კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: როგორ მოვუაროთ კარიოტას და რა პირობებში ხარობს ის ბინაში?

პასუხი: კარიოტასთვის საჭიროა ნათელი ოთახი, არაპირდაპირი მზის სხივები. უყვარს 22 გრადუსი ზაფხულში, ზამთარში კი 18 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურა არ უნდა იყოს. მისი ტენიანობა აუცილებლად 50 პროცენტზე მაღალი უნდა იყოს. თუ ოთახში მშრალი ჰაერია, ამ შემთხვევაში ქოთანი წყლიან ჭურჭლეში ჩადგით. მორწყვა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე, ზოგადად კი ამ მცენარეს ზომიერი მორწყვა უხდება. გაზაფხულზე და ზაფხულში ხშირად დანამეთ, შემოდგომასა და ზამთარში კი შედარებით შეამცირეთ. ნიადაგი ძალიან არ უნდა დაანესტიანოთ, რადგან, შეიძლება, დაობდეს, რაც ფოთლების ბოლოების გაყავისფრებას გამოიწვევს. თუმცა, ძალიანაც არ უნდა გამოაშროთ. ზაფხულში კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ სასუქით, ზამთარში კი – სამ თვეში ერთხელ. კარიოტას ძალიან არ უყვარს გადარგვა, ამიტომ, თუ აუცილებელი არ არის, მოერიდეთ ამ პროცესს. თუ ფესვები ქოთნიდან ამოიყარა ან ახალგაზრდა ამონაყარები გაიჩინა, მაშინ მიწა ასე შეაზავეთ: 2 წილი ნეშომპალა (ხისტოტებიანი), 2 წილი ნეშომპალა (ფოთლებიანი), 1 წილი ტორფიანი მიწა, დამწვარი ნაკელი, სილა და ნახშირი. გაითვალისწინეთ, რომ მისთვის აუცილებელია კარგი დრენაჟი.

ამ მცენარის გამრავლება შესაძლებელია თესლით, რომლის დათესვაც ხდება თებერვალ-მარტში, 23-25 გრადუსზე.

კითხვა: ბინაში მაქვს ორქიდეების რამდენიმე სახეობა, თუმცა, კარგად ვერ ხარობს. იქნებ, ამიხსნათ, როგორი განათება და ტემპერატურა მოსწონთ ორქიდეებს?

პასუხი: მათ არ უყვართ მოჩრდილული ადგილი, აუცილებელია, ხვდებოდეს მზის სხივები. ნიადაგშიც სჭირდება სითბო. არც ერთ ორქიდეას არ უყვარს 10 გრადუსზე დაბალი და 32 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა. იდეალური განსხვავება დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის უნდა იყოს 7-8 გრადუსი. გახსოვდეთ, როდესაც ჰაერის ტენიანობა მაღალი იქნება, უნდა ეცადოთ, მთლიანად გამოშრეს ჰაერის ტენი, ხოლო როდესაც ჰაერის ტენი დაბალია და მშრალია, მაშინ ჰაერი უნდა გაატენიანოთ.

კითხვა: როგორი ტენი მოსწონს ანთურიუმს გასახარებლად?

პასუხი: მისი მიწა მთლიანად არ გამოაშროთ, მაგრამ, არც მუდამ სველი უნდა იყოს – ასე ფესვები დაუზიანდება. ანთურიუმი შედარებით ჭირვეული და ძნელად მოსავლელი მცენარეა, რადგან ერთნაირი ტემპერატურა და სინესტე სჭირდება. ვერ იტანს ორპირ ქარს, ამიტომ, კართან ან ღია ფანჯარასთან ნუ დადგამთ. ტენიანობას კი გაზრდით მცენარის რეგულარული დანამვით. ასეთი მოვლის პირობებში ანთურიუმს ტენის პრობლემა აღარ ექნება.


скачать dle 11.3