კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უნდა გავიმარჯვო!

ურთიერთობა შეიძლება, დამთავრდეს – ზოგჯერ ეს გარდაუვალია. იქნებ, ის საერთოდ არც იყო სიყვარულზე დამყარებული და დასაწყისშივე გაიწირა კრახისთვის?! მიუხედავად მიზეზისა, რამაც თქვენი განშორება გამოიწვია, ის მაინც მტკივნეულია, თქვენი გადასატანია და მარტომ უნდა გაიმარჯვოთ გრძნობაზე, რომელიც ბედნიერებას უკვე ვეღარ მოგიტანთ. ადვილი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

ბევრს ტკივილს უმსუბუქებს გულახდილი საუბარი მეგობრებთან, ტირილი და მათი თანადგომა. ასეთ დროს ვიღაცამ აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ხართ და წააგო იმან, ვინც მიგატოვათ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა. თუ ურთიერთობა არ აეწყო, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა არ შეგიყვარებთ. იქნებ ყველაფერი სწორედ იმიტომ მოხდა, რომ თქვენი ჭეშმარიტი მეწყვილე გეპოვნათ?!

თუ ამით შვებას იგრძნობთ, დაივიწყეთ ყველაფერი, რაც მასთან გაკავშირებთ! აღარ იფიქროთ იმ ბედნიერ წუთებზე, რომლებიც ერთად გაატარეთ. განდევნეთ გულიდან და გონებიდან ადამიანი, რომელიც ვეღარასოდეს იქნება თქვენი – ეს თქვენი გასაკეთებელია. დაიტვირთეთ საქმით, იყავით აქტიური. შეხვდით მეგობრებს, გაიჩინეთ ჰობი, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ. არ დარჩეთ მარტო და არ დაიტოვოთ დრო მოწყენისთვის.

ნუ შეიცოდებთ საკუთარ თავს და ნუ გამოიტირებთ მას უმნიშვნელო წარუმატებლობის გამო. გაიხსენეთ, რამდენი ნაკლი ჰქონდა მას და როგორ უსიტყვოდ იტანდით ყოველივე ამას.

არ თქვათ უარი ახალ ურთიერთობაზე, თუნდაც ეს მხოლოდ ფლირტი იყოს. თუ გაერთობით, ესეც საქმეა და დასაწყისისთვის უკეთესიც კია. ახალი, სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად ჯერ მზად არ ხართ. ჯერ უნდა მოიშუშოთ იარა და საკუთარ თავზე გაიმარჯვოთ.


скачать dle 11.3