რა მოხდა ამ დღეს
7 თებერვალი
1792 – დაიდო ავსტრია-უნგრეთის კავშირის ხელშეკრულება. შეიქმნა ანტიფრანგული კოალიცია.
1992 – ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში ხელი მოეწერა „ევროპის კავშირის ხელშეკრულებას“, რომელიც ითვალისწინებდა ევროპის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ახალ ეკონომიკურ სავალუტო და პერსპექტივაში – პოლიტიკურ კავშირს.
8 თებერვალი
1600 – ინკვიზიციის სასამართლომ ჯორდანო ბრუნოს ცოცხლად დაწვა მიუსაჯა.
1837 – პუშკინისა და დანტესის დუელი.
1923 – ალბერტ აინშტაინი გახდა თელ-ავივის პირველი საპატიო მოქალაქე.
1924 – ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად მოიყვანეს სისრულეში სასიკვდილო განაჩენი გაზის კამერის საშუალებით.
1969 – ჰაერში აიჭრა პირველი „ბოინგ 747“.
9 თებერვალი
1861 – სამხრეთის შტატებმა გამოაცხადეს ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობიდან გასვლის შესახებ.
1893 – მსოფლიოში სტრიპტიზის პირველი სეანსი გაიმართა „მულენ რუჟის“ სცენაზე: პარიზელი სტუდენტების მოწყობილ საღამოზე, იმპროვიზებულ სილამაზის კონკურსზე, მოდელმა, ფსევდონიმით – „მონა“, ყველას თვალწინ გაიხადა. ამას მოჰყვა მისი დაჭერა და ჯარიმა 100 ფრანკი, რამაც გამოიწვია მასობრივი არეულობები საფრანგეთის დედაქალაქში.
1895 – ამერიკელმა მორგანმა მოიგონა სპორტული თამაში ხელბურთი.
1926 – ატლანტის სკოლებში აიკრძალა დარვინის ევოლუციის თეორიის სწავლება.
1930 – ბავარიაში გაიმართა პირველი ავტორბოლა ყინულზე.
10 თებერვალი
1258 – მონღოლთა ჯარებმა ქართველთა „წინამბრძოლობით“ (დავით ულუს მეთაურობით) აიღეს ქალაქი ბაღდადი. გაუქმდა არაბთა სახალიფო.
1635 – დაარსდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია.
11 თებერვალი
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 660 – ლეგენდის მიხედვით‚ ამ დღეს პირველმა იმპერატორმა ჩიმუმ დააარსა იაპონიის სახელმწიფო.
1809 – რობერტ ფულტონმა დააპატენტა თბომავალი.
1922 – კანადელმა ქიმიკოსმა, ფრედერიკ ბანტინგმა, აღმოაჩინა ინსულინი.
1970 – იაპონია გახდა მეოთხე ქვეყანა, რომელმაც ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა კოსმოსში.
12 თებერვალი
1561 – დაარსდა ქალაქი სანტიაგო – ჩილეს დედაქალაქი.
1864 – გაიხსნა მოსკოვის ზოოპარკი.
1955 – მიიღეს ბაიკანურის კოსმოდრომის მშენებლობის გადაწყვეტილება.
13 თებერვალი
1668 – ესპანეთმა ცნო პორტუგალიის დამოუკიდებლობა, რომელიც მას 1640 წელს გამოეყო.
1917 – ინგლისის პარლამენტმა ქალებს უფლება მისცა ტაქსის მძღოლებად ემუშავათ.
1940 – მიხაილ ბულგაკოვმა დაასრულა რომანი „ოსტატი და მარგარიტა“.
1960 – საფრანგეთმა გამოსცადა თავისი პირველი ატომური ბომბი.
1975 – კვიპროსი გაიყო ორ – ბერძნულ და თურქულ ნაწილებად.