მანათობელი ხე ქუჩის ლამპიონებს შეცვლის
კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მანათობელი ხე შექმნეს. ბრიტანელმა სწავლულებმა მცენარის გენეტიკურ კოდში ჩასვეს მწერების – ციცინათელებისა და ზღვის ბაქტერიების – ვიბრიო ფიშერის სტრუქტურები, რომლებიც იწვევენ ფლუორესცენტულ ნათებას. ასეთი გენეტიკური ცვლილებების შედეგად ხე იწყებს სინათლის გამოსხივებას. ამასთან ერთად სინათლის ძალა შეიძლება ვარეგულიროთ უახლესი ბიოტექნოლოგიის საშუალებით. ბრიტანელი მეცნიერების აზრით, ტექნოლოგიური ხეების უახლეს თაობას შეუძლია გადაწყვიტოს ქალაქის ქუჩებისა და მოედნების განათების პრობლემა.
2010 წლის ბოლოს, კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეძლეს, მიეღოთ გენეტიკურად მოდიფიცირებული ციცინათელები და ვიბრიო ფიშერი, რომელთა ორგანიზმში მანათობელი ფერმენტების წარმოება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. შემდეგ, გენომის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ნათებაზე, გადანერგეს ნაწლავის ჩხირებში. უფრო მეტიც, სტუდენტებმა ისწავლეს სხვადასხვა ფერის მიღება. ექსპერიმენტატორებმა მიაღწიეს იმას, რომ ღვინის ბოთლის ზომის ბაქტერიების კოლონია წიგნის წასაკითხად საკმარის სინათლეს იძლევა. კემბრიჯელმა მკვლევრებმა შეძლეს, ისე შეერჩიათ გენები, რომ ორგანიზმს თვითონ გამოემუშავებინა ფერმენტები მისი შემდგომი გადამუშავებისთვის. სწავლულებმა დაითვალეს, რომ ორგანიზმებისთვის საჭირო იქნება ფოტოსინთეზის დროს მიღებული ენერგიის სულ 0,02 პროცენტი, რათა კონკურენცია გაუწიოს თანამედროვე ქუჩის განათებას. მეცნიერები მუშაობენ ისეთი ნაძვის ხის შექმნაზე, რომელიც თვითონ გაანათებს არანაკლები სიკაშკაშით და სილამაზით, ყოველგვარი გირლიანდებისა და ნათურების გარეშე.
იმედია, ასეთი ხეები თბილისის ქუჩებშიც მალე გამოჩნდება.