ქვეყანაში ამჟამად, სულ რაღაც, 150-ია) თავიანთ კუთვნილ 20-ლარიან ვაუჩერებს გაჭირვებულ მოქალაქეებს დაურიგებენ. ბუნებრივია, მოქალაქეები ამ ამბავმა ფრიად გაახარა (განა სასიხარულო არ არის, რომ 150 ოჯახი არა მხოლოდ 20, არამედ, მთელი 40 ლარის ღირებულების ვაუჩერს მიიღებს?!). ხოლო, რაკი ტარანა თვლითაა, მეორე მხრივ კი, ჯერ კიდევ აინშტაინმა გაგვარკვია იმაში, რომ ამ ცოდვილ სამყაროში ყველაფერი შეფარდებითია, კანონმდებელთა ამ გულმოწყალების ადეკვატურად შესაფასებლად გადავხედოთ მახარობლის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის) ოფიციალურ, ანუ სახელფასო შემოსავლებს (რაც, დემოკრატიის წყალობით, გამჭვირვალე ინფორმაციაა). - ბაქრაძეს ბოლო საფინანსო და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია 2010 წელს შეუვსია და, შესაბამისად, იქ 2009 წლის შემოსავლებია ნაჩვენები (ყოველი შემთხვევისთვის, შეგახსენებთ, ეს ის წელია, როდესაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინუს 3,8 პროცენტი იყო).

ასეა თუ ისე, -ნმა ბაქრაძემ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, 2009 წლის განმავლობაში, წლიურ ხელფასად 83 000 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ კი, როგორც თბილისის მერიის თანამშრომელმა, 16 336 ლარი. რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ოთხსულიანი ოჯახის წლიურ საერთო შემოსავალს 100 000-სთვის მიუღწევია. ამის პარალელურად, გეტყვით იმასაც, რომ ჩვენს ქვეყანაში ოთხსულიანი ოჯახის საარსებო წლიურ მინიმუმად 3 000 ლარია დადგენილი. აქედან გამომდინარე კი, აშკარაა, რომ 20-ლარიანი ერთჯერადი ვაუჩერი ქვეყნის ნომერ პირველი კანონმდებლის ოჯახს არაფერში სჭირდებოდა. ხოლო, რაკი არ სჭირდებოდა, -ნი ბაქრაძე პირადად ესტუმრა თბილისელი მარტოხელა პენსიონერების ოჯახს: მათი კუთვნილი 20-ლარიანი ვაუჩერიც მიართვა და ზედაც საკუთარი დაუმატა. მეტიც, დასძინა, რომინფლაციის პირობებში ხელისუფლება ცდილობს, სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს მაქსიმალურად დაეხმაროს და ამ მიმართულებით სხვა ღონისძიებებიც გატარდება.“

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ხალხის მსახურის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარის) ყოველთვიური ხელფასი (დაახლოებით, შვიდი-რვა ათასის ფარგლებში) მისი უდიდებულესობა ხალხის წარმომადგენლის (ამ შემთხვევაში, ღვაწლმოსილი პენსიონერის 100-ლარიან პენსიას), სულ მცირე, 70-ჯერ აღემატება, 20-ლარიანი ვაუჩერის გადაცემის სცენა აშკარად ითხოვს შექსპირისეული ტრაგედის უკვდავ რეპლიკას: „ბევრი რამაა, ჰორაციო, საკვირველი ამ ქვეყანაზე“!

 

скачать dle 11.3