კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ძალიან მომწონს ტაქსას ჯიშის ძაღლები, როგორც ვიცი, ის რამდენიმე სახეობის არსებობს. შეგიძლიათ მითხრათ, რამდენიმე სიტყვით ტაქსას შესახებ?

პასუხი: ტაქსას სამი ნაირსახეობა არსებობს – სტანდარტული, ჯუჯისებრი და ბოცვერისებრი, თავის მხრივ ისინი იყოფა გრძელბეწვიან, გლუვბეწვიან და უხეშბეწვიან ძაღლებად. ტაქსა იდეალური მონადირე ძაღლია. სოროდან ნადავლის გამოყვანაში მას ხელს უწყობს სხეულის მოკლე კიდურები, შეუპოვრობა და მონადირისთვის დამახასიათებელი აზარტულობა. კონტრასტული ხასიათი ტაქსას ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ის არის უაზროდ თბილი, ამავდროულად, მკაცრი და მომთხოვნიც. მას შეუძლია, საკუთარი ეშმაკობით პატრონი თავის ჭკუაზე უპრობლემოდ ატაროს.

კითხვა: როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი სახლში მოშარდვას?

პასუხი: აუცილებელია, ყოველი მოშარდვის შემდეგ იატაკი დამუშავდეს, რადგან ლეკვი ეძებს თავის სუნს, ანუ ადგილს, სადაც მოშარდული აქვს. თუ იატაკი დამუშავებულია და ერთ ადგილზე დავაფენთ ტილოს ან პამპერსს, რომელსაც ლეკვის სუნი აქვს, ის ნელ-ნელა ისწავლის, რომ მხოლოდ იმ ადგილზე მოშარდოს. შემდეგ კი შეიძლება, პამპერსი ან ტილო გარეთ გავიტანოთ და ლეკვი იმას მივაჩვიოთ, რომ სახლში მოშარდვა არ არის სასურველი.

კითხვა: მაინტერესებს, რა ასაკიდან იწყება ლეკვებში სარძევე კბილების მოცვლა? ჩემი ძაღლი უკვე 6 თვისაა და არც ერთი კბილი არ მოუცვლია.

პასუხი: სარძევე კბილების მოცვლა ლეკვებში სამი თვის ასაკიდან იწყება. პატარა ჯიშის ძაღლებში სარძევე კბილები შეიძლება არ ამოვარდეს მუდმივი კბილების ამოსვლის დროსაც კი. ასეთი კბილები აუცილებლად უნდა ამოვუღოთ, რადგან ისინი იწვევს კბილის ქვების წარმოქმნისა და პარადონტიტის პროვოცირებას. თუ დარჩენილი სარძევე კბილები ხელს არ უშლის მუდმივი კბილების სწორ განვითარებას, მათ უღებენ რვა თვის ასაკში ზოგადი ნარკოზის ქვეშ. ხოლო, მუდმივი კბილების არასწორი ზრდისას, სარძევე კბილებს უფრო ადრეც აშორებენ. თქვენ კი აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რადგან 6 თვის ასაკში ლეკვს დაწყებული უნდა ჰქონდეს კბილების მოცვლის პროცესი.


скачать dle 11.3