ბრძნული აზრები
ბეკონი: ადამიანები, რომლებსაც თავად აქვთ ბევრი ხინჯი, უწინარეს ყოვლისა, მათ სხვებში ამჩნევენ.
ლაროშფუკო: ადამიანების შეცნობა უფრო ადვილია ზოგადად, ვიდრე ერთი კაცისა – კერძოდ.
შექსპირი: ადამიანებს არ უყვართ სხვისი ქება და არავის აქებენ უანგაროდ. ქება – ესაა დახვეწილი, ფარული და შემპარავი პირმოთნეობა, რომელიც სასიამოვნოა მისთვის, ვისაც ეპირფერებიან. ზოგი მას იღებს, საკუთარ ღირსებათა ჯილდოდ, ზოგი კი იმიტომ პირფერობს, რომ თავისი სამართლიანობა და გამჭრიახობა დაგვიდასტუროს.
მონტესკიე: ადამიანი მცენარესავით არის, თუ კარგად არ მოუარე კარგად არ იზრდება.
უშინსკი: მხოლოდ ის არის ადამიანში მტკიცე და საიმედო, რაც მასში ცხოვრების პირველ პერიოდში დაინერგა.
ტოლსტოი: სიყვარულით მონიჭებული ბედნიერება ისაა, რომ გიყვარდეს; ადამიანი უფრო ბედნიერია მაშინ, როცა თვითონვეა ვნებაატანილი, ვიდრე მაშინ, როცა სხვას აღუძრავს ვნებას.
ძველი აღთქმა: ორ ბოროტებას შორის არჩევანი არ ღირს.
არისტოტელე: გონიერი ადამიანი სასიამოვნოს კი არ დასდევს, უსიამოვნების აცდენას ცდილობს.
შპენგლერი: დანაშაულის სულელური შედეგები უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე თვითონ დანაშაული.
დარვინი: ადამიანმა, რომელმაც გადაწყვიტა თავისი დროის, თუნდაც ერთი საათი, ფუჭად დახარჯოს, ჯერ კიდევ არ გაზრდილა იქამდე, ცხოვრების ფასი სრულად გაიგოს.
სოლომონი: სიბრძნე ბრიყვს არ უყვარს, მან ოღონდ თავისი ჭკუით გამოთქვას რამე.
გოეთე: მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რაც გიყვარს.
ეშენბახი: შენ შეგიძლია, სხვანაირად იფიქრო, ვიდრე შენმა ეპოქამ, მაგრამ არ გაქვს უფლება სხვანაირად ჩაიცვა.
მოლიერი: სიძულვილი უკმაყოფილების აქტიური გრძნობაა, შური – პასიური. გასაკვირი არ არის, რომ შური ზიზღში სწრაფად გადადის.
ნეტარი ავგუსტინე: ჯობს სიმდაბლით ვაღიარებდეთ ჩვენს ცოდვებს, ვიდრე ამპარტავნულად ვიქებდეთ თავს სათნოებებით.
ლარნი: ცოლი კი არ უნდა შეიცნო, არამედ შეიყვარო.
კროსბი: ქალები მამაკაცებზე მეტს ცოცხლობენ იმიტომ, რომ ძალიან დიდი დრო სჭირდებათ, სანამ ორმოცს მიაღწევდნენ.
ქართული სალაღობო: მოხუცს ჰკითხეს – ქალს ირჩევ თუ გოზინაყსო და სად მაქვს შვილო საგოზინაყე კბილებიო.