კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ტულიუსი: მატყუარა იგივეა, რაც ქურდი, ოღონდ, ქურდი შენს ქონებას იპარავს, მატყუარა კი – შენს გონებას.

ტოლსტოი: არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც კარგი, უწყინარი სიცილი.

გოეთე: სიხარული უფრო სრულყოფილია, ვიდრე ცოდნა, რადგან ყველა როდი ხარობს შეცნობის პროცესში. მაგრამ, ვისაც უხარია, თან, იმავე დროს, აუცილებლობის ფარგლებში შეიმეცნებს კიდეც.

ლაროშფუკო: არ შეიძლება, ბრიყვი კეთილი იყოს – საამისოდ ჭკუა არ ჰყოფნის.

***

ჩვენი გულწრფელობა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმის სურვილით, რომ საკუთარ თავზე ვილაპარაკოთ და, ასე თუ ისე, შევალამაზოთ ჩვენივე ნაკლი.

საადი: იმაზე დიდი სისულელე არ არსებობს, ვცდილობდეთ, რომ ყველაზე გონიერი ვიყოთ.

ბრიუიერი: ვისაც შეუძლია, თავისი სურვილების შესრულებას უცადოს, იმედიც რომ გაუცრუვდეს, მაინც არ ეძლევა სასოწარკვეთას; ხოლო, ვინც მოუთმენლად მიელტვის მიზანს, იმდენ ძალას ხარჯავს, რომ ვერავითარი წარმატება დანაკარგს ვეღარ აუნაზღაურებს.

მაკციუსი: სულიერი სიმშვიდე საუკეთესო გამოსავალია უბედურების დროს.

ფრანსი: ბრძნულ უგრძნობლობას მე ყოველთვის ვამჯობინებდი უგუნურებას გრძნობებში.

ვახტანგ მეექვსე: ულხენსა ჭირსა შემოგყრის უმეცრის ბაასებანი.

აკაკი ბაქრაძე: სიზარმაცე არ არის ერთგვაროვანი მოვლენა. ის მრავალსახიანია. სიზარმაცის ნაირსახეობა ცრუსაქმიანობა, ცრუაქტიურობაა.

შექსპირი: ცრუ სახე დამალავს იმას, რაც მზაკვარმა გულმა ჩაიფიქრა.

კონსტანტინე: ყველა ადამიანს ურჩევნია, ზედმეტად აქებდნენ, ვიდრე აძაგებდნენ.

შოუ: რაც უფრო მორცხვობს ადამიანი, მით მეტი პატივის ღირსი ხდება.

ლესინგი: რა ცუდია, რომ ჩვენ უშუალოდ თვალით არ ვხატავთ! რამდენი რამ იკარგება თვალსა და ხელს შუა, ფუნჯამდე.

დეკარტი: მშიშრობა ცუდია, ის ნებას აკავებს სასარგებლო მოქმედებებისგან.

საადი: ამბობენ, რომ ცხოველთა შორის ლომი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვირი, მაგრამ ვირი, როგორც გამწევი ძალა, ჭეშმარიტად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ცოცხალ არსებათა გამბდღვნელი ლომი.

ფრანკლინი: აიძულე შენი შრომა, ნუ დაელოდები, რომ მან გაიძულოს.

ადლერი: მოშურნე ერთი რამითაა დაინტერესებული: წაართვას სხვას, დატოვოს ისინი საკუთრების გარეშე და დაამციროს.

ბიონი: შურისძიებამ ლოდინი არ იცის.

ეპიკურე: ბრძენს მიაჩნია, რომ, უმჯობესია, იყო გონიერი და უბედური, ვიდრე უგუნური და ბედნიერი და, მართლაც, პრაქტიკულ ცხოვრებაში უმჯობესია, რომ რამე კარგად განზრახულმა მარცხი განიცადოს, ვიდრე ცუდად განზრახულს შემთხვევის წყალობით ხვდეს წარმატება.

მოპასანი: იმისთვის, რომ დააჯეროთ ქალი, მას უნდა დაეთანხმოთ.


скачать dle 11.3