კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: სახლში მაქვს შეგროვილი გარკვეული რაოდენობის შავი და ფერადი ლითონი. მითხრეს, რომ არსებობს გარკვეული შეზღუდვები ჯართის ჩაბარებისას და შეიძლება, პრობლემებიც შემექმნას ჩაბარების დროს. გთხოვთ, გვაცნობოთ, რა სახის შავი და ფერადი ლითონი ითვლება ჯართად და როგორ არის დარეგულირებული ჯართის ჩაბარების წესი საქართველოში?

პასუხი: საქართველოში შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების, შესყიდვისა და ჩაბარების წესი განსაზღვრულია – „შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის წესის” შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. აღნიშნული ბრძანებულების მიხედვით, ჯართად ითვლება ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისთვის და წარმოიშობა ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში; ასევე, ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის, მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო და არ აქვს სახიფათო თვისებები. ამავე ბრძანებულებით, განსაზღვრულია ნუსხა იმ ნივთებისა, რომელთა მიღება-ჩაბარება დაუშვებელია, თუ ეს ნივთები უტილიზებული ან ჩამოწერილი არ არის კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს ნივთებია:

ა) ჭურვები და მათი ნაწილები, საფრენ აპარატთა ნაწილები და სხვა სამხარეო დანიშნულების ტექნიკა, ასევე მათი მაკომპლექტებელი ნაწილები;

ბ) ელექტროსადენები, ყველანაირი ფორმისა და სახის კაბელი, მაღალი ძაბვის ანძების ნაწილები, ასევე ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის სფეროში გამოსაყენებელი მოწყობილობები, ტრამვაის, ტროლეიბუსებისა და რკინიგზის საკონტაქტო ხაზები, წყალსადენის, საკანალიზაციო, სანიაღვრე, თბომეურნეობისა და სატელეკომუნიკაციო ჭების ხუფები;

გ) კულტურისა და სარიტუალო დანიშნულების ნივთები, ბიუსტები, ქანდაკებები, ფერადი ლითონისგან დამზადებული საეკლესიო დანიშნულების საგნები;

დ) 100 მილიმეტრზე მეტი დიამეტრის მილები.

რაც შეეხება ჯართის მიმღებ პუნქტს, ის შეიძლება იყოს „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტი, რომელიც ახორციელებს, პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, ჯართისა და ნარჩენების შეძენას მისი შემდგომი გადამუშავების, რეალიზაციის ან სხვა სამეწარმეო მიზნით. მიმღებ პუნქტს უნდა ჰქონდეს შესაბამისად აღჭურვილი ფართობი, სადაც შესაძლებელი იქნება, ჩაბარებული ჯართის აწონვა, დახარისხება და შენახვა-დასაწყობება. ასევე, თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ჯართისა და ნარჩენების ჩაბარების წესი და ინფორმაცია შესყიდვის მოქმედი ფასების შესახებ. ჯართის მიმღებ პუნქტს შავი და ფერადი ლითონების ჯართის ჩაბარება შეუძლია, ფიზიკური პირებისაგან პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში და იურიდიული პირებისგან – სათანადო უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და ჯართისა და ნარჩენების კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას. ჯართისა და ნარჩენების ჩაბარების რეგისტრაცია წარმოებს გვერდებდანომრილი და ზონარგაყრილი სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში, რომელიც დამოწმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამისი საქალაქო და რაიონული დანაყოფების ბეჭდით. მასში აისახება ჩამბარებლის ვინაობა და მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები, ჩაბარებული ჯართისა და ნარჩენების სახეობა, წონა და აღწერილობა, ჩაბარების თარიღი და ფასი. ამასთან, სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში მონაცემები უნდა ჩაიწეროს ჩამბარებლის თანდასწრებით და დამოწმდეს მისი ხელმოწერით, რის შემდეგაც შემსყიდველი ჯართის შესყიდვისა და ანაზღაურების შესახებ გამოწერს ქვითარს ორ ეგზემპლარად, რომელიც მოწმდება ჩამბარებლის ხელმოწერით. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ჩამბარებელს, ხოლო მეორე – ინახება შემსყიდველთან. პრეზიდენტის ბრძანებულების – „შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის წესის” დაცვის კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მიერ; ასევე, სახელმწიფო ორგანოების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

კითხვა: როგორ ისჯება ჯართის ჩაბარების წესის დარღვევა?

პასუხი: ბრძანებულებით დადგენილი წესის დარღვევა გამოიწვევს, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 179-ე მეორე პრიმა მუხლის შესაბამისად, შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე, მათი ჯართისა და ნარჩენების შეგროვების, შეძენის, ტრანსპორტირების, გაყიდვის ან ჩაბარების დადგენილი წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000-დან 3 000 ლარამდე, შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე მათი ჯართისა და ნარჩენების კონფისკაციით. იგივე ქმედება კი, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისთვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000-დან 5 000 ლარამდე, შავი და ფერადი ლითონების, მათი შემცველი ნაკეთობების, აგრეთვე, მათი ჯართისა და ნარჩენების კონფისკაციით.

კითხვა: რას ნიშნავს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება?

პასუხი: სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება პირის დაკავებისთანავე, ან ბრალდებულად ცნობისთანავე (თუ ის არ დაუკავებიათ).

კითხვა: ვცხოვრობ მეუღლესთან და 10 წლის შვილთან ერთად ბინაში, რომელიც ჩემმა ძმამ 5 წლის წინ მაჩუქა. ბინა რეგისტრირებულია ჩემს საკუთრებაში. მითხრეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვის სახელზეა ბინა, მეუღლეების თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება, განქორწინების შემთხვევაში, იყოფა მათ შორის თანაბრად. მეუღლესთან განქორწინების შემთხვევაში, როგორ გადაწყდება აღნიშნული ბინის საკითხი?

პასუხი: მეუღლეებს შორის ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება, ასევე ქონება, რომელიც შეძენილია ქორწინებამდე, მაგრამ ქორწინების პერიოდში რემონტის, რეკონსტრუქციის და ასე შემდეგ, შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და განქორწინების შემთხვევაში, მათ შორის თანაბრად ნაწილდება. მაგრამ, აღნიშნული წესი არ ვრცელდება ქონებაზე, რომელიც მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. ნაჩუქარი ქონება მეუღლის ინდივიდუალური საკუთრებაა და განქორწინების შემდეგაც, რჩება მის საკუთრებაში.


скачать dle 11.3