კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომხიბვლელობის საიდუმლო

აუცილებელი არ არის, თვალისმომჭრელი სილამაზის იყოთ. მომხიბვლელობა სულაც არ მოითხოვს მოდელის მონაცემებს. ისეთი მზეთუნახავებიც არსებობენ, რომლებსაც ვერავინ ამჩნევს. თუ ქალი არ იღიმება და იუმორის გრძნობა არ აქვს, როგორი ლამაზიც უნდა იყოს, მამაკაცები მას გვერდს აუვლიან. აბა, დააკვირდით – ღიმილი ყოველთვის გვეხმარება წარმატების მიღწევაში.

ღიმილი არაჩვეულებრივი, უტყუარი საშუალებაა დაძაბული ატმოსფეროს განსამუხტავად. სხვათა შორის, საკუთარ თავსაც ხშირად უნდა გაუღიმოთ, რადგან, თუ საკუთარი თავი თავად არ მოგწონთ და გიყვართ, სხვას როგორ შეაყვარებთ?! ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ყველა სფეროში აქტიურად წარმოჩნდეთ.

ილაპარაკეთ ცოტა, მით უფრო, ისეთ საკითხებზე, რომლებშიც არც კომპეტენტური ხართ და არც სათანადო ინფორმაციას ფლობთ. ნუ შეეცდებით, საკუთარი სიმართლე დაამტკიცოთ, თანაც ნებისმიერ ფასად. მთელი ძალისხმევა თქვენი ქალურობის დასამტკიცებლად მიმართეთ და ეს გაცილებით სასარგებლო იქნება.

არ იწუწუნოთ ბედზე, არ შეიცოდოთ საკუთარი თავი და ამით არ დაკომპლექსდეთ.

ეძებეთ და აღმოაჩინეთ სიხარული წვრილმანებშიც კი. სწორედ ამ წვრილმანებისგან შედგება ცხოვრება. „გლობალურ” ბედნიერებას ნუ დაელოდებით იმისთვის, რომ მიხვდეთ, რა მშვენიერია სიცოცხლე. მით უმეტეს, რომ ასეთი რამ საერთოდ არ არსებობს. ბედნიერებისთვის უნდა განეწყო. ბედნიერი ქალი კი, ყოველთვის მომაჯადოვებლად მომხიბვლელია.


скачать dle 11.3